Posted 14 March 2013 - 14:04
რულავოის პრობლემა მეც მქონდა, გასდიოდა ზეთი, ადრეც ვწერდი ამაზე რომელიღაც ოთახში. მოკლედ, დიღომში გავარემონტებინე, 2 დღე გამაწამა მარჩიელობით იმ ტიპმა, მერე 6 თუ შვიდ თვეში ისევ გაასხა რასაც ქვია, გარანტია კი მომცა 1 წელი, მარა იმისი ნერვი აღარ მქონდა და წავედი დაშლილებში, ნორმალურად იმუშავა იმანაც რამდენიმე თვე, მაგრამ ნელ-ნელა გაპარება დაიწყო იმანაც, სალნიკია კალონკაში პრობლემა, მუშავდება და აპარებს მერე. ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ვხედავ, ანუ დაშლილებში თუ ნახავს კაცი, რა არის და საიდანაა მოხსნილი კარგად უნდა შესწავლა და მერე ყიდა, გინდა ვაშლიჯვარში, გინდა დიღომში ვერ აკეთებენ როგორც საჭიროა, ეგენი ძირითადად მუშაობენ ბაზარზე გასაყვან მანქანებზე, დროებით რომ უშველონ რამე თორე საბოლოოდ ვერ გადაჭრიან პრობლემას, ასე ვფიქრობ და რავიცი, საკუთარი გამოცდილებიდან ასე გამოდის