


პარიზში ოფიციალურ პრეზენტაციამდე, ინგოლშტადელებმა ოფიციალურად გაავრცელეს 2013 RS5 Cabrio-ს ფოტო-ვიდეო მასალა და ინფორმაცია. მოხდენილი კაბრიო, რომლის ძარაც კუპეს იდენტურად გამოიყურება, კიდევ უფრო გალამაზებულია რბილი სახურავით, რომლის მოხსნაც 50 კმ/სთ-თი სიარულის დროსაც შეიძლება და ამ პროცესს მხოლოდ 15 წამი სჭირდება. მოდელი რაღა თქმა უნდა აღჭურვილია დიოდის ტექნოლოგიის მაშუქებით, 19 დიუმიანი მსუბუქი შენადნობის სპორტული დისკებით, უკანა ბამპერის დიფუზორით, 4 თავიანი მაყუჩით, და კარბონის სპოილერებით. ელეგანტურ-სპორტული ინტერიერი აღჭურვილია სპორტული საჭით, Alcantara-ს ტყავში ჩასმული სპორტული სავარძლებით, ჰაერამრეკლით და ყველა იმ თანამედროვე "სათამაშოთი", რომელიც მის მყარსახურავიან ვარიანტს გააჩნია. განსაკუთრებით საინტერესოა ავტომობილის 4,2 ლიტრიანი, V-სებრი 8 ცილინდრიანი ძალური დანადგარი, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენისძალას, მგრეხავი ძალა კი 430 ნიუტონმეტრს შეადგენს. ზემოთ აღნიშნული ძრავი 7 საფეხურიან S ტრონიკ გადაცემათა კოლოფზეა მიერთებული, ეს კი ავტომობილის 0-100 კმ/სთ-მდე 4,9 წამში აჩქარებს და საშუალებას აძლევს ელ.ლიმიტირებული 250 კმ/სთ გაავითაროს. აქვე დავამატებ, რომ მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია სიჩქარის ლიმიტერს 280 კმ/სთ-მდე გაზრდის.
2013 Audi RS5 Cabrio-ს გაყიდვები მსოფლიოში მომავალი წლიდან, გერმანიაში კი რამოდენიმე თვეში დაიწყება და მისი ფასი 88,500 ევრო იქნება.





წყარო:
http://news.drive.ge...=44&newsid=4260