
ავტომობილის მსოფლიო პრემიერა, სულ ახლახანს, 2010 წლის ჟენევის ავტო შოუზე გაიმართა. თუმცა,
აუდი A1 ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, როდესაც უკვე გამარჯვებული გახდა: ცნობილი ბრიტანული ჟურნალ "What Car?"-ის მკითხველების მიერ იგი დასახლედა
როგორც "The Most Exciting Car 2010". დიახ, ეს მოხდა მოდელის მსოფლიო პრემიერამდე, რაც, რა თქმა უნდა, მის მიმართ საზოგადოების დაინტერესების მაღალი დონოს მაჩვენებელია!
აღსანიშნავია ისიც, რომ ონლაინ გამოკითხვაში ინტერნეტ მომხმარებლებს A1-ის მხოლოდ ესკიზი ჰქონდათ, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ავტომობილი ფათი ფავორიტი გამხდარიყო.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ აუდი A1, ეს არის ახალი განზომილება კომპაქტური ავტომობილების კლასში. ამ პააატარა მოდელში ჩვენ აღმოვაჩენთ ყველა იმ უპირატესობების ანარეკლს, რა უპირატესობებიც
ამ მარკის ავტომობილებს ახასიათებთ: გამოკვეთილი ინდივიდუალურობა, ემოციონალური დიზაინი, უკომპრომისო ხარისხი და წამყვანი ტექნოლოგიები ეფექტურობის ამაღლების სფეროში.
წინასწარი ვარაუდით, აუდი A1-ის მყიდველთა უმეტესობა დიდ მეგაპოლისებში მცხოვრები ახალგაზრდობა (25-35) იქნება. ვარაუდი დაფუძნებულია შემდეგზე, რომ A1-ის კომპაქტური ზომები ავტომობილს
უზარმაზარ საცობებში დამატებით თავისუფლებას და უკეთეს მანევრირების საშუალებას აძლევს, ეს ყველაფერი კი მას ძალიან მოხერხებულს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ავტომობილის მახასიათებლები, შიდა ინტერიერი და ძრავის ტიპები:
აუდი A1 იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც "ფოლკსვაგენ პოლო" და "შკოდა ფაბია". მოდელი თავის მთავარ კონკურენტ "მინიზე" 30 სანტიმეტრით გრძელია. მისი სიგრძე 3.95 მეტრი,
სიგანე 1.74 მეტრი, სიმაღლე 1.42 მეტრი, ბაზა კი 2.47 მეტრია. საბარგულის მოცულობა 267 ლიტრს აღწევს, ხოლო თუ უკანა სავარძელს დავკეცავთ, ეს მაჩვენებელი 920 ლიტრამდე იზრდება.

ავტომობილის სალონი რა თქმა უნდა, გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხითა და სპორტული დიზაინით. სურვილის შემთხვევაში, მყიდველს შეუძლია თვითონ შეცვალოს ინტერიერის დიზაინი
სხვადასხვა შემუშავებული ოფციებოს საშუალებით და გააფორმოს იგი თავისი გემოვნებით. A1 აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მისი უნიკალური ინფორმაციულ-გასართობი სისტემა
შეიძლება ითქვას, რომ ამ სეგმენტში ახალ სტანდარტებს კარნახობს!

აუდი A1 ბენზინისა და დიზელის ორ-ორი ტიპის ძრავით აღიჭურვა. საბაზო ძრავს წარმოადგენს ბენზინის 1.2L TFSI ძრავი, რომლის სიმძლავრე 86 ცხენის ძალა, ხოლო მაბრუნი მომენტი 160 ნიუტონმეტრია.
5-ს საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან ერთად ავტომობილი 100კმ-ს 12.1 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 179 კმ/სთ-ია.

უფრო მძლავრია მეორე ტიპის ბენზინის ძრავი, მოცულობით 1.4L (TFSI) - მაქსუმალური სიმძლავრე 122ცძ, მაბრუნი მომენტი 200ნმ. ამ ძრავს უწყვილდება ან 6-საფეხურიანი მექანუკური კოლოფი,
100 კმ/სთ - 9.2წმ-ში) ან 7 საფეხურიანი S tronic (100კმ/სთ - 9.1წმ-ში)

რაც შეეხება დიზელის ძრავებს, ორივე მათგანი 1.6 ლიტრი მოცულობისაა, ფორსირების სხვადასხვა ხარისხით. ერთის სიმძლავრე 90ცძ. 230ნმ-ს, ხოლო მოერის 105ცძ. 250ნმ-ს უტოლდება.
ჯერჯერობით აუდი თავის ახალ "ჰეჩბეკზე" სრულამძრავიანი ტრანსმისიის გამოყენებას არ აპირებს, სამაგიეროდ 1 სტაბილიზაციის სისტემითაა აღჭურვილი. ამასთან, მყიდველს ოპციის სახით უამრავ
აქსესუარს და ავტომობილის ინდივიდუალიზაციის საშუალებებს შესთავაზებენ.

ავტომობილი ბაზარზე ამა წლის გაზაფხულს უნდა გამოჩნდეს და მისი საწყისი ფასი 16 000 ევრო იქნება. მისი რეალიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის ბაზარზე იგეგმება. აუდი იმედოვნებს,
რომ წლიურად 80 000 A1-ის გაყიდვას შეძლებს. ცნობისათვის, აუდი-მ შარშან 949 700 ავტომობილის გაყიდვა შეძლო...