mikelson, on 20 September 2012 - 11:07 , said:
ამ რამოდენიმე ხნის წინ, ჩემს მანქანაზე (audi a4 3.0) გამიტყდა მახავიკი (dual-mass fly wheel),
სიმპტომები:
1. საშინელი ვიბრაცია (ეგეთი არაფერი მინახავს).
2. თითქოს რაღაც ბანთალის ხმა.
3. გარკვეულ სიჩქარეებში ჩაგდების პრობლემები.
4. მანქანა პრაქტიკულად ძლივს გადაადგილდება.
აბსოლუტურმა უმრავლესობამ მითხრა, რომ აუდის მახავიკი არ კეთდება და მომიწევდა ყიდვა. მეც გადავჩხრიკე ინტერნეტ საიტები. ახლებიც ვნახე და ნახმარებიც, თუმცა ისეთ ფასად, რომ არ ღირდა (ნახმარი დაახლოპებით 500 $-დან, ახალი 800 $-დან). ჩემთვის ძალიან ძვირია. მერე დავიარე თბილისის დაშლილები (ახალი არავის არ ქოდნა ცენტრის გარდა და იქ დაახლოებით 1200 $ ღირს). თითქმის მთელი თბილისი შემოვიარე (ისანი, ელიავა, ფეიქრები), ბიჭებიც მეხმარებოდნენ, ყველგან ვრეკავდით, სადაც გვეგულებოდა. არავის არ აღმოაჩნდა ფეიქრებზე ერთის გარდა. 600 $-ს ფეხს არ უცვლის, თანაც გარანტიას არ იძლევა, რომ 1 კვირაში არ გაფუჭდება. დანარჩენებმა გვითხრეს - გუშინ გავყიდე 600$-ად, 3 დღის წინ გავყიდე 550$-ად და ასე შემდეგ. მერე გავიგე, ვარკეთილში აკეთებს ერთი 400 $-ადო. ამის გამო 8 დღე, მანქანა დაშლილი მეყენა ფოლცვაგენის კლუბის პროფილაქტიკაში (ამისთვის ბიჭებს დიდი მადლობა), შემდეგ პროფილაკტიკაში ბიჭებმა მითხრეს, რომ ჩვენ გავაკეთებთო. მეტი გზა მაინც არ მქონდა და დავთანხმდი. მართლაც გააკეთეს და ეს ყველაფერი, სასაცილო ფასი დაჯდა (შინაურობით), თანაც გაკეთებულია ქარხნული პრინციპით და გარანტიით. თვეზე მეტია დავდივარ და ყველანაირად ვტესტავ (სიჩქარეზე, დატვირთვაზე, უხეშ მოპყრობაზე, სწრაფ დაძვრაზე და ა.შ.)არის ძალიან მაგარი გაკეთებული და თანაც ძალიან იაფად. ამისთვისაც უღრმესი მადლობა ფოლცვაგენის ბიჭებს ბელიიაშVილიის 1 ნომერში.
მოკლედ, ეს იყო ის პრობლემები, რასაც მე წავაწყდი, იმედია ვინმეს გამოადგება. რამდენადაც ვიცი, იგივე მახავიკი აყელია 2.7BT ძრავზე, 3.0, 3.2, 2.5 D. თუ ვინმეს შეგექმნათ მსგავსი პრობლემები, გირჩევთ დაშლილებში ნუ გაეშურებით, ან აქ დაწერეთ თქვენი პრობლემა და Aნ მიდით ბელიაშVილის 1 ნომერშHი. მაქსიმალურად ვეცდები დაგეხმაროთ.
გაუმარჯოს, გამოგვეხმაურე მიგვითითე ვისთან მივიდე ამ პრობლემის მოსაგვარებლად ან ტელ ნომერი მომწერო იქნებ ბიჭების...