Audi Club Georgia: coupe - ათვალიერებთ პროფილს

Jump to content

coupe-(ი)ს პროფილი მომხმარებლის რეიტინგი: -----

რეპუტაცია: 105 Excellent
ჯგუფი:
Audi Clubber
Active Posts:
5669 (1.78 დღეში)
Most Active In:
ზოგადი საუბრები (4578 გამოხმაურება)
Joined:
01-March 10
Profile Views:
5837
ბოლო ვიზიტი:
მომხმარებელი გასულია Sep 19 2017 21:39
აქტიურია:
Offline
ხატულა   coupe MOST WONTED

ჩემი გამოქვეყნებული თემები

  1. ტურბო ტაიმერის დაყენება

    დაწერილია 9 Dec 2014

    მოკლედ, ჩემს ავტომობილზე დავაყენე ტურბო ტაიმერი და გადავწყვიტე გაგიზიაროთ გამოცდილება, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ მომავალში.
    იმაზე აღარ ვისაუბრებ თუ რამდენად საჭირო ნივთია ტურბირებული ძრავისთვის და მოსახერხებელია მძღოლისთვის როდესაც მანქანაში არ გიწევს ჯდომა და ლოდინი თუ როდის გაგრილდება ტურბინა, რომ ჩააქრო ძრავი.
    ამ შემთხვევაში დავწერ APEXI turbo timer-ზე, რადგან მე ჩამოვიტანე ჩემი მანქანისთვის და ერთ-ერთი იაფიანი ვარიანტია საყიდლად.
    დადებული სურათი
    დადებული სურათი
    დაყენების პრინციპი თითქმის ყველა ტაიმერის ერთიდაიგივეა. ესეც სქემა,ნუ ერთი შეხედვით შეიძლება ვერ გაერკვეს კაცი, მაგრამ ძირითადი პრინციპი შემდეგია.

    დადებული სურათი

    1. წითელი წვერი ერთდება მუდმივ +12ვოლტზე
    2. მწვანე წვერი ერთდება ე.წ. ზაჟიგანიის წვერზე
    3. ლურჯი წვერი ერთდება ზამოკიდან გამომავალ + წვერზე რომელშიც ზამოკის გახსნის და დახურვის შემდეგ მოდის დენი სანამ გასაღებს არ გამოაძრობთ.
    4. შავი წვერი არის მასა (მინუსი)
    5. სერი წვერი ერთდება ხელის მუხრუჭზე (რუჩნოის კნოპკაზე მიმავალ წვერზე).
    6. თეთრი წვერი ერთდება ლამბდაზე( ეს საჭიროა რათა ტაიმერმა იმუშაოს ავტონომიურ რეჟიმში და გამონაბოლქვი აირების ტემპერატურის მიხედვით ამუშაოს ძრავი იმდენი ხანი,რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ გაგრილებისთვის) შეგიძლიათ საერთოდ დაიკიდოთ და არ შეაერთოთ, ისედაც მშვენივრად მუშაობს.

    ეხლა დავიწყოთ თავიდან:
    პირველ რიგში იხსნება სალონის ის ელემენტები, რომელიც ხელს გვიშლის ავტოს ელექტრო გაყვანილობასთან და ზამოკთან მიდგომაში.
    დადებული სურათი
    დაგჭირდებათ 8-ანი გალოვკა ტრეშოტკით და ფიგურული სახრახნისი მძღოლის მხარეს ქვედა პანელის ჩამოსახსნელად და საჭის მექანიზმის დასაფარი პლასმასების მოსახსნელად.
    დადებული სურათი
    შემდეგ როცა გავანთავისუფლებთ სამუშაო ადგილს, გადავდივართ უშვალოდ ტაიმერის დაყენებაზე. შნურები შეგვიძლია გადავაბათ, როგორც უშუალოდ ზამოკზე მიმავალ შტეკერზე
    დადებული სურათი
    ასევე რელეების დაფაზე, რომელიც გამოიყურება ასე.
    დადებული სურათი
    1. ჩემ შემთხვევაში გადავწყვიტე პლიუსი ამეღო ამ დაფიდან სადაც აკუმლიატორიდან პირდაპირ მოდის პლიუსი და შემდეგ ნაწილდება მთელ ქსელში. წითელი ფერის შნურები
    დადებული სურათი
    1 ცალი 13-ანი გაიკა მოუშვი და დავსვი ტაიმერიდან მომავალი წითელი ფერის შნური მასზე. გადასაბმელად ტაიმერის შნურები არ გადამიჭრია, პირდაპირ შტეკერებით შევაერთე. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ გადააბათ შნურები ერთმანეთს და შემდეგ დაახვიოთ იზოლენტა კარგათ.
    დადებული სურათი
    2. ზამოკის შტეკერზე ვპოულობთ ისეთ შნურს რომელზეც დენი მოდის მხოლოდ მაშინ როდესაც ზამოკს ვაღებთ, ამის შემოწმება შეგვიძლია როგორც ტესტერით ასევე კანტროლკით(ნათურა რომელზეც დაპაიკებულია 2 შნური +:-. წრედის შემთხვევაში ინთება) :rolleyes:
    ეს ზამოკის სხემა .
    დადებული სურათი
    ჩემს შემთხვევაში ზაჟიგანიის შნური არის შავი, ამის ნახვა შეგიძლიათ როგორც კანტროლკით :) ასევე გოოგლში დასერჩვით. ე.ი. ზამოკიდან მიმავალი შავ შნურ აკურატულად შემოვაცლით იზოლაციას და შევუერთებთ ტაიმერიდან მიმავალ მწვანე შნურს. (ტაიმერის შნურს დაგრძელება დასჭირდება). ვახვევთ გადაბმის ადგილზე იზოლაციას.
    3. ტაიმერის ლურჯ შნურს ვაერთებთ ზამოკიდან მომავალ ჩემ შემთხვევაში წითელ ხოლო სხვა შემთხვევაში ისეთ შნურზე რაც ზევით მოვიხსენიე.
    4. ე.ი. ტაიმერის შავი შნური არის მასა, აქედან გამომდინარე ვაერთებთ კორპუსზე არსებულ ნებისმიერ მასაზე. მე შევაერთე კაპოტის გასახნელის უკან არსებულ მასაზე სადაც ერთდება ტორპედოს გაყვანილობის ყველა მასა, ეჭირება 10-ანი გაიკა.
    დადებული სურათი
    5. ტაიმერის სერი შნური გავიყვანე და შევაერთე ხელის მუხრუჭის კნოპკაზე. ზოგი ამასაც არ აერთებს. ნ ეს ვითომ უსაფრთხოებისთვის არის, თუ არ ამოწევ რუჩნოის ტაიმერი არ ირთვება, თუ დაქოქილზე ჩაწევ ტაიმერი ითიშება და მანქანა ჩაქვრება. ან ვინმე თუ ჩახტა თქვენ ტაიმერზე დაქოქილ მანქანაში რუჩნოის ჩაწევს და დარჩება ცოცორზე.. :D
    6. ტაიმერის თეთრი წვერი ერთდება ლამბდაზე (O2 სენსორზე, კატალიზატორის დაჩიკზე და რავი რაც გინდათ ის დავარქვათ) ამის არ შეერთების შემთხვევაში ტაიმერი მუშაობს მხოლოდ თქვენს მიერ მითითებული დროის მიხედვით და არც არაფერი შავდება. მე შემცივდა და დამეზარა შეერთება, იმას ნუ იტყვით რო არ კითხულობს სენსორის მონაცემებს და აზრი არ აქვს შეერთებას, უბრალოდ უნდა იცოდეთ რომელ ლამბდაზე შეაერთოდ.
    სად დააყენებთ ტაიმერის პულტს ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, შნური ბარდაჩოკამდე მიწვდება.
    დადებული სურათი
    ხო, კიდე რა უნდა დავწერო, მანქანის ჩაქრობის დროს ძრავი აბაროტს აგდებს და მერე ირთვება ტაიმერი, ამიტომ ჩაქრობის წინ ცოტა გაზი მიეცით ძრავს, ზოგი იძახის რომ ეს ტაიმერის ბრალია,ზოგი არასწორედ შეერთების, მაგრამ როგორც წავიკითხე შეიძლება ამის გამოსწორებაც. ამას ბუსტის დაჩიკის დასაყენებლად რომ დავშლი ტორპედოს მერე ვიჩალიჩებ. . თუ გამოვიდა მაგასაც დავწერ არ დამეზარება, შეკითხვებსაც უპასუხებ არც ეგ დამეზარება.
  2. OFF TOPIC PART 17

    დაწერილია 7 Feb 2011

    აბა ახალი თემა უძლიერესი კონცეპტით გახსნილად ცხადდება!





    უუუხ რას გავხედნიდი! :asasin:



    ნუ უამისოდ ...


  3. Audi Q5 2008 - პრეზენტაცია

    დაწერილია 21 Sep 2010

    დადებული სურათი


    ახალი AUDI Q5-ს პრემიერა 2008 წელს შედგა პეკინის ავტოსალონზე! უკვე 2009წ.-ს ავტომობილმა მიიღო ჯილდო "TOP AUTO" როგორც საუკეთესო ყველგანმავალმა და მაშინვე დაიკავა ლიდერის პოზიციები თავის კლასში.
    მასში არაჩვეულებრივადაა შერწყმული დინამიურობა, კომფორტი და ფუნქციონალურობა. ავტომობილი გამოიყურება უჩვეულოდ მსუბუქად კროსოვერისთვის. აღჭურვილია მძლავრი და ამავდროულად საოცრად ეკონომიური ძრავებით. მუდმივი სრული ამძრავით, უნივერსალური ტრანსფორმირებადი სალონით, რომელსაც ღირსეულად შეაფასებენ ოჯახის წევრებიც, რადგანაც Q5 ბრწყინვალედ გამოდგება ქალაქგარე ვოიაჟებისთვის.
    მის დიზაინში შესამჩნევია აუდისთვის დამახასიათებელი სპორტულობა, ელეგანტურობა და დახვეწილი ფორმები.
    ალუმინისგან დამზადებული საბარგულის, კაპოტის და სავალი ნაწილის ძირითადი ელემენტები უზრუნველყოფენ
    Q5-ის სიმსუბუქეს, რაც აუცილებელია კარგი მანევრირებისთვის და დინამიური მაჩვენებლებისთვის. შედარებით დაბლა დაწეული სახურავის წყალობით Q5 გვერდიდან კუპეს ასოციაციას ტოვებს და მის იერს კიდევ ერთხელ სძენს სპორტულობას და დინამიურობას. ეს ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება ხუთ ქიმიანი მსუბუქ შენადნობიანი დისკების შეხედვისას!

    დადებული სურათი

    აეროდინამიური მაჩვენებლებით W-0.33 Q5 იდეალურია თავის კლასში. მისი გარეგნული იერი გამოიჩევა უჩვეულო გაბარიტებით: სიგრძე-4.63მ. სიმაღლე-1.62მ. სიგანე-1.88მ.

    დადებული სურათი

    ასეთი პარამეტრები დამახასიათებელია სპორტული ავტოსთვის, ამიტომ AUDI Q5 კონკურენტ გარეშეა მის კლასში!
    ავტომობილის სალონი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ Q5 აწყობილია A 4-ის ბაზაზე მასში თავისუფლად მოთავსდება 5 ზრდასრული ადამიანი ყველანაირი დისკომფორტის გარეშე. დამატებითი ოფციის სახით კი გვთავაზობენ სავარძლების მესამე რიგს!
  4. AUDI 80 COUPE

    დაწერილია 26 Jun 2010

    მოგესალმებით ყველას!

    ეს მცირე ისტორიაა AUDI 80 S2-ის კუპეს შექმნის შესახებ.

    აუდი 80-ის კუპე შეიქმნა აუდი 80 (B4)სედანის ბაზაზე. მისი პრემიერა შედგა 1988წ. ავტომობილზე დამონტაჟდა 4ცილინდრიანი ძრავა ტურბო დაბერვით, რომელიც გამოიმუშავებდა 215ც.ძ. ხოლო სპეციალურად კვადრო ვერსიისთვის შეიქმნა 5ცილინდრიანი ძრავა ტურბინით,რომელიც გამოიმუშავებდა უკვე 230ც.ძ. (მშვენიერი მაჩვენებელია იმ წლებისთვის).
    ნამდვილი სპორტული ვერსია კი გამოჩნდა 1993წ.-ლის იანვარში. ეს იყო S2-ის კუპე! სპორტული დაკიდების სისტემით, 230ც.ძ.-ანი 2,2ლიტრიანი 5ცილინდრიანი ძრავით.უკვე 6სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფოთ და კვადროს 4X4-ზე სისტემით. 3K ტურბინით და დიდი ინტერქულერით აღჭურვილი, DOHC-ის 20V (კლაპნიანი)და EVO TECH-ის მართვის სისტემით ფორსირებული ძრავი გამოიმუშავებდა 380ნ.მ. ბრუნავ მომენტს ფართო დიაპაზონში (2100-4000 1/წთ.). აჩქარება0- 100კმ/სთ. 5,9 წმ.-ს შეადგენდა. მგონი დღეისთვისაც ძალიან კარგი შედეგია! !!!!
    რაც შეეხება გარეგნულ განმასხვავებელ ნიშნებს,დიზაიერები შემოიფარგლნენ დიდი ჰაერგამტარებით ბამპერზე, სამუხრუჭე სისტემით "PORSCHE"-ს სტილში (მკვეთრი წითელი ფერის)და S2-ის ნიშნით. ხოლო შიდა ინტერიერი გაწყობილ იქნა კარბონის დეტალებით, განსხვავებული მაჩვენებლების დაფით(თეთრ ფერში წითელი ისრებით) და სამ ქიმიანი საჭით სპორტულ სტილში.ამ პერიოდიდან უკვე ყველაB4-ის მოდელს ქარხნულ კომპლექტაციაში მოყვება ლუქი! ვაუუუ... :ohmy:
    კლასიკური AZEV-A მსუბუქ შენადნობიანი დისკები ზომით 10JX17 შეფუთულ იქნა "BRIDGSTONE-POTENZA-PNEUS" საბურავებით. წინ 215/45-17 და უკან 235/40-17 ზომით.
    წინა სავალი ნაწილი ნახევარი სანტიმეტრით გარეთ გამოიწია. H&R-ის რეგულირებადი დაკიდების სისტემის წყალობოთ კუპემ 60/40 მილიმეტრით დაბლა დაიწია და უფრო მდგრადი გახდა მაღალი სიჩქარეებით მოძრაობის დროს.
    თეთრი მოხვევის მაჩვენებლები მხოლოდ 1994 წლიდან გამოჩდა.აგრეთვე ბამპერის ქვედა ნაწილის და კანტების ძარის ფერში შეღებვაც მოგვიანებით დაიწყეს.ახალი სალონის განათება კი A6-ის სამოდელო რიგიდან გადმოიღეს.
    ამით შემოიფარგლა მთელი რიგი ცვლილებები რომელიც განხორციელდა კუპეს წარმოების მანძილზე.
    აუდი 80-ის კუპეს წარმოება 1995წელს შეწყდა ვინაიდან მენეჯმენტმა იგი არარენტაბელურად სცნეს.
    (მე მაგათი მენეჯმენტი)! :cool:

    დადებული სურათი

    P.S. იმედია მოგეწონათ. :)
    .

ჩემი ინფორმაცია

მომხმარებლის სტატუსი:
ჭამა-სმის მინისტრი
ასაკი:
33 წლის
დაბადების დღე:
სექტემბერი 25, 1985
სქესი:
მამრობითი
ქალაქი:
Tbilisi
Audi:
A4 B5
კოლოფი:
Manual
წამყვანი:
Quattro
ძრავი:
1.8T
ცხენის ძალა:
150
გამ. წელი:
1996
ნომერი:
BB079ZZ

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა:
დამალული

მეგობრები

კომენტარები

გვერდი 1-დან 1
  1. სურათი

    coupe ხატულა

    12 Jun 2010 - 11:53
    ===THE BEST CLUB AUDI CLUB!=====
გვერდი 1-დან 1

Free Page Rank Tool
"));