
ქვეყანაში შიშია Audi-ს ყიდვისას. ხშირად ბრალს დებენ სიძვირეში და რთულად მოსავლელს უწოდებენ.
უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ისინი აუგებენ ვინც აუდის საჭეს მინაკარებიც არ არის, ან ისეთები ვისაც უნდათ რომ იყიდონ 24-ივით იხმარონ და არაფრის შეცვლა დაჭირდეს.

თემა მოვამზადოთ აუდის მყიდველებისთვის.
ანუ მათთვის ვისაც უნდა იყიდოს Audi მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია. აინტერესებს რამდენად ადვილი შესანახია, რამდენს წვავს, რით ჯობია სხვა ბრენდს და სხვა
აქვე ყველამ ჩამოვაყალიბოთ რატომ გვყავს აუდი და არა სხვა ოთხთვალა

თქვენის ნებართვით. გამოხმაურებებიდან. საინტერესო ჩანაწერებს ჩავაკოპირებ პირველ პოსტშიც. რათა უცხო თვალისთვის ადვილი გახდეს სიტუაციაში გარკვევა.
ყველამ იცის რო აუდი დახვეწილი, კომფორტული სწრაფი და საიმედო ბრენდია. ამის პროპაგანდისთვის არ არის თემა
თემა არის პრაქტიკული რჩევებისთვის. ჩვეულებრივი რიგირთი მყიდველისთვის რომელიც ხვალ ან ზეგ რუსთავში უნდა წავიდეს და აუდი იყიდოს
რას ექცევა მეტი ყურადღება მანქანის ყიდვისას
- მანქანის ფასი
- გარბენი და ასაკი
- ძრავის მოცულობა
- სიჩქარის კოლოფი (კარობკა) Automatic / Manual / TipTronic
- წამყვანი თვლები (Audi-ს შემთხვევაში Quattro და წინა)
- სათადარიგო სავალი ნაწილები (რამდენად იშვოება, რა ფასებშია, ფასი სხვა ბრენდის მსგავს დედალებთან მიმართებაში, მეორადი ნაწილები და ა.შ.)
- პრობლემატური ნაწილები. ყველაზე ხშირად რა პრობლემები აქვს ამათუ იმ მოდელს.
- ბენზინის წვა. ძრავების მიხედვით
ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია რაზეც ყველა ფიქრობს მანქანის ყიდვისას. ეტაპობრივათ ყველა მათგანს გავცეთ ამომწურავი პასუხი
რაც უკეთ ჩამოვყალიბდებით მით მეტი ადამიანი იყიდის აუდის. და ალბათ კლუბშიც გაწევრიანდება
P.S. თემას განსაკუთრებული სიმკაცრით გავუწევ ადმინისტრირებას.