Audi Club Georgia: Exhaust System theory/mod - Audi Club Georgia

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

Share Exhaust System theory/mod გამონაბოლქვის სისტემის ანა-ბანა.

#1 მომხმარებელი გასულია   AL Janinny profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 15836
  • რეგსტრ.: 02-February 10
  • ქალაქი:დედაქალაქი
  • Car:VQ35DE
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:უკანა
  • ძრავი:3.5
  • ცხენის ძალა:360
  • ნომერი:GT-R

დაწერილია 02 June 2015 - 19:36

მოგესალმებით.

სამკაოდ აქტუალური თემაა, ვისაც ოდნავ მაინც აღელვებს მისი მანქანის შესაძლებლობების ქარხნულზე გაუმჯობესება.
ამ სისტემის უკან საკმაოდ დიდი თეორია დევს, ამიტომ ჩვენც მარტივიდან დავიწყოთ. :)


ესეც სქემა ლამაზი სისტემის სქემები:
დადებული სურათი

დადებული სურათი

როგორც ზოგადად ცნობილია, გამონაბოლქვის სისტემის (შემდგომში "ვიხლოპის" :) ) უკეთესით შეცვლისას, მანქანა იძენს დამატებით სიმძლავრეს (და ხშირად ხმას).

დაახლოებით სიმძლავრის მატებაში ესეთი შედეგი გამოდის 1.8T-დან დინო სტენდზე:

დადებული სურათი


ეს ორ მთავარ ფაქტორთანაა დაკავშირებული: 1. ხმის/ალის ჩამხშობების დიზაინი (გააჩნია რა დევს მისი შექმნის მიზანში, სიმძლავრე თუ ხმა). 2. მილის დიამეტრი.
თუ 1 ლი ვარიანტი სიმძლავრის გათვალისწინებით იქმნება (და ნაკლებად ხმის), მაშინ მის აგებულებაში გამოსული გაზისთვის ნაკლები წინაღობაა.
აი ესეთი ვარიანტში:

დადებული სურათი
ან ესეთში
დადებული სურათი

ხოლო ამ მაგალითში, დიზაინი დაბალ ხმაზეა. შესაბამისად დიდი უკუწნევა იქმნება (რაც ვნებს სიმძლავრეს):
დადებული სურათი

ესეც ძალიან საშინელი (თუმცა ჩუმი) დიზაინის სქემა :D

დადებული სურათი


ანუ დიზაინში, რაც უფრო თავისუფალი დინება იქნება გაზისთვის, მით ძრავი უკეთ მუშაობს: ნაკლები უკუწნევა = ცილინდრების უკეთეს გაგრილება = ნაკლები დეტონაცია = მეტი სიმძლავრეს;

ქარხნული კონსერვატიული დიზაინის, უკეთესით შეცვლისას = თქვენ უბრალოდ ამოიღებთ იმ მიკარგულ სიმძლავრეს, რომელიც რეალურად არის, თუმცა ხმარდება წინაღობების დაღწევას, რომ გარეთ გამოვიდეს. დაახლოებით, მთელი სიმლავრის 7-8%-ს უბრუნებს დიზაინის გაუმჯობესება (თუმცა ხმა ნორმალურის ფარგლებში). რაც მგონი ძალიან დიდი სხვაობაა :D


2. ფაქტორი კი მილების დიამეტრია.

ეს მომენტი უკვე მეტ დაფიქრებას საჭიროებს, რადგან მისი დიამეტრის ზრდა ხდება (*როგორც წესი) სიმძლავრის მომატების შემდეგ, რომ შეესაბამებოდეს გაზის მომატებულ რაოდენობას (მაგ. გაჩიპვის, ჰაერის შემშვები სისტემის გაძლიერების და ა.შ.). თუმცა ზემო მოყვანილი 1. პუნქტის გარდა.

მილის/ების დიამეტრი დგინდება ძრავის სიმძლავრიდან გამომდინარე, ვინაიდან ცნობილია რამდენი ჰაერის+საწვავი შედის კონკრეტულ ძრავში = მათი ნამწვი გამოდის გარეთ :D (ლოგიკურია). არის ამისი ფორმულები, თუმცა არ ვთვლი საჭიროდ ყველამ ზეპირად იცოდეს. არსებობს მარტივი კალკულატორები http://www.mk5cortin...calculator5.php ეს კალკულატორი ითვლის მაქსიმალურად რეკომენდებული მილის დიამეტრს სასურველ სიმძლავრეზე.

პირადი დაკვირევებიდან: მაგალითად, 3.2 V6 218HP მერსედესის ცნობილი 3 კლაპნიანი ძრავი. 3-3 ცილინდრიდან გამოდის 40მმ-იანი 2 მილი. თუ ვიხელმძღვანელებთ ზემოდ მოყვანილი კალკულატორით გამოდის, მისი ვიხლოპით 202 ცხენია მაქსიმუმ რეკომენდებული.
*ანუ ეს ის ვარიანტია, რომ ქარხანაში ცდების დროს რა შედეგიც დაწერა - ის მიაწერეს სერიულ მანქანას. ამიტომ, პრაქტიკაში დინოზე თუ დაბალ შედეგს დადებს (ვიდრე 218ჰპ-იან ძრავს შეესაბამება) - არ იქნება გასაკვირი (ამ დროს ბევრი ტრანსმისიას დააბრალებს :D ). მიზეზი შემდეგია, ვიხლოპის დიზაინერებს მაქსიმალური კომფორტული ხმისთვის მოუწიათ - საკმაო დაბრკოლებებიანი ვიხლოპის შექმნა. თუმცა ამ დაბრკოლებების დასაძლევად, საჭიროა ძრავმა შექმნას ძლიერი წნევა, რაც ვიხლოპის მილის დიამეტრის შეზღუდვით გამოდის. ;)
იგივე პრობლემას წავაწყდი G35-ზე. საკმაოდ დიდი ხმა აქვს ძრავს (მისი ბუნებიდან გამომდინარე), ამიტომ ქარხანაში 'მოუწიათ' ისეთი ვიხლოპი დაეყენებინათ, რომ დაბალი ხმა ქონოდა. თუმცა მილების კონსტრუქცია გათვლილია, მხოლოდ 260 ცხენზე (და არა 283ზე), ანუ ხმა დაწიეს სიმძლავრის ხარჯზე. მე რაც სტოკის დინოები მინახავს, რეალურად ასეც გამოდის...

სავარაუდოდ B5 2.8-ზეც იგივე სიტუაციაა. ქარხნულად 193 უწერია და გამოსცემს რეალში ნაკლებს (მალე გავარკვევ დიამეტრს). აი ბმვ-ებზე, მე რაც მინახავს სერიულად მილების დიამეტრი ცხენებს შეესაბამება (ცოტა ზაპასითაც აქვს), რადგან ერთიდაიგივე სისტემა მოერგოს სხვადასხვა მოდელს და არ აწარმოონ ყველა მოდელისთვის ინდივიდუალური :) .

მთავარი წესი: თუ უმატებ ნებისმიერი გზით ძრავში ჰაერი/საწვავის მიწოდებას, ანუ ზრდი ცხენებს - ვიხლოპი იქნება, რაც ხელს შეგიშლის თუ არ მიაქციე ყურადღება. :dino:
იმედია გამოადგება ჩვენს საზოგადოებას ეს ინფო :drinks: დაწერილია © ჩემს მიერ

აწი თუ ინტერესი იქნა, სიამოვნებით დავწერ გამშვებ კოლექტორებზე და ვიხლოპის სხვა ნაწილებზე :luke:
დადებული სურათი
3

#2 მომხმარებელი გასულია   Koala profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 1603
  • რეგსტრ.: 26-June 12
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:A3
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:1.6
  • ცხენის ძალა:99
  • გამ. წელი:2000
  • ნომერი:AUD-120

დაწერილია 02 June 2015 - 22:45

+1
0

#3 მომხმარებელი გასულია   coupe profile ხატულა

  • ჭამა-სმის მინისტრი
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Audi Clubber
  • წერილები: 6330
  • რეგსტრ.: 01-March 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:A4 B5
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:1.8T
  • ცხენის ძალა:150
  • გამ. წელი:1996
  • ნომერი:BB079ZZ

დაწერილია 02 June 2015 - 22:52

გაგრძელებას ველით... :D

+
Fuck snow... I need big turbo...
0

#4 მომხმარებელი გასულია   AL Janinny profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 15836
  • რეგსტრ.: 02-February 10
  • ქალაქი:დედაქალაქი
  • Car:VQ35DE
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:უკანა
  • ძრავი:3.5
  • ცხენის ძალა:360
  • ნომერი:GT-R

დაწერილია 02 June 2015 - 22:58

საკმაოდ მშრალად წერია ჯერ, მინდოდა ერთ თემაში ჩამეწერა მაგრამ დაღლილზე - არ გამოვიდა :D

ატმოსფერკებს ხომ უხდება და უხება, მაგრამ ტურბინიანებზე, რომ ჩიპავ - მერე ვიხლოპი ხდება შენი მტერი და ეგ მომენტი მინდა იცოდენ ჩვენებმა. ;)

OK, მე არსად წამიკითავს კომპლექსურად ვიხლოპის მოდერნიზებაზე თემა, ამიტომ ვეცდები მარტივად ძალიან დავწერო გზები.
ვიხლოპი თავად შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან:
1. კოლექტორები, (რაც ძრავზე ზის):
დადებული სურათი

სტანდარტულის ნაცვლად ჩაყენებული თანაბარი-სიგრძის კოლექტორები, კარგ სხვაობას იძლევა - 9%ის ფარგლებში:

დადებული სურათი




დანარჩენი 2 ნაწილი (კატალიზატორი + დანარჩენი სისტემა - Cat back exhaust)

დადებული სურათი

2. კატალიზატორის სექცია:
სპორტული კატალიზატორის ჩაყენება, ან მათ ნაცვლად მილების ჩადგმას შეუძლია ცხენების 5%-ით მომატება
დადებული სურათი

3. დანარჩენი გამშვები სისტემა:

კარგი გამშვები სისტემა, დაახლოებით 7%-ს უმატებს

დადებული სურათი


ზემოდჩამოთვლილი გაუმჯობესებების გზები S და RS მოდელებზე ნაკლებად იქონიებს ეფექტს ;)
მაგალითად, ამ მოდიფიკაციის სწორედ აწყობის შემთხვევაში - B6 S4 ადის დაახლოებით 380 ცხენამდე.
დადებული სურათი
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი


Free Page Rank Tool
"));