Audi Club Georgia: q u a t t r o - ათვალიერებთ პროფილს

Jump to content

q u a t t r o-(ი)ს პროფილი მომხმარებლის რეიტინგი: -----

რეპუტაცია: 61 Excellent
ჯგუფი:
Members
Active Posts:
6142 (1.75 დღეში)
Most Active In:
ზოგადი საუბრები (5205 გამოხმაურება)
Joined:
02-May 10
Profile Views:
6097
ბოლო ვიზიტი:
მომხმარებელი გასულია დამალული
აქტიურია:
Offline

ბოლო სტუმრები

ხატულა   q u a t t r o No Quattro - No Chance

ჩემი გამოქვეყნებული თემები

  1. OFF-TOPIC - Part 13

    დაწერილია 17 Nov 2010

    დადებული სურათი

    დადებული სურათი
  2. ფილმები,საინტერესო საკითხავი

    დაწერილია 12 Nov 2010

    დავყაროთ საინტერესო დოკუმენტური  და ასევე მხატვრული ფილმების ლინკები გადმოსაწერად მოკლე აღწერით ,ასევე საინტერესო ვიდეოები, საკითხავი,

    უყუროთ და განვიხილოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს ასევე ფილმების და მასალის მოძიებაში






    დადებული სურათი
    http://www.gol.ge/in... 1&filter=2.17.5
    1974 წლის 7 აგვისტოს, ბაგირზე მოსიარულე ფილიპ პეტიმ ჩაიდინა ის, რასაც მომავალში ”საუკუნის მხატვრული დანაშაული” შეარქვეს. ის 45 წუთის განმავლობაში დადიოდა ბაგირზე, რომელიც ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შორის იყო გაჭიმული.. .(V)





    BBC: დედამიწა - პლანეტის ძალა

    დადებული სურათი
    http://www.gol.ge/in... 1&filter=2.17.5
    თქვენს წინაშეა პლანეტა დედამიწის არაჩვეულებრივი ისტორია. როგორ არის მოწყობილი ჩვენი პლანეტა? და რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? ვულკანების, ოკეანეების, ყინულების და ატმოსფეროს უკეთ შესწავლით ჩვენ შევიტყობთ მათ როლს ჩვენი პლანეტის იერსახის ჩამოყალიბებაში


  3. Audi news

    დაწერილია 24 Oct 2010

    თემაში შევიტანოთ ყოველდღიურად  სიახლეები რომელიც ეხება audi-ს და ზოგადად ავტოსამყაროს, ეს იქნება სხვადასხვა გამოფენები შეჯიბრები აუტოშოუები პრეზენტაციები თუ სხვა საინტერესო ამბები რომელიც ხდება ავტო სამყაროში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ,რათა ყოველდღიურად საინტერესო საკითხავი იყოს ავტო მოყვარულებისათვის

    იმედია თემა განახლდება ყოველდღიურად თითოეული ჩვენთაგანის მიერ და ბევრ საინტერესოს გავიგებთ აქედან




    თემას გავხსნი მოკლე ფოტო კოლაჟით გამოფენიდან რომელიც ჩატარდა რესპუბლიკის მოედანზე,ძველი და იშვიათი მანქანები

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

  4. OFF-TOPIC - Part 9

    დაწერილია 22 Aug 2010

    თქვენის ნებართვით ახალი თემა
  5. Le Mans 24 Hours - Audi Winner!

    დაწერილია 19 Aug 2010

    ლე მანის 24 საათიანი რბოლა ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლაა რომელშიც გამოიცდება თითოეული ავტომწარმოებელი და მისი ავტომობილები გამძლეობაში, შევეხები ამ რბოლის სპეციფიკას და შევეცდები მოკლედ აღვწერო მისი სირთულე რომელსაც აუდიმ არც თუ ისე ცუდად გაუძლო და წლების განმავლობაში მრავალჯერ ასახელა ეს მარკა,კერძოდ გამძლეობაში, რასაც ძირითადი აქცენტი ექცევა რბოლის დროს,იმედია საინტერესო საკითხავი გამოვიდა და ბევრს დააინტერესებს,

    ლემანის 24 საათიანი რბოლა ყველაზე ცნობილი საავტომობილო რბოლაა გამძლეობაზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში ქალაქ ლემან–თან ახლოს,შეჯიბრის ორგანიზატორია საფრანგეთის საავტომობილო კლუბი–(Automobile Club de l'Ouest, ACO) ,პირველი რბოლა ჩატარდა 1923წ 26–27მაის,შემდგომში რბოლა ტარდებოდა ყოველი წლის ივლისში,გამონაკლისია–1968წ როდესაც მოხდა სტუდენტური რევოლუცია გადატანილი იქნა სექტემბერში, ასევე გამონაკლისია და არ ჩატარებულა რბოლა –1936წ საყოველთაო გაფიცვის მიზეზით,ასევე–1940–1948 წლამდე მეორე მსოფლიო ომის გამო.

    რბოლა ტარდება ტრასაზე–Circuit de la Sarthe,რომლის სიგრძე შეადგენს 13 650 მეტრს,ძირითადი ტრასა შეადგენს გზას ჩვეულებრივი გადაადგილებისათვის რომელიც რბოლის დროს იკეტება,ხოლო ზოგი მონაკვეტი სპეციალურადაა გაკეთებული, რბოლაში მონაწილეობას იღებს 50დე სხვადასხვა მარკის ავტომობილი, რომლებიც სტარტავენ ერთდროულად, გამარჯვებულია ის ეკიპაჟი რომელიც 24საათის განმავლობაში ყველაზე მეტ მანძილს გაივლის,

    იმ დროს როცა გრან–პრი ტარდებოდა მთელს ევროპაში და მიზანი იყო სისწრაფე ,ლე–მანი იქცა ერთგვარ გამოცდათ ავტო მწარმოებლებისათვის სადაც მთავარი სისწრაფე არ იყო არამედ ავტომობილის გამძლეობა ,რამაც ბევრი ავტომწარმოებელი დააფიქრა საიმედო ავტომობილების შექმნაზე და ასევე წვის ეკონომიაზე, რაც შეეხება ავტომობილებს მონაწილეობას იღებს 50 ავტომობილი რომლებიც მინიმუმ ორ ადგილიანი და ორ კარიანი უნდა იყოს,გადახდილ ბოლიდებში კარი არაა აუცილებელი,

    შეჯიბრი ტარდება ერთდროულად ყველა კლასში,შედეგი განისაზღვრება როგორც აბსოლიტურში ასევე ცალკეულ კლასში ცალ–ცალკე, კლასების შემადგენლობა ხშირად შეიცვალა შეჯიბრის ისტორიაში, დღეს დღეობით არის ოთხი კლასი

    1–Le Mans Prototypes,:– LMP12–LMP2,განსხვავებულია ერთმანეთისგან ორივე კლასი ავტომობილის სიჩქარით,წონით და სიმძლავრით3–Grand Touring, GT14– GT2 ასევე განსხვავებულია ეს ორი კლასი სიჩქარით,ჭონით და სიმძლავრით. მარა ყოფილა შემთხვევები როდესაც როდესაც გაუმარჯვია უფრო დაბალი კლასის მქონე ავტოებს კლასიდან– LMP1,გამძლეობის ხარჯზე.

    რაც შეეხება პილოტებს თავიდან არ იყო განსაზღვრული თუ რამდენი კაცი შეადგენდა ეკიპაჟს,და ასევე რამდენი ხანი შეეძლო ერთ პილოტს ავტომობილის მართვა,მარა მას შემდეგ რაც 1953წ პიერ ლევეგს ჩაეძინა საჭესთან რომელიც 22საათი არ შეიცვალა საჭესთან ,აიკრძალა ერთი პილოტით გასვლა,პიერ ლევეგის გუნდმა ეს გადაწყვეტილება დროის ეკონომიის მიზნით მიიღო რათა პილოტების შეცვლაზე დრო არ დაეკარგად, რაც არასასურველი შედეგით დასრულდა მას ჩაეძინა საჭესთან.1980წ–დე ყველა გუნდი შედგებოდა 2 პილოტისგან ,წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მინიმუმ 3პილოტით განისაზღვრა ეკიპაჟი,1990წ ავტომობილების დიდი სიჩქარის პილოტის ფიზიკური გონებრივი დაძაბულობის გამო შემოიღეს ახალი წესები რომელიც აგებული იყო პილოტის უსაფრთხოებაზე, კერძოდ პილოტს არ

    შეეძლო ერთიანად ტრასაზე 4სთ–ზე მეტ ხანს ყოფნა,შეჯიბრის განმავლობაში კი 14 საათზე მეტის,ამ წესებმა შეამცირეს პილოტების გადაღლა რბოლისას რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევების კლება,

    წესები რბოლისას

    მიუხედავად იმისა რომ ლემანის 24 საათიანი რბოლა მსოფლიო ჩემპიონატის სპორტკარებში World Sportscar Championship ნაწილი იყო მოქმედებდა განსხვავებული წესები,რომლებიც განსხვავდებოდა სხვა ჩემპიონატებისაგან. ტრასის სიგრძის ,პილოტების უსაფრთხოების და რბოლის სპეციფიკურობის გამო.მრავალი ათწლეულის მანძილზე ეკიპაჟს რომელიც იღებდა მონაწილეობას რბოლაში არ შეეძლო 1სთ განმავლობაში რბოლის დაწყებიდან გაეჩერებინა მანქანა ავტოგასამართ სადგურში (ზეთის,ჟიდკოსტის, )დასამატებლად ბენზინის გარდა,ამით ცდილობდნენ აემაღლებინათ ავტომობილის ეფექტურობა და გამძლეობა ავტო მწარმოებლებს, ავტომობილები რომლებიც ამას ვერ შეძლებდნენ დისკვალიფიცირებული იყვნენ რბოლიდან და ტოვებდნენ რბოლას.

    ასევე წესების თანახმად დაუშვებელია ავტომობილის ძრავის არ–ჩაქრობა გასამართ სადგურზეეს მოთხოვნა ითვალისწინებდა უსაფრთხოებას (არ აალებულიყო მანქანა) ასევე ავტომობილის გამძლეობას რომელიც იცდებოდა რბოლისას,ხანგძლივი სიარულის შემდეგ .ბევრჯერადი დაქოქვის შეძლება რბოლისას.ასევე სადგურზე მექანიკებს არ შეეძლოთ ერთდროულად ავტომობილის ავზის ავსება და საბურავების შეცვლა,რაც პიც–სტოპის მოკლე დროს უზრუნველყოფდა, გასამართ სადგურზე პილოტს შეეძლო გადმოსვლა ავტომობილიდან და შეცვლა.

    ლემანის 24 საათიან რბოლაზე ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას (შამპანურის დუში)1967წ პილოტმა დენ გენრიმ მოიგო 24 საათიანი რბოლა Ford GT40.–ით,მას შემდეგ რაც ავიდა პოდიუმზე დაინახა გენრი ფორდ მეორე,ჯგუფის უფროსი კეროლლა შელბი და მათი მეუღლეები ასევე რამოდენიმე ჟურნალისტი რომლებმაც მას მოგება უწინასწარმეტყველეს აანჯღრია შამპანური და გადაასხა ყველა იქ მყოფს ,რის მერეც ეს გადაიქცა ტრადიციად უკვე მერამდენე წელია.

    შეჯიბრი ძირითადად ტარდება ივლისის მეორე ვიქენდებზე, სამშაბათს გადიან პრაქტიკაზე ხოლო შემდეგ (ოთხშაბათს) საკვალიფიკაციოს, რის შემდეგაც უტარდებათ ავტომობილებს ტექ დათვალიერება .რბოლა ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან, დღის რბოლა და ღამის.სადაც პილოტები იცდებიან ასევე ღამით ავტომობილის მართვის ფლობაში.საკვალიფიკაციო შედგება ასევე ორი ნაწილის დღის და ღამის.რომელიც შედგება 2 საათიანი გარბენებისგან ,რბოლისას სტარტზე ადგილები განისაზღვრება საკვალიფიკაციოს დროიდან გამომდინარე. პარასკევი დასვენების დღეა ყველასთვის რა დროსაც ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, ასევე აღლუმი რომლის დროსაც ყველა პილოტი გადიან ლემანის ქალაქის ცენტრში .მექანიკებისთვის პირიქით დატვირთული დღეა აკეთებენ საკვალიფიკაციოს დროს დაზიანებულ ავტომობილებს და ამზადებენ რბოლისთვის.

    ლე–მანის ტრასის ყველაზე ცნობილი მონაკვეთია ტრასის ძალიან გრძელი სწორი მონაკვეთი Route Nationale 138,რომელსაც ყველა იცნობს როგორც Ligne Droite des Hunaudières ინგლისურად– Mulsanne Straight..თავდაპირველად ამ ადგილის სიგრძე იყო 5500მ ,1990წელს გაყვეს ორ ნაწილად სიჩქარის შესამცირებლად. რადგანაც ტრასის ამ მონაკვეთზე ავტომობილები ანვითარებდნენ ძალიან დიდ სიჩქარეს–400კმ–სთ რაც არც ისე უსაფრთხო იყო,ამ შეზღუდვამ პილოტების უკმაყოფილება გამოიწვია რადგან მატ ამ სწორ მონაკვეთზე შესვენების ნაცვლად 3000ით მეტი გადართვა დაემატათ სიჩქარის.

    ავტომწარმოებლების გამარჯვებები წლების მიხედვით: დადებული სურათიდადებული სურათიდადებული სურათი დადებული სურათიდადებული სურათი

    გამარჯვებები ზედიზედ რამოდენიმე წლის განმავლობაში: დადებული სურათი

    ავტომწარმოებლის ყველაზე მეტი მოგება საერთო ჩათვლაში ადგილების და წლების მიხედვით: დადებული სურათი

    ყურადღება მიაქციეთ:ბოლო 5 მოგება აუდის დიზელის ძრავით აქვს,რაც აუდის დიზელის ძრავის სიძლიერეზე და გამძლეობაზე მეტყველებს

    მგონი არავისთვის სადაო არაა აუდის სიძლიერე და გამძლეობა რასაც მიღწეული შედეგები გვჩვენებს

    მითუმეტეს ისეთ რბოლაში როგორიც ლე–მანის რბოლაა,სადაც თითოეულ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რაც ავტომობილის შეკეთებაში იხარჯება ასევე ძრავის სიძლიერეს, რაშიც აუდიმ თავის თაყვანისმცემლებს იმედი არ გაუცრუა და ღირსეულად დაძლია ყველა სირთულე

    მიღწევები რომელიც თითოეულმა აუდის მფლობელმა უნდა იცოდეს და რითიც ამაყობს AG

ჩემი ინფორმაცია

მომხმარებლის სტატუსი:
Advanced Member
ასაკი:
ასაკი უცნობია
დაბადების დღე:
დაბადების დღე უცნობია
სქესი:
მამრობითი
ქალაქი:
თბილისი
Audi:
A8
კოლოფი:
TipTronic
წამყვანი:
Quattro
ძრავი:
4.2

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა:
დამალული

კომენტარები

გვერდი 1-დან 1
  1. სურათი

    Mr ika ხატულა

    18 May 2010 - 16:41
    გაუმარჯოოოს. ეს შენ ხარ თუ მეჩვენება :D
გვერდი 1-დან 1

Free Page Rank Tool
"));