

ამერიკულმ ავტო ჟურნალმა "Car and Driver-მა" 2013 Audi S6 (C7) დატესტა და მისგან, აჩქარებაში საოცარი შედეგი მიიღო. სპორტ-სედანი ორმაგად ტურბირებული, 4 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ასევე S8, S7 და S6 Avant-ის კაპოტებსაც ამშვენებს. აღნიშნული აგრეგატი 420 ცხენისძალას და 550 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ასეთ სიმძლავრეს 7 საფეხურიანი S-tronic გადაცემათა კოლოფი აკონტროლებს, რომელიც ოფიციალური მონაცემებით, ავტომობილს 0-100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში აჩქარებს და ავითარებს ელ. ლიმიტირებულ 250 კმ/სთ-ს. მიუხედავად ასეთი ოფიციალური ინფორმაციისა, "Car and Driver-ის" ტესტში, ავტომობილი 0-96,5 კმ/სთ-მდე 3,7 წამში აჩქარდა და ლიმიტერის მოხსნის შემდეგ, მაქსიმალური 306 კმ/სთ გაავითარა. შესაძლოა ამ დრომ ჩვენს შორის დავა გამოიწვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 3,5 კმ/სთ ნამდვილად ცოტაა 1,1 წამიანი სხვაობისთვის. იმედია მიხვდით თუ რა მოიაზრება ამ ნათქვამში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის მოდელ S6-ს ნაკლები სიმძლავრე გააჩნია, ვიდრე წინა თაობის S6-ს (C6) გააჩნდა. შეგახსენებთ რომ ეს უკანასკნელი აღჭურვილი იყო 5,2 ლიტრი მოცულობის 10 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 435 ცხენისძალას გამოიმუშავებდა და ავტომობილს საშუალებას აძლევდა, პირველი ასეული 5,4 წამში გაევითარებინა.


