



Audi–მ 2013 წლის უახლესი S3 Sportback წარმოგვიდგინა, რომელიც ოფიციალურად ჟენევის ავტო შოუზე წარდგება პუბლიკის წინაშე. სექტემბერში გამოშვებული 3 კარიანი ვერსიის შემდეგ, ინგოლშტადელი ავტო მწარმოებელი 5 კარიან სპოტბექს გვიჩვენებს, რომელსაც იგივე 2 ლიტრიანი TFSI ტურბირებული ძრავი გააჩნია. მისი სიმძლავრე 300 ცხენისძალას უტოლდება, მგრეხავი ძალა კი 380 ნიუტონმეტრს. აღნიშნული ძალური დანადგარი, ოფციონალურ 6 საფეხურიან S Tronic გადაცემათა კოლოფზეა გადაბმული. ძრავის და სპორტული კოლოფის ურთიერთ–მუშაობის შედეგად, S3 Sportback–ი 0–100 კმ/სთ–მდე 5 წამში ჩქარდება, სტანდარტული 6 საფეხურიანი მექანიკური კოლოფით კი იგივე მოქმედებას 5,5 წამი სჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, გადაცემათა კოლოფის მიუხედავად, ის ელ.ლიმიტირებულ 250 კმ/სთ–ს შეადგენს. მართალია ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე გადაცემათა კოლოფი გავლენას არ ახდენს, თუმცა მოქმედებს ავტომობილის საწვავის ხარჯზე . ავტომატური S Tronic–ით S3 Sportback–ი 6,9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს 100 კმ–ზე, ხოლო მექანიკური კოლოფით ეს მაჩვენებელი 7 ლიტრამდე იზრდება. ამასთანავე გეტყვით, რომ 2013 წლის Audi S3 Sportback–ი 1,445 კილოგრამს იწონის, რაც 70 კილოგრამით ნაკლებია ვიდრე წინა თაობა. ასევე მას აქვს სპორტული დაკიდების სისტემა, სპორტული მუხრუჭები და 18 დიუმიანი სპორტული დისკები.




წყარო: