Audi Club Georgia: datosepar - ათვალიერებთ პროფილს

Jump to content

datosepar-(ი)ს პროფილი მომხმარებლის რეიტინგი: *****

რეპუტაცია: 80 Excellent
ჯგუფი:
Members
Active Posts:
772 (0.22 დღეში)
Most Active In:
ზოგადი საუბრები (457 გამოხმაურება)
Joined:
19-February 10
Profile Views:
5864
ბოლო ვიზიტი:
მომხმარებელი გასულია Mar 17 2018 15:06
აქტიურია:
Offline
ხატულა   datosepar http://vwclub.ge/ http://forum.vwclub.ge/

ჩემი გამოქვეყნებული თემები

  1. O2

    დაწერილია 17 May 2010

    ტაკ ერთი კითხვა....
    მოკლედ ძმებო ლამბდა ვიყიდე ჩემი პიპოსთვის წინა ანუ კატალიზატორამდე რომაა რომელიც წვაზეა პასუხისმგებელი. ...

    პრობლემა! !! ბევრი თვალიერების შემდეგ აღოვაჩინე რომ სადაც ეს ლამბდა უნდა დადგეს ის ადგილი ამოსვარკებულია და დარჩენილია მხოლოდ უკანა ლამბდის ადგილი ანუ კატლიზატორის შემდგომი რომელიც კატალიზატორის წესრიგიანობაზეა პასუხისმგებელი მარტო თავი აქვს გაჩრილი და მავთულები აქვს მოჭრილი მოკლედ შიგნიტ კატალიზატორი ამოყრილია. ...

    შეკითხვა!
    მოკლედ ეხლა ეს ახალი ლამბდა იდეაში რომელიც წინ უნდა იდგეს უკანას ადგილზე რომ დავაყენო და დანარჩენი იქ შევაერთო სადაც თავისი ადგილია როგორ ფიქრობთ?? ანუ შედეგი მინდა მე რომ ლამბდა დაინახოს მანქანამ და ისე იმუშაოს როგორც საჭიროა... თუ გლუშაკის 1 ნაწილი ვიყიდო რომელსაც 2 დირკა აქვს ეს დავაყენო თავის ადგილას და დროებიტ სანამ უკანა ლამბდას დავითრევ ბოლტი გავულეთო ჰა რას ფიქრობთ....
  2. About Audi History

    დაწერილია 19 Mar 2010

    აუდის ისტორია

    შესავლის მაგივრად

    კომპანიის დაბადება

    აუდის ისტორია და მისი შექმნა მთლიანად დაკავშირებულია ერთ, ფრიად საინტერესო და იმ დროისათვის ნოვატორი ადმიაიანის სახელთან.. .. მისი სახელი და გვარია ავგუსტ ჰიორხი( August Horch)

    დადებული სურათი
    ავგუსტ ჰიორხი ( August Horch)-კომპანიის დამაარსებელი

    იგი დაიბადა 1868 წლის 12 ოქტომბერს რკინის მჭედელის ოჯახში, ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ უფორმო და ბევრისთვის ამოუხსნელი შიდაწვის ძრავი.
    ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა რამოდენიმე საკონსტრუქტორო ბიუროში, კონსტრუქტორად მაგრამ ეს ყველაფერი მას არ აკმაყოფილებდა მას უფო მეტი უნდოდა.
    1896 წელს იგი შეამჩნია კარლ ბენცმა და მიიწვია თავისი მოტოციკლეტების ქარხანაში Benz & Сie, მაგრამ ჰიორხს და კარლ ბენცს შორის ყოველთვის უთანნხმოება სუფევდა, რადგან ბენცს არ მოსწონდა ავგუსტის ნივატორული იდეები და მისი მიდგომა ახალი კონსტრუქციების შექმნის დროს. ამ სიტუაციით უკმაყოფილო ჰიორხი 1899 მიდის ქარხნიდან და გადაწყეტილებას იღებს საკუთარი საქმის დაწყების შესახებ და კიოლნში ქმნის Horch & Cie კომპანიას, რომელიც ძირითადად ავტომობილების შერემონტებასა და ტექმომსახურებაზე მუშაობდა. ხოლო 1901 წლიდან კომპანია იწყებს საკუთარი ავტომობილების წარმოებას მაგრამ ფინანსების უქონლობით კომპანია კრახის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ ჰიორხმა თავისი ყველა ნახაზი და იდეები ჩაალაგა ჩემოდანში და დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების ძიება.
    საქსონიაში მან აღმოაჩინე ერთე-რთი მეწარმე რომელიც თანახმა იყო მისი იდეების და საქმის დაფინანსებაზე, მაშინ 1902 წელს ჰიორხი თავის მანქანა დანადგრებით გადაბარგდა ჯერ რაიხენბახში ხოლო 1904 წელს კი ცვიკაუში. 5 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ 1909 წელს აქციონერებს შორის მოხდა განხეთქილება და ავგუსტ ჰიორხი კვლავ მიდის წარმოებიდან.
    მაგრამ ყველანაირი დაბრკოლეებების გათვალისწინებით მის შემოქმედებითი წყურვილი არ იქნა გატეხილი.
    მაშინ ავგუსტი მიდის თავის მეგობარ ვინმე ფრანც ფიკენჩერთან რომელიც იმ დროს ძალიანმ ავტორიტეტული მეწარმე გახლდათ და მისი დახმარებით კვლავ ხსნის ახალ წარმოებას რომელსაც არქმევს Horch-ს მაგრამ იმავდროულად წარმოიშვა ერთი პრობლემა ასეთი სახელით კომპანია უკვე არსებობდა და მან სასამართლო პროცესი წააგო და იძულებული გახდა მოეფიქრებინა კომპანიისთვის ახალი სახელი.....
    აქ ყველაზე საინტერსო ამბავი იწყება ,ერთ დღეს , ფრანც ფიკენჩერთან შეკრებილი მეგობრები ძალიან ბევრს დაობდნენ და გამართული ჰქონდათ დებატები კომპანიის სახელთან დაკავშირებით განიხილებოდა ყველა შესაძლო და აბსურდული ვარიანტებიც კი. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ფიკენჩერის 3 გიმნაზისტი ვაჟი მათ შორის იყო 10 წლის გენრიხ ფიკენჩერიც რომელმაც გააოცა უფროსები და მათ შესთავაზა გენიალური იდეა, რომლითაც პრობლემა გადაწყდა: Hören, Horchen- გერმანულად მოსმენას, ყურის დაგდებას ნიშნავს. ხოლო მისი ლათინური თარგმანი ასე ჟღერს „audire" ხოლო ამ სიტყვის ბრძანებითი კილო კი გერმანულად „horch!"(მომისმინე) შესაბამისად მისი ლათინური შესატყვიცი კი ასე „audi!" გეცნობათ?? ? დიახ ბატონებო აუდი ნიშნავს მომისმინეს ;)

    დადებული სურათი
    ეს გახლავთ ფინჩერების ოჯახის ფოტო სადაც გამოკვეთილად ჩანს ის პატარა ბიჭი ვინც მოიფიქრა კომპანია აუდის სახელი.
    გენრიხ ფინჩერი

    ამის შემდეგ კომპანიას სულ რამოდენიმე წელი დასჭირდა დიდების და სახელის მოსახვეჭად მისი წარმოებული ავტომობილები რამოდენიმე წელი ზედიზედ იგებდა ტურნირებს, რომელიც ალპებში იმართებოდა და იმ დროისათვის სატრანსპორტო საშუალებების უდიდეს გამოცდად ითვლებოდა.
  3. VW HISTORY

    დაწერილია 18 Mar 2010

    მოგესალმებით ყველას მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი საყვარელი ფირმის ისტორია რომელიც გულითადად მოგვაწოდა ჩვენმა კლუბელმა დადებული სურათი


    დიდი მადლობა მას ამხელა გაწეული სამუშაოსთვის ეს არის ზოგადი ინფორმაცია რომელიც შეეხება ფოლცვაგენს მისი შექმნიდან დღემდე

    მაშ ასე დავიწყოთ
    დადებული სურათი

    ისტორია
    ფოლცვაგენის ისტორია იწყება 1933 წლიდან, როდესაც ბერლინის სასტუმრო ,,კაიზეჰოფში"
    სასაუბროდ შეიკრიბნენ სამნი: ადოლფ ჰიტლერი, იაკობ ვერლინი (დაიმლერ-კრაისლერის წარმომადგენელი) და
    ფერდინანდ პორშე. ჰიტლერმა მოითხოვა, რომ შეექმნათ გერმანელი ერისთვის მყარი და საიმედო
    ავტომობილი. თან ამ ავტომობილის ფასი არ უნდა ყოფილიყო 1000 რაიხსმარკაზე ძვირი. ასევე
    ავტომობილი უნდა აწყობილიყო ახალ ქარხანაში, რომელიც ახალი გერმანიის სიმბოლო იქნებოდა.
    იქვე ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერა ამ პროექტის ძირითადი მოთხოვნები და მოითხოვა დასახელებინათ
    კონსტრუქტორი. იაკობ ვერლინმა კონსტრუქტორის კანდიდატურაზე წამოაყენა ფერდინანდ პორშე. იქვე გადაწყდა ავტომობილის სახელიც ,,ფოლცვაგენი" - სახალხო ავტომობილი «Volks-Wagen»

    1943 წლის 17 იანვარს ფერდინანდ პორშემ სახალხო ავტომობილის ესკიზები (
    რომელიც პორშე ტურ 60 ბაზაზე იქნა შედგენილი) გერმანიის რაიხსკანცლერს წარუდგინა.

    1943 წლის ივნისში ხელი მოეწერა კონტრაქტს ,,გერმანული საავტომობილო
    ასოციაციასა" და და ,,ფერდინადნ პორშეს კომპანიას შორის" პროექტის ერთი თვის ბიუჯეტი
    შეადგენდა 20 000 რეიხსმარკას თან იყო დროში შეზღუდული - 10 თვე ყველაფრის შემუშავებისთვის.
    მიუხედავად უკვე არსებული საკონსტრუქტორო გამოცდილებისა და ვალდებულებისა ჩატეულიყვნენ
    განსაზღვრულ დროში სამუშაოები გაგრძელდა 2 წელიწადი. საჩვენებელი, პროტოტიპი მოდელები
    მხოლოდ 1936 წლის სექტემბერში იყო მზად. ორკარიანი V1 კაბრიოლეტი V2 (ჰიტლერის შეკვეთით)
    და ოთხკარიანი V3. პირველმა 50 000 კილომეტრის გარბენმა არაფერი წუნი არ აჩვენა და პორშემ 30
    შემდგომი მანქანის შეკვეთა მიიღო. მანქანები დაიმლერ-ბენცის ქარახანაში იწყობოდა.
    ახალი 30 მანქანის ტესტირება მიანდეს ,,გერმანიის მუშათა ფრონტს" ხოლო ტესტირებაზე
    კონტროლი და საბოლოო სიტყვა თვით SS პრეროგატივა იყო.

    1937 წლის 28 მაისს შეიქმნა კომპანია ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე
    გერმანული სახალხო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია" ხოლო 1938 წლის 16 სექტემბერ სახელი
    გადაკეთდა Volkswagenwerk GmbH.

    1938 წელს დაიწყო ფოლცვაგენის ქარხნის მშენებლობა ქალაქ ფალერსლებენთან ახლოს.
    გახსნის ცერემონიაზე ჰიტლერმა სიტყვით გამოსვლის დროს გაახმობანა მომავალი ,,სახალხო ავტომობის"
    დასახელება - KdF-Wagen, რომელიც ეწოდა ორგანიზაცია KdF (Kraft durch Freude) საპატივცემულოდ.
    ამ ორგანიზაციამ 50 მილიონ რაიხსმარკის ოდენობის დახმარება გასწია ქარხნის ასაშენებლად.
    ამავე წელს დაიწყო პატარა ქალაქის აშენება ქარხანაში დასაქმებული პერსონალისთვის — Stadt des KdF-Wagens.
    მაგრამ ცუდი ჟღერადობის გამო ქალაქს სახელი შეუცვალეს და ვოლფსბურგი უწოდეს.

    1939 წელს გამოვიდა პირველი მოდელები, რომლებიც ამ ქარხნის შესაძლებლობების
    დემონსტირებას ახდენდნენ: V38s (საცდელი მოდელი) და V39s (სადემონსტარციო მოდელი).
    მათზე უკვე შეცვლილი იყო კონსტრუქციული შტრიხები, იყო გაუმჯობესებებიც, მაგრამ KdF-Wagen
    ვერ გახდა მასობრივი ავტომწარმოებელი. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომი იყო.

    1939 წელს В 1938 იქნა შემუშავებული ამერიკული მანქანის პროტოტიპი VW Тур 62
    (Kuebelwagen), წარმოებაში ჩაშვებული იქნა, როგორც VW Тур 82. სულ ეს მოდელი გამოშვებული იქნა
    50 000 ცალი. იგი გამოიყენებოდა გერმანიის ყველა საომარ ფრონტზემეორე მსოფლიო ომის
    დამთავრებამდე და გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა, გადაჰქონდა საწვავი და საბრძოლო მარაგი, აგრეთვე გამოიყენებოდა დაჭრილების გადასაყვანად. ამ მოდელის ბაზაზე შეიქმნა 30 - მდე მოდიფიკაცია.

    1940 წელს VW Тур 82 -ი ბაზაზე შეიქმნა ავტომობილი- ამფიბია - VW Typ 128 Schwimmwagen.
    1941 წელს 30 ამფიბია, შექმნილი ვოლფსბურგის ქარხანაში გადაეცათ სამხედრო საინჟინრო ნაწილებს,
    სადაც მათ კარგი შეფასება მიიღეს. იმავე წელს ფერდინანდ პორშემ მიიღო შეკვეთა მანქანა-ამფიბიის შემდგომ სრულყოფაზე. VW Typ 166 Schwimmwagen. იყო უფრო მოკლე, მსუბუქი და მანევრირებადი მის წინამორბედზე.
    ეს მოდელი დაიმლერ-ბენცის ქარხანაში იქყობოდა შტუტგარდში. 1941-1944 წლებში 15 000 ამფიბია იქნა
    გამოშვებული.

    ორკარიანი V1 კაბრიოლეტი V2
    დადებული სურათი

    VW Тур 82.
    დადებული სურათი

    VW Typ 166 Schwimmwagen
    დადებული სურათი

    ომისშემდგომი წლები

    ომის დამთავრების შემდეგ წარმოება მოექცა ინგლისელების ხელში,
    ქალაქ ვოლფსბურგს სწორედ ისინი აკონტროლებდნენ. 1945 წლის შემოდგომაზე ინგლისელი
    ხელმძღვანელობისაგან ქარხანამ 20 000 ავტოს შეკვეთა მიიღო, მაგრამ მისი განხორციელება
    პირველყოფილი მოდიფიკაციით მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1947 წლის
    შემოდგომაზე ფოლცვაგენმა პირველად მიიღო მონაწილეობა საექსპორტო
    ბაზრობაზე ჰანოვერში, სადაც დიდი ყურადღება დაიმსახურა. იმავე წელს ფოლცვაგენმა პირველი
    საზღვარგარეთული შეკვეთა მიიღო ჰოლანდიიდან 1000 მანქანაზე, ხოლო 1948 წელს დაიწყო შეკვეთების
    მიღება შვეიცარიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

    1948 წლის იანვარში შეიცვალა ფოლცვაგენის ხელმძღვანელობა. გენერალურ დირექტორად
    დაინიშნა ჰენრიხ ნორდჰოფი. იგი გახლდათ ახალი თაობის ინჟინერი. ხელმძღვანელობის შეცვლამ
    მოიტანა ის, რომ სათავეში მოვიდნენ დიპლომირებული ინჟინრები, რომელთაც გააჩნდათ საერთაშორისო
    გამოცდილება ავტოწარმოების სფეროში და შეეძლოთ ახლებური მიდგომა საქმისადმი. ახალი აზროვნების
    ინჟინრების მოსვლამ განაპირობა მანქანის მოდიფიკაციის შეცვლა სრულყოფისაკენ ნაბიჯების გადადგმა.

    პორშე
    დადებული სურათი

    1949 წლის 30 ივნისს შეიქმნა კომპანია ,,Volkswagen-Finanzierungs- Gesellschaft GmbH"
    გერმანიის შიდა გაყდვების გაზრდისათვის. იმავე წელს დაიწყეს ახალი ტიპის ,,კუზაოს" ლიმუზინის
    და კაბრიოლეტის გამოშვება. სერიულ წარმობაში სალონის მოწყობა უფრო კომფორტული გახდა.

    შეიქმნა ავსერვისების ქსელი. მიდიოდა მუშაობა დასავლელ კლიენტებთან. ავტომობილების
    ექსპორტი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1948 წლის ბოლოს შეადგინა 50 000 მანქანა. ხოლო შიდა ბაზარზე
    გაყიდული იქნა 15 000 ათასი მანქანა. ამ დროისათვის წარმოება განთავისუფლდა ინგლისელებისაგან.
    1949 წლის 6 სექტემბერს ქარხანა მთლიანად გადაეცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. დაიწყო
    ახალი ერა ქარხნის განვითარებისა.

    ომის დამთავრებიდა 27 წლის შემდეგ ფოლცვაგენის ცნობილმა ხოჭომ ჩამოართვა
    გაყიდვების რეკორდი ფორდს მანამდეს ეს მოდელი იყო ცნობილი ,,Ford Model T"


    ჰოლანდიელი იმპორტიორი კონცერნის, რომელიც ფოლცვაგენებს ყიდდა ჰოლანდიაში
    ბენ პონის იდეით (საინტერესოა ამ იდეის ისტორიაც: თვით ბენ პონმა როდესაც იგი ფოლცვაგენის ქარხანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა 1947 წლის აპრილში დაინახა მანქანა, რომელიც თვითონ მუშების
    მიერ იყო აწყობილი და ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე მასალების გადასაადგილებლად იყენებდენ)
    შეიქმნა ფოლცვაგენ ტრანსპორტერის პირველი პროტოტიპი. მან ეს 1949 წლის ნოემბერში წარმოადგინა ,,VW Bulli" სახელით. ის მოგაგონებდათ ,,ყუთს ბორბლებზე" : წინ იჯდა მძღოლი, უკან იყო ძრავი ხოლო მათ შორის ადგილი
    ტვირთისათვის. ეს მარტივი კონსტრუქცია დროეულად მოევლინა საავტომობილო ბაზარს. მან მისი
    საიმედოობით დაიპყრო მყიდველთა გულები.

    დადებული სურათი
    აი რა გამოვიდა
    დადებული სურათი

    პირველ თვეებში ყოველდღიურად უშვებდნენ დაახლოებით 60 ავტომობილ
    ,VW Bulli"-ს. 1947 - 1967 წლებში ,,VW Bulli" გამოდიოდა შემდგომი მოდიფიკაციებით: სატვირთო დახურული
    სახურავით, კომბი, მიკროავტობუსი, ერთ და ბევრადგილიანი პიკაპი და ამბულატორიის მანქანა.
    მეოთხე თაობის ამ მანქანას გააჩნდა ძრავი და წამყვანობა წინ გადმოუტანეს. ეს საშუალებას იძლეოდა
    დაეწყოთ მეტი ტვირთი და ადვილი ყოფილიყო სხვადასხვა მოდიფიკაციის მონტაჟი-დემონტაჟი. ხოლო ,,სახლი ბორბლებზე" ,,ვესტაფალია"
    სამოციან წლებში გახდა პოპულარული და ოთხმოციან წლებამდე გაუძლო პოპულარობის პიკს.

    ვოლფსბურგში წარმოებიდან ჩამოვიდა ბოლო ,,ხოჭო" წარმოება გადაიტანეს მექსიკაში.
  4. VW Club Georgia

    დაწერილია 13 Mar 2010

    ჩენ უკვე დავიწყეთ

    გილოცავთ მეგობრებო საქართველოს ვოლცვაგენის მოყვარულთა კლუბს უკვე ლოგო აქვს


    თბილისი, საქართველო, 2010 წელი, 13 მარტი, სააკაძის მოედანი, 17:00 წთ.

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი

    დადებული სურათი
  5. VW Jetta VR6-REMOVING AND CLEANING THROTTLE BODY (THROTTLE VALVE CONTROL MODULE)

    დაწერილია 5 Mar 2010

    მოგესალმებით ყველა ;)

    მოკლედ ძალიან დიდი ხანია ვჶიქრობდი ამ სამუშაოს ჩატარება და ბოლოს გადაწყდა რომ ეს ფოტო ანგარიში აქ მომეთავსებინა:)

    შესავლის მაგივრად, ანუ რატომ გადაწყდა ქვემოთ მოყვანილი სამუშაოების შესრულება

    დავიწყებ იქიდან რომ ,
    1.მანქანა ბევრ ბენზინს წვავდა
    2.თავისუფალი სვლის დროს ტახომეტრი სულელივით დარბოდა ზევით ქვევით განსაკუთრებით ცივზე
    3.დაბალ სიჩქარეზე მანქანა ხან გაიქცეოდა ხან გაჩერდებოდა თითქოს ვოღაც იჯდა კაპოტის ქვეშ და სპეციალურად უმატებდა გაზს და აკლებდა
    4.ხშირად მოძრაობის დროს ავტომობილი ჩერდებოდა აინთებოდა EPC გადავარდებოდა ავრიულ სვლაში მიუხედავად იმისა რომ ჩემი პიპო მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა და აღარ მიდიოდა და გაზის პედალი საერთოდ არ ფუნქციონირებდა
    5.ხანდახან ძალიან დაბალ აბაროტზე ეცემოდა და ქრებოდა
    6. დაძვრის დროს განსაკუთრებით აღმართზე მანქანა ძიგძიგებდა

    მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია რომ ეს სამუშაოები ჩატარებულიყო განსაკუთრებულ ცოდნას ეს სამუშაო არ მოითხოვს და არც განსაკუთრებული იარაღები სჭირდება მტავარი კომპონენტი არის სპეციალური ხსნარი რომელის თითქმის ყველა ავტონაწილების მაღაზაიში იყიდება და მაქსიმუმ 15 ლარი ღირს კიდევ დაგვჭირდება ფიგურული სახრახნის(ატვიორკა), 7 ნომერი ექვსკუთხას(შესტიგრანნიკი)თავი (გალოვკა)და მოსახერხებელი ბრტყელტუჩა (პლასკაგუბცი) შლანგების მომჭერების(ხამუტების) მოსახსნელად;)
    მართალია ქვემოთ მოყვანილი მაგალითი VW Jetta VR6 ძრავის ტიპზეა მაგრამ პრინციპი ყველა ელექტო დროსელისთვის გამოდგება რომელიც ელექტო აქსელერატორით(გაზის პედალი) იმართება
    მაშ ასე დავიწყოთ საჭირო ინსტრუმენტები გვაქვს და განცყობაც რა თქმა უნდა

    1.ავხადოთ კაპოტი
    დადებული სურათი
    მოვძებნიტ ზემოქმედების ობიექტი;)
    აი ისიც ვიზუალისათვის გალურჯებულია რომ სხვა რამეში არ აგვერიოს;)
    დადებული სურათი
    ეს კიდევ ელექტრო მართვის შტეკერი რომელიც გაზის პედალს და დროსელის დაჩიკს აკავშირებს ერთმანეთთან
    დადებული სურათი
    ეხლა კი რადგან ობიექტი ნაპოვნია გადავიდეთ ძირიტად სამუშაოებზე პირველ რიგში აკუმილიატორიდან ჩავხსნათ -კლემა და გამოვიღოთ ბენზონასოსის მცველი რათა შლანგების გადახსნის დროს არ გავიწუწოთ გარდა მაგისა სადაა დასაღვრელი ბენზინი
    :P
    იმისთვის რომ სამუშაო ადვილად ჩავატაროთ და რ ვიწვალოთ აუცილებელია ძრავის პლასთმასის ხუფის მოხსნა ამისათვის ბაბინიდან ჟობს სვეჩის შნურების მოხსნა იღონდ დაიმახსოვრეთ სად რომელს მოხსნიტ რომ გაგიმარტივოთ პრინციპი ძალიან მარტივია უკანა შნურები ზის დაბლა რიგში ად წინები კიდევ მაღლა რიგში დანარჩენი მარტივია იმითომ რომ ყველა შნური ერთმანეტისგან სიგრძით განსხვავდება
    აი მაგალითიც
    დადებული სურათი
    მაშ ასე დავიწყოთ ძრავის პლასტმასის ხუჶით რომელიც 7 ადგილასაა დამაგრებული
    და იხსნება ჩეულებრივი ფიგურული ატვიორკით
    დადებული სურათი
    ეს 2 შურუპი ამის შემდეგ ეს ძრავის პლასტმასის ნაწილი ამოწიო ზემოთ და ამოდის თავისუფლად
    დადებული სურათი
    ყვითელი ისრით ნაჩვენებია შურუპების ადგილმდებარეობა

ჩემი ინფორმაცია

მომხმარებლის სტატუსი:
Advanced Member
ასაკი:
45 წლის
დაბადების დღე:
მაისი 7, 1974
სქესი:
საიდუმლო
ქალაქი:
Tbilisi
Audi:
JETTA
კოლოფი:
Manual
წამყვანი:
წინა
ძრავი:
2.8
გამ. წელი:
1999
ნომერი:
RNR-534

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა:
დამალული

კომენტარები

datosepar არ აქვს კომენტარები. რატომ არ მიესალმები?


Free Page Rank Tool
"));