Audi Club Georgia: About Audi History - Audi Club Georgia

Jump to content

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

Share About Audi History კომპანიის ისტორია, განვითრება, მიღწევები თემის შეფასება ***** 5 Votes

#1 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 16:46

აუდის ისტორია

შესავლის მაგივრად

კომპანიის დაბადება

აუდის ისტორია და მისი შექმნა მთლიანად დაკავშირებულია ერთ, ფრიად საინტერესო და იმ დროისათვის ნოვატორი ადმიაიანის სახელთან.... მისი სახელი და გვარია ავგუსტ ჰიორხი( August Horch)

დადებული სურათი
ავგუსტ ჰიორხი ( August Horch)-კომპანიის დამაარსებელი

იგი დაიბადა 1868 წლის 12 ოქტომბერს რკინის მჭედელის ოჯახში, ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ უფორმო და ბევრისთვის ამოუხსნელი შიდაწვის ძრავი.
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა რამოდენიმე საკონსტრუქტორო ბიუროში, კონსტრუქტორად მაგრამ ეს ყველაფერი მას არ აკმაყოფილებდა მას უფო მეტი უნდოდა.
1896 წელს იგი შეამჩნია კარლ ბენცმა და მიიწვია თავისი მოტოციკლეტების ქარხანაში Benz & Сie, მაგრამ ჰიორხს და კარლ ბენცს შორის ყოველთვის უთანნხმოება სუფევდა, რადგან ბენცს არ მოსწონდა ავგუსტის ნივატორული იდეები და მისი მიდგომა ახალი კონსტრუქციების შექმნის დროს. ამ სიტუაციით უკმაყოფილო ჰიორხი 1899 მიდის ქარხნიდან და გადაწყეტილებას იღებს საკუთარი საქმის დაწყების შესახებ და კიოლნში ქმნის Horch & Cie კომპანიას, რომელიც ძირითადად ავტომობილების შერემონტებასა და ტექმომსახურებაზე მუშაობდა. ხოლო 1901 წლიდან კომპანია იწყებს საკუთარი ავტომობილების წარმოებას მაგრამ ფინანსების უქონლობით კომპანია კრახის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ ჰიორხმა თავისი ყველა ნახაზი და იდეები ჩაალაგა ჩემოდანში და დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების ძიება.
საქსონიაში მან აღმოაჩინე ერთე-რთი მეწარმე რომელიც თანახმა იყო მისი იდეების და საქმის დაფინანსებაზე, მაშინ 1902 წელს ჰიორხი თავის მანქანა დანადგრებით გადაბარგდა ჯერ რაიხენბახში ხოლო 1904 წელს კი ცვიკაუში. 5 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ 1909 წელს აქციონერებს შორის მოხდა განხეთქილება და ავგუსტ ჰიორხი კვლავ მიდის წარმოებიდან.
მაგრამ ყველანაირი დაბრკოლეებების გათვალისწინებით მის შემოქმედებითი წყურვილი არ იქნა გატეხილი.
მაშინ ავგუსტი მიდის თავის მეგობარ ვინმე ფრანც ფიკენჩერთან რომელიც იმ დროს ძალიანმ ავტორიტეტული მეწარმე გახლდათ და მისი დახმარებით კვლავ ხსნის ახალ წარმოებას რომელსაც არქმევს Horch-ს მაგრამ იმავდროულად წარმოიშვა ერთი პრობლემა ასეთი სახელით კომპანია უკვე არსებობდა და მან სასამართლო პროცესი წააგო და იძულებული გახდა მოეფიქრებინა კომპანიისთვის ახალი სახელი.....
აქ ყველაზე საინტერსო ამბავი იწყება ,ერთ დღეს , ფრანც ფიკენჩერთან შეკრებილი მეგობრები ძალიან ბევრს დაობდნენ და გამართული ჰქონდათ დებატები კომპანიის სახელთან დაკავშირებით განიხილებოდა ყველა შესაძლო და აბსურდული ვარიანტებიც კი. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ფიკენჩერის 3 გიმნაზისტი ვაჟი მათ შორის იყო 10 წლის გენრიხ ფიკენჩერიც რომელმაც გააოცა უფროსები და მათ შესთავაზა გენიალური იდეა, რომლითაც პრობლემა გადაწყდა: Hören, Horchen- გერმანულად მოსმენას, ყურის დაგდებას ნიშნავს. ხოლო მისი ლათინური თარგმანი ასე ჟღერს „audire" ხოლო ამ სიტყვის ბრძანებითი კილო კი გერმანულად „horch!"(მომისმინე) შესაბამისად მისი ლათინური შესატყვიცი კი ასე „audi!" გეცნობათ??? დიახ ბატონებო აუდი ნიშნავს მომისმინეს ;)

დადებული სურათი
ეს გახლავთ ფინჩერების ოჯახის ფოტო სადაც გამოკვეთილად ჩანს ის პატარა ბიჭი ვინც მოიფიქრა კომპანია აუდის სახელი.
გენრიხ ფინჩერი

ამის შემდეგ კომპანიას სულ რამოდენიმე წელი დასჭირდა დიდების და სახელის მოსახვეჭად მისი წარმოებული ავტომობილები რამოდენიმე წელი ზედიზედ იგებდა ტურნირებს, რომელიც ალპებში იმართებოდა და იმ დროისათვის სატრანსპორტო საშუალებების უდიდეს გამოცდად ითვლებოდა.

გამოხმაურება რედაქტირებულია datosepar: 19 March 2010 - 17:35

www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
14

#2 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 17:10

4 რგოლის ისტორია

აუდის სიმბოლო ერთერთი უძველესია გერმანულ ავტოინდუსტრიაში, იგი გამოხატავს 4 კომპანიის გაერთიანებას კონკრეტულად კი AUDI, DKW, HORCH და WANDERER. აი ეს 4 კომპანია დგას აუდის ლოგოს შექმნის ფესვებთან რომელითაც დღეს Audi AG. აღინიშნება
თვითოეულ კომპანიას ცალკ ცალკე თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს შემოგთავაზებთ მხოლოდ ამ კომპანიების დაარსების წლებს და მათ ისტორიულ ლოგოებს.

დადებული სურათი
კომპანია HORCH დაარსდა 1899 წელს

დადებული სურათი
კომპანია AUDI დაარსდა 1909 წელს

დადებული სურათი
კომპანია WANDERER დაარსდა 1885 წელს

დადებული სურათი
კომპანია DKW დაარსდა 1907 წელს

საბოლოო ჯამში ამ 4 კომპანიის გაერთიანებით რომელიც მოხდა 1932 წლის 29 ივნისს და გაერთიანებულ კომპანიას დაერქვა AUTO UNION AG, და მისი ლოგო ასე გამოიყურებოდა:

დადებული სურათი


AUTO UNION AG.
ამ გაერთიანების შედეგად კონცერნმა, თავისი სიდიდით მეორე ადგილი დაიკავა გერმანიაში, თვითონ ლოგო კი ამ ოთხეულის რკინისებურ ერთიანობას გამოხატავდა. ამ ყველაფრის შემდეგ, შემდეგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, კონცერნში შემავალმა კომპანიებმა არსებული ბაზარის სეგმენტები გადაინაწილეს და შედეგათ ასეთი პრინციპი მიიღეს:

1. DKW - მოტოციკლეტების და დაბალი კლასის მანქანების სეგმენტზე დაიწყო მოღვაწეობა.
2. WANDERER - საშუალო კლასის ავტომობილების სეგმენზე.
3. AUDI - საშუალო კლასისის უმაღალი წარმომადგენლების სეგმენტი.
4. HORCH - ლუქს ავტომობილების, წარმომადგენლობითი სეგმენტი.

დადებული სურათი

1945 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვედრილი კონცერნი ექსპროპრირებული იქნა ბავარიაში სადაც 1949 წელს ინგოლშტადტში შეიქმნა აქხალი გაერთიანება Auto Union GmbH რომელიც ოთხი რგოლის ტრადიციებს არ ღალატობდა.
კვლავ დადგა ახალი ლოგოს შექმნის საკითხი და პატარა გადაკეთების შემდეგ აი ასეთი ემბლემა მიიღეს

დადებული სურათი

ფირმა NSU-ს ისტორია 1873 წლიდან იწყება თავიდან ეს ფირმა ძირითადად საკერავი მანქანების და ველოსიპედების წარმოებით იყო დაკავებული, 1901 წელს მათ დაიწყეს მოტოციკლეტების წარმოება, ხოლო 1906 წელს ავტომობილების აწყობაც დაიწყეს, მაგრამ 1929 წელს ავტომობილების წარმოება შეწყვიტა ფირმამ და მხოლოდ ველოსიპედების წარმოებით დაკავდა. სამი ათეული წლის შემდეგ ფირმაში კვლავ გაჩნდა ავტომობილის წარმოების იდეა და ორი გიგანტი კომპანიის შერწყმა მოხდა..... ხვდებით ალბათ ვინ იყო მეორე გიგანტი ;) იმ დროინდელი გერმანული კანონების თანახმად კონცერნმა მიიღო ახალი სახელი და რა თქმა უნდა ლოგოც:

დადებული სურათი

დადებული სურათი

1977 წლის მარტში კონვეიერიდან ჩამოვიდა ბოლო NSU-ს მანქანა, ამ დროისათვის ძირითადად მხოლოდ აუდის ავტიომობილები იწარმოებოდა და კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ გახდა საჭირო კომპანიისთვის უხერხული Audi NSU Auto Union AG სახელის AUDI AG-ით შეცვლა შედეგად ლოგომაც სხვა სახე მიიღო:
დადებული სურათი

დადებული სურათი

ორივე კომპანია დღემდე ზრუნავს თავისი სახელის და დიდების შენარჩუნებას, ხოლო რაც შეეხება მათ ისტორიას და ისტორიულ კოლექციებს, ორ გერმანულ ქალაქში ინგოლშტადტში და ნეკარზულმის კომპანიის მუზეუმებშია დაცული და ყველა მნახველისთვის კარი ფართოდაა ღია.

დაღესდღეისობით, აუდი გვევლინება საერთაშორისო წამყვან მწარმოებლად რომელიც მაღალხარისხიან და პრესტიჟულ ავტომობილებს სთავაზობს მომხმარებელს, დღეს უკვე კომპანიის ქარხნები არსებობს გერმანიაში, უნგრეთში, ჩინეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ხოლო რაც შეეხება კომპანიის ლოგოს მან რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერი რაც მანამდე ხდებოდა
დადებული სურათი



ეს კი კომპანიის დღევანდელი საბოლოო ლოგოა (ზუსტად ვერ დავადგინე ცოტა ამერია და თუ ვცდები მითხარიტ და შევასწორებ)
დადებული სურათი

გამოხმაურება რედაქტირებულია apocalips: 19 April 2010 - 10:00

www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
0

#3 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 17:19

ავტომობილების ისტორია

1910-1920 წწ აუდის პირველი ავტომობილი.

დადებული სურათი

1909 წლის დასაწყისში პირველი დავის შემდეგ რომელიც რომელიც Horch-Werke-სა და ავგუსთ ხიორხს შორის გაიმართა უკანასკნელი იძულებული გახდა თავისი საწარმოსთვის სახელი გადაერქვა და დაერქმია Audi Automobil-Werke. 1910 წელს ბაზარზე გამოჩნდა აუდის პირველი ავტომობილი რომელიც აღჭურვილი იყო 2.6 ლიტრის მოცულობის და 22 ცხენი ძალიანი ძრავით.


1920 წელს Audi Automobil-Werke AG. ახალი სამარკო ნიშანი წარმოადგინა რმელმაც ძველი საქმიანი სტილის ხელნაწერის ლოგო დადებული სურათი შეცვალა ახალი, ლოგოთი ახლა უკვე აუდის მარკის ავტომობილებს (ლურჯ ფონზე ოვალში ჩასმული ოქროსფერი ასოებით) ამშვენებდა რომლებიც ავტომობილის რადიატორებზე იყო მიმაგრებული. 1965 წელს ომის შემდგომი წლების შემდეგ როდესაც აუდის ავტომობილები კონვეიერიდან ჩამოვიდა ზუსტად ეს ლოგო ამშვენებდა მათ წინა მარცხენა ფრთასა და მანქანის კუზაოს უკანა ნაწილზე ;)


1950-1960 წწ.

დადებული სურათი

დადებული სურათი

დადებული სურათი

1970-1980 წწ.

დადებული სურათი

1970 წლის დასაწყისში აუდს ფართოდ შეყავს შეერთებულ შტატებში თავისი ავტომობილები თავიდან შტატებში შეყვანილი იქნა Audi Super 90 (სედანი და უნივერსალი) ასევე Audi 100. ხოლო 1973 წელს ამ ორი ავტომობილის რიგებს მიემატა Audi 80, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უნივერსალი Audi 80 ევროპაში არ იწარმოებოდა ეს უნივერსალი ამერიკის ბაზარზე იყო გათვლილი. მოგვიანებით ზემოთ აღნიშნულმა Audi-ის ავტომობილებმა ამერიაკაში თავისი დასახელება მიიღეს Audi 4000 (Audi 80) და Audi 5000 (Audi 100).
www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
8

#4 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 17:28

კომპანიის მეორე დაბადება

კომპანიის მეორე დაბადება, უკავშირდება ფერდინანდ პიხტს (Ferdinand Piech), რომელიც ცნობილი ფერდინად პორშეს შვილიშვილი იყო. ტალანტით დაჯოლდოვებული ახალგაზრდა კონსტრუქტორი, პიხტი ახალი ენერგიით და ნოვატორული იდეები აღსავსე შეუდგა კომპანიის აღორძინებას.

დადებული სურათი
ფერდინანდ პიხტი (Ferdinand Piech)

იგი კომპანიის სათავეში 1974 წელს მოვიდა და მის სახელს უკავშირდება ეს, ეგრე ცნობილი და საამაყო quattro, რომელმაც სრულამძრავიანი მანქანების შექმნა წამოიწყო რაც გულისხმობდა იმას რომ ძრავის მიერ გამოყოფილი სიმძლავრე, თანაბრად 50/50 ნაწილდებოდა წინა და უკანა თვლებს შორის, ხოლო ავტომობილის დაბუქსავების დროს სძალა გადადისროლებოდა იმ თვლებზე რომელსაც უკეთესი მოჭიდება ჰქონდა საფარზე და მოსახვევებში.

დადებული სურათი

სულ ცოტა მოგვიანებით, პიხტმა გადაწყვიტა აუდის ავტომობილების კუზაოში გამოეყენებინა ალუმინი, ზუსტად ამ ორმა ინოვაციამ მოუტანა მას დიდება დასახელი.

1980 წლის ჟენევის ავტოსალონზე, აუდმა წარმოადგიმა სრულ ამძრავიანი სპორტული კუპე რომელიც იმ დროისთვის სენსაციად ჩაითვალა და მანადე ამ სისტემას (quattro) მხოლოდ სატვირთო და მაღალი გამავლობის ავტომობილებზე ამონტაჟებდნენ.

დადებული სურათი

ასეთი სპორტული კუპეს შექმნა იდეა 1976-77 წწ. გაჩნდა მაშინ, როდესაც ამერიკული ბაზრისთვის გამზადებულ მაღალი გამავლობის VW ILTIS ტესტები მიმდინარეობდა, ზუსტად მაშინ გადაწყდა რომ ეს იდეალური სისტემა გადატანილი ყოფილიყო სერიულ Audi 80-ზე. იმავე წლებში ჩატარდა საცდელი-საკონსტრუქტორო გამოცდა, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა და მიიღო სპორტული კუპე Audi quattro. სულ ცოტახანში ინგოლშტადტელები მიხვდნენ, რომ quattro არა მხოლოდ ტექნიკური სახელი იყო არამედ, quattro იყო როგორც ცალკე ბრენდი რომელიც შემდგომში აუდის მარკის რეკლამირების ლოკომოტივი გახდა.



დაგაინტერესათ?????????? :);)

გაგრძელება იქნება..................
www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
10

#5 მომხმარებელი გასულია   AL Janinny profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 15836
  • რეგსტრ.: 02-February 10
  • ქალაქი:დედაქალაქი
  • Car:VQ35DE
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:უკანა
  • ძრავი:3.5
  • ცხენის ძალა:360
  • ნომერი:GT-R

დაწერილია 19 March 2010 - 17:35

ოქრო ხარ რა!!!
დადებული სურათი
0

#6 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 17:42

AL Janinny
ვცდილობთ ალექს ვცდილობთ მე მგონია რომ ეს თემა აპინული უნდა იყოს, მოდერ არ ფიქრობ ეგრე???;)
www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
0

#7 მომხმარებელი გასულია   mambu profile ხატულა

  • Advanced Member
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Moderators
  • წერილები: 10211
  • რეგსტრ.: 23-February 10
  • ქალაქი:TBILISI
  • Audi:A4-B6
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:1.8T
  • ცხენის ძალა:170
  • გამ. წელი:2002
  • ნომერი:უნომრო

დაწერილია 19 March 2010 - 18:33

ააააააააააააააააააააააააააააააააარაჩვეულებრივია!
ჯანდაბას! მექანიკაც ძალიან მაგარია! ©AL Janinny

Moder is watching you...
დადებული სურათი
0

#8 მომხმარებელი გასულია   apocalips profile ხატულა

  • Andrew
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 4254
  • რეგსტრ.: 25-January 10
  • ქალაქი:Google
  • Audi:A4 S-Line
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:1.8T
  • ცხენის ძალა:170
  • გამ. წელი:2005
  • ნომერი:FIX-111

დაწერილია 19 March 2010 - 18:43

რაღაც დადებული სურათი-ებს ვერ ვხედავ. აშკარად იმსახურებს ბევრ +სს. (მე ხმის მიცემის უფლება არ მაქვს)

დავით მადლობთ, ვაფასებ შენს შრომას


მე პირადათ ეს მინდა მყავდეს გარაჟში. (Audi-ს ვგულისხმობ)
დადებული სურათი
დადებული სურათი
შეაფასე ფორუმელო, ფორუმელი!
მოგეწონა კომენტარი? დადებული სურათი
არ მოგეწონა! დადებული სურათი
© apocalips
0

#9 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 19 March 2010 - 20:07

AL Janinny
mambu
apocalips
გაიხარეთ ძმებო მადლობა გულითადი შეფასებისათვის დრო არ ნქონდა მდენი რომ დამესრულებინა და იმდენად საინტერესო ისტორია აქვს რომ არ მინდოდა შემემცირებინა კი ვცადე მაგრამ მივხვდი რომ სრულყოფილი არ იქნებოდა და ამიტომ ვამჯობინე ნელა ნელა გამეკეტებინა თან ფორუმიც არ მინდოდა ძალიან გადამეტვირთა მოკლედ ყველაფერი ნელ-ნელა იქნება და ბოლოს ანდრო რაღაცნაირად გააერთიანე და საკაიფო გამოვა;)

მაგარია ძმაო ინტერნეტი ძალიან მე სერიოზულულად დამოკიდებული გავხდი ნეტზე და როცა არ მაქვს გიჟს ვგევა

თუ მოგეწონათ ძმები მე ეგ მესიამოვნება ყველაზე მეატად:)

* * *

ხო კიდე ეგ ფოტო ანდრო იმსაჰურებს ნამდვილად ჰოტ თემაში გადატანას:)
www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
0

#10 მომხმარებელი გასულია   apocalips profile ხატულა

  • Andrew
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 4254
  • რეგსტრ.: 25-January 10
  • ქალაქი:Google
  • Audi:A4 S-Line
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:1.8T
  • ცხენის ძალა:170
  • გამ. წელი:2005
  • ნომერი:FIX-111

დაწერილია 19 March 2010 - 20:10

datosepar

ციტატა

მაგარია ძმაო ინტერნეტი ძალიან მე სერიოზულულად დამოკიდებული გავხდი ნეტზე და როცა არ მაქვს გიჟს ვგევა
უფ. ეგ არ თქვა

ციტატა

თან ფორუმიც არ მინდოდა ძალიან გადამეტვირთა

დავით. არ დაინდო.
მსგავსი ინფორმაციით უნდა დაიტვირთოს ფორუმი.
დაამატე თუ რამე აუცილებელია კიდევ.
ლიმიტები მაქსიმალურად მოხსნილია :rolleyes:

ციტატა

ხო კიდე ეგ ფოტო ანდრო იმსაჰურებს ნამდვილად ჰოტ თემაში გადატანას

გადაიტანე დავით
შენ გეკუთნის :დ
დადებული სურათი
შეაფასე ფორუმელო, ფორუმელი!
მოგეწონა კომენტარი? დადებული სურათი
არ მოგეწონა! დადებული სურათი
© apocalips
1

#11 მომხმარებელი გასულია   Mr ika profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 17763
  • რეგსტრ.: 26-January 10
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:RS4
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:4.2
  • ცხენის ძალა:???
  • ნომერი:AUD-414

დაწერილია 19 March 2010 - 21:10

აუუუუუუუუუუ ეს რა ნახა ჩემ თვალებმა.. ვახ შენ შემოგევლე რააააააააააააააააააააააააააა.

ჩემი ყველა + შენია და რავიცი რა.. აღფრთოვანებულივარ
OOOO Audi Club Georgia OOOO
www.audiclub.ge

კლუბის ადმინისტრაცია.
0

#12 მომხმარებელი გასულია   XOXOXO profile ხატულა

  • Advanced Member
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Audi Clubber
  • წერილები: 734
  • რეგსტრ.: 24-February 10
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:A8
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:4.2FSI
  • ცხენის ძალა:350
  • გამ. წელი:2006

დაწერილია 19 March 2010 - 22:35

ბევრი საინტერესო რამ გავიგე აუდის შესახებ რაც მანამდე არ ვიცოდი 5+
0

#13 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 22 March 2010 - 14:09

გავაგრძელოთ ???
მაშ ასე .....

Audi quattro-ს სპორტული დებიუტი 1981 წლის იანვრის თვეში ავსტრიაში გამართული რალის დროს მოხდა. სრულ ამძრავიანმა quattro®-მ ავტოსპორტში სრული გადატრიალება მოახდინა 1982 წელს დაიწყო Audi 80 quattro-ს სერიულ წარმოებაში ჩაშვება და ეტაპობრივათ დაიწყეს quattro®-ს დაყენება Audi-ს სხვა მოდელებზეც, რითაც ძალიან ამაყობელ ჩვენი კლუბელები;)

დადებული სურათი
1981 წლის იანვრის თვეში ავსტრიაში გამართული რალის გამარჯვებულები.

დადებული სურათი
Audi quattro-მ დაამტკიცა მაღალეფექტურობა და რევოლუცია მოახდინა ავტოსპორტში.

დადებული სურათი
ყველაზე პირევლი Audi 100 რომელმაც სათავე დაუდი პრემიუმ-სეგმენტს

დადებული სურათი
1984 წლის გამოშვება Audi 90 რომელიც მხოლოდ ა.შ.შ. ბაზარზე იყო გათვლილი მისი ევროპელი ანალოგი Audi 80 იყო.

1990 წელს Audi AG. პირველად ღებულობს მონაწილეობას სერიული წარმოების ავტომობილების გერმანულ ჩმპიონატში( DTM)., სადაც გამარჯვებული გახდა ვინმე ჰანს-იოაჰიმ შტუკი რომელიც Audi V8-ით იღებდა მონაწილეობას.

დადებული სურათი
გამარჯვებული Audi V8.

სწორეთ, ზემოთ ჩამოთვლილი გამარჯვებები გახდა იმ სტერეოტიპის დამსხვრევის საფუძმველი, რომ Audi-ი არ გახლდათ სახალხო და ჩვეულებრივი ავტომობილი. მარკამ საბოლოოდ მოიპოვა გამარჯვებულის სახელი რაც ძალიან მალე აისახა მის მოდელების გაყიდვაზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ფერდინად პიხტმა, თავბუდამხვევი კარიერა გაიკეთა Audi-ში: 1988 წელს იგი აირჩიეს Audi AG სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 1993 წელს იგი მთლიანი კონცერნის Volkwagen AG-ს თავმჯდომარე ხდება, რომელსაც 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა.

დადებული სურათი
Audi Sport Quattro სწორედ ამ მოდელმა განაპირობა კომპანიის აღმასვლა.

1990 წლის ჟენევის ავტოსალონზე Audi AG წარადგინა Audi duo, სერიული Audi 100 Avant quattro რომელიც გარდა ბენზინის ძრავისა აღჭურვილი იყო ელექტრო ძრავით რომელიც უკანა თვლების მამოძრავებელი იყო, რაც იმას ითვალისწინებდა რომ მძღოლს ნებისმიერ დროს შეეძლო მანქანა ემართა ისე რომ გარემოსთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა .

იმავე წელს ფართო საზოგადოებამ იხილა Audi 100 (შიდა საქარხნო აღნიშვნით ც4) რომელზეც კონცერნის ისტორიაში დამონტაჟებული იყო ვ ტიპის 6 ცილინდრიანი, 2.8 ლირტის მოცულობის, 174 ცხენის ძალის მქონე ძრავი რომელიც თავის კლასში ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური იყო.

დადებული სურათი
პირველად 1990 წელს Audi 100-მა მიიღო კომპაქტური და მძლავრი ძრავი V6

მაგრამ ყველანაირი გამარჯვების და პოპულარობის მიუხედავათ Audi-იმ ვერ დაპყრო ავტოინდუსტრიის მწვერვალები და ვერ ჩადგა ისეთი ავტომწარმოებლების რიგებში როგორიც იყო BMW და Mercedes-ი, ამის გასაკეთებლად რაღაც იყო საჭირო....

1993 წლამდე Volkwagen-ის და Audi-ს მარკის ავტომობილების გაყიდვის უფლება ჰქონდათ მხოლოდ დილერებს და გადაწყვეტილება იქნა მიღებული რომ გაეკეთებინათ საცალო გაყიდვები რამაც აშლკარად შედეგი გამოიღო მაგრამ ეს არ იყო საკმარისი 1994 წლამდე Audi- აწარმოებდა მხოლოდ 2 მოდელს - Audi 80 და Audi 100, ხოლო 1994 წლიდან Audi უშვებს სრულ ამძრავიანი სარმომადგენლობითი კლასის ავტომობილს А8-ს. რომელიც შესაძლებელი იყო სპეც-შეკვეთით დამზადებულიყო სამომხმარებლო ბაზარი ამ ავტომობილს ცოტა თავშეკავებული შეხბდა მაგრამ მიზანი მიღწეული იყო Audi-მ უმაღლეს ლიგაში გაიბრწყინა;)

1996 წელს Audi-მ გამოუშვა გოლფ კლასის A3. რომელიც ძირითადად Volkwagen გოლფის პლატფორმაზე იქნა აგებული, მაგრამ იმ განსხვავებით რომ მისი დეტალები უფრო მდიდრული და ინტერიერი ისეთი იყო, რომ თავისი კონკურენტ BMW და Mercedes-ს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

დადებული სურათი
1996 წელს კომპანიამ გამოუშვა Audi A3 რომელიც VW Golf პლატფორმაზე იყო აგებული.

1996 წელს Audi ბაზარზე წარსდგა თავისი ბიზნეს კლასით А6-ით რომელიც თავის მხრივ არათუ ჩამოუვარდებოდა კონკურენტებს არამედ ბევრად უსწრებდა, ამაში მომხმარებელიც მალე დარწმუნდა..

დადებული სურათი
Audi A8 თავისი კლასის ავტომობილებისაგან სრულამძრავიანი სისტემით და ალუმინით აწყობილი კუზაოთი გამოირჩეოდა.

Audi-მა დაიწყო ისეთი ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ხორცშესხმა რომელიც კონკურენტებს აშკარად არ ქონდათ არსენალში, მხოლოდ ის ფაქტიც კი რომ აუდმა ბიზნესკლასში პირველად გამოიყენა დიზელის ძრავები რომლებსაც А8 მოდელს უყენებდნე, 7 წლის განმავლობაში ეს მოდიფიკაცია თავის კლასში პირველი იყო ეკონომიურობით ეკოლოგიურობით და რა თქმა უნდა გაზის პედლის ქვეშ უდიდესი რესურსით, ამ ყველაფერმა კონკურენტები აიძულა რომ მის ნაბიჯებს გაჰყოლოდნენ.
Audi-ს კონსტრუქტორება ევროპული ავტოინდუსტრიის მასშტაბებით, პირველებმა გამოიყენეს ავტომატურ გადაცემათ კოლოფში ვარიატორები - რომელიც საშუალებას იძლეოდა ძრავის მიერ წარმოებული ძალა უწყვეტად გადაეცა წამყვან თვლებზე, ასეთი ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ამტომობილებზე სიჩქარეთა ცვლა საერთოდ არ იგრძნობა, ამ ავტომატურ გადაცემათ კოლოფს Multitronic- ი ჰქვია;)

მაგრამ Audi-ს „ნოუ-ჰაუთ“ მაინც ალუმინი ითვლება, რომელსაც Audi- დღემდე წარმატებით იყენებს, კომპანიამ ავტოინდუსტრიაში პირველად 2000 წელს გამოუშვა სრულიად ალუმინისგან დამზადებული სერიული მოდელი А2.

დადებული სურათი
კომპაქტური მსუბუქი და ქალაქის პირობებზე გათვლილი Audi A2 რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა.


ავტომობილი ორიგინალური და ფრიად კარგი გამოვიდა მაგრამ ძალიან ძვირი ჯდებოდა რასაც დღეს კომპანიაში არც მალავენ და მიღებულია გადაწყვეტილება А2-ის პროექტის დახურვაზე.

ამავე წლებში შეიქმნა ახალგაზრდობისთვის ეგრე საყვარელი Audi TT რომელიც იმთავიდანვე კლასიკად იქცა.

ავტომობილი ორიგინალური და ფრიად კარგი გამოვიდა მაგრამ ძალიან ძვირი ჯდებოდა რასაც დღეს კომპანიაში არც მალავენ და მიღებულია გადაწყვეტილება А2-ის პროექტის დახურვაზე.

ამავე წლებში შეიქმნა ახალგაზრდობისთვის ეგრე საყვარელი Audi TT რომელიც იმთავიდანვე კლასიკად იქცა.
დადებული სურათი
Audi TT. ამ მოდელმა შექმნის დღიდან მოახდინა დიზაინის სფეროში რევოლუცია და იმ წუთას იქცა თანამედროვე კლასიკად.

მოყოლებული 1995 წლიდან კომპანიის შემოსავლები 8,5 მლრდ ევროდან 22,6 მლრდ ევრომდე გაიზარდა მაგრამ ერთი ათწლეულის შემდეგ კვლავ დადგა საკითხი, იმაზე რომ კომპანიის არსენალში აღმოჩნდა თეთრი ლაქები კერძოდ ავტოინდუსტრიაში დარჩა ისეთი კლასები რომელთა მოდელები Audi-ს არ ყავდა. პრობლემაზე მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო კერძოდ კომპანიამ. Volkswagen Touareg-ის ბაზაზე დამზადებული Q7 შესთავზა მომხმარებელს, A6 და A8 სედანების ელემენტებით.... შედეგმაც არ დააყოვნა, იგი ძალიან პოპულარული გახდა მომხმარებელთა შორის. ამით აუდმა რამოდენიმე ნაბიჯით გაასწრო თავის კონკურენტებს;)

დადებული სურათი
Audi Q7



დღევანდელ დღევანდელ დღეს აუდის სამოდელო რიგი 31 მოდელს ითვლის რომეილც კონვეიერიდან ჩამოდის მაგრამ თუ კომპანიის ისტორიას გავითვალისწინებთ ამაზე გაჩერება არ მგონია მოხდეს.


სამოდელო რიგი:

A3


დადებული სურათი
Audi A3

დადებული სურათი
Audi A3 interior
დადებული სურათი
Audi A3 cabrio

დადებული სურათი
Audi A3 sportback


A4

დადებული სურათი
Audi A4

დადებული სურათი
Audi A4 interior

დადებული სურათი
Audi A4 allroad

დადებული სურათი\
Audi A4 avant

A5

დადებული სურათი
Audi A5

დადებული სურათი
Audi A5 interior

დადებული სურათი
Audi A5 cabrio

დადებული სურათი
Audi A5 sportback


Audi A6

დადებული სურათი
Audi A6

დადებული სურათი
Audi A6 interior

დადებული სურათი
Audi A6 allroad

დადებული სურათი
Audi A6 avant


Audi A8

დადებული სურათი
Audi A8

დადებული სურათი
Audi A8 interior


Audi Q5

დადებული სურათი
Audi Q5

დადებული სურათი
Audi Q5 interior

Q7

დადებული სურათი
Audi Q7

დადებული სურათი
Audi Q7 interior

დადებული სურათი
Audi Q7 V12


R8

დადებული სურათი
Audi R8

დადებული სურათი
Audi R8 interior



Audi RS6

დადებული სურათი
Audi RS6

დადებული სურათი
Audi RS6 interior

დადებული სურათი
Audi RS6 avant


Audi S3

დადებული სურათი
Audi S3

დადებული სურათი
Audi S3 spotrback
www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
0

#14 მომხმარებელი გასულია   AL Janinny profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 15836
  • რეგსტრ.: 02-February 10
  • ქალაქი:დედაქალაქი
  • Car:VQ35DE
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:უკანა
  • ძრავი:3.5
  • ცხენის ძალა:360
  • ნომერი:GT-R

დაწერილია 22 March 2010 - 14:18

დავტკბი კითხვით! :drinks:
დადებული სურათი
0

#15 მომხმარებელი გასულია   datosepar profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 932
  • რეგსტრ.: 19-February 10
  • ქალაქი:Tbilisi
  • Audi:JETTA
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:წინა
  • ძრავი:2.8
  • გამ. წელი:1999
  • ნომერი:RNR-534

დაწერილია 22 March 2010 - 14:19

Audi S4
დადებული სურათი

Audi S5

დადებული სურათი

Audi S6

დადებული სურათი
Audi Audi S6

დადებული სურათი
Audi S6 avant

S8

დადებული სურათი


Audi TT-TTS

დადებული სურათი
Audi TT

დადებული სურათი
Audi TT interior

დადებული სურათი
Audi TT roadster


დადებული სურათი
Audi TTS coupe

დადებული სურათი
Audi TTS roadster


მოკლედ სულ ესაა ბატონებო რისი თქმაც მინდოდა;):)

პატივისცემით datosepat:)

გამოხმაურება რედაქტირებულია apocalips: 19 April 2010 - 09:59

www.vwclub.ge

www.forum.vwclub.ge

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი
5

#16 მომხმარებელი გასულია   Mr ika profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Club Manager
  • წერილები: 17763
  • რეგსტრ.: 26-January 10
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:RS4
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:4.2
  • ცხენის ძალა:???
  • ნომერი:AUD-414

დაწერილია 22 March 2010 - 14:30

datosepar
საღოლ დავით ძმა. კარგი, გემრიელი, გულიანი დამუშავებული და გადმოცემულია.. გენაცვალე


apocalips
ენდრიუუ შეგიძლია ესენი გააერთიანო?
OOOO Audi Club Georgia OOOO
www.audiclub.ge

კლუბის ადმინისტრაცია.
0

#17 მომხმარებელი გასულია   apocalips profile ხატულა

  • Andrew
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Administrators
  • წერილები: 4254
  • რეგსტრ.: 25-January 10
  • ქალაქი:Google
  • Audi:A4 S-Line
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:1.8T
  • ცხენის ძალა:170
  • გამ. წელი:2005
  • ნომერი:FIX-111

დაწერილია 22 March 2010 - 14:51

datosepar
დავით
აღფრთოვანებული ვარ, ემციებს ვერ ვმალავ :applause:

--
დადებული სურათი
შეაფასე ფორუმელო, ფორუმელი!
მოგეწონა კომენტარი? დადებული სურათი
არ მოგეწონა! დადებული სურათი
© apocalips
0

#18 მომხმარებელი გასულია   Gio profile ხატულა

  • giusha_gio
  • ხატულა
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Audi Clubber
  • წერილები: 2371
  • რეგსტრ.: 10-February 10
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:A4 s line
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:3.0
  • ცხენის ძალა:220
  • გამ. წელი:2004
  • ნომერი:GII-055

დაწერილია 22 March 2010 - 16:07

ვააა სგ დავით :)

ზუსტად ეს თემა მქონდა შარშან უნივერსიტეტში პრეზენტაციაზე :D არა რა ვიცოდი რომ აუდი მიყვარდა შინაგანად :D :D :D
0

#19 მომხმარებელი გასულია   q u a t t r o profile ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 6800
  • რეგსტრ.: 02-May 10
  • ქალაქი:თბილისი
  • Audi:A8
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:4.2

დაწერილია 23 May 2010 - 20:44

ეს წესით ყველამ უნდა იცოდეს ვისაც აუდი ყავს,მე რო ვიყიდე მაგრად მაინტერესებდა რგოლებზე და სახელის გაშიფვრა,ვერავინ ვერ მპასუხობდა ვისაც ყავდა არც ცენტრში მიპასუხეს მაშინ,მაგრად ტეხავს რო გყავს და აზრზე არ ხარ რაარის:)სანამ ჩემით არ გადავატრიალე ინეტი ვერავინ მითხრა.+1000 ჩემგან:)
დადებული სურათი
1

#20 მომხმარებელი გასულია   dj-zapa profile ხატულა

  • ახალბედა
  • პიპ
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • ჯგუფი: Members
  • წერილები: 20
  • რეგსტრ.: 09-April 10
  • Audi:A6
  • კოლოფი:Automatic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:2.5
  • გამ. წელი:2001

დაწერილია 10 June 2010 - 00:02

დიდი მადლობა,ასეთი საინტერესო ინფოებისათვის,უდიდესი სიამოვნება მივიღე ამ ყველაფრით,ბევრი ისეთი რამ გავიგე რაც არ ვიცოდი.საღოლ ძმაო.ჩემგან 10000პლიუსი რააა.გაიხარეეეეე :applause:
0

  • (3 გვერდი)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი


Free Page Rank Tool
"));