Audi Club Georgia: Lessa Drag Racing - 2013 - Audi Club Georgia

Jump to content

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

Share Lessa Drag Racing - 2013 12 მაისი, 12 საათი. ავტოდრომზე! Rate Topic: -----

#1 User is offline   Red Bull profile Icon

  • OOOOშნიკი
  • PipPipPip
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • Group: Members
  • Posts: 14,230
  • Joined: 24-March 10
  • ქალაქი:ქუთაისი
  • Audi:A4
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:3.0
  • ცხენის ძალა:მე მყოფნის
  • გამ. წელი:2002
  • ნომერი:KPK

Posted 30 April 2013 - 17:00

Posted Image

/// კვირას! 12 მაისს! 12 საათზე! რუსთავის ავტოდრომზე!
BMW Club Georgia აწყობს 3 ეტაპიანი დრაგის პირველ ღონისძიებას!

საქართველოს და ჩვენი მეზობლების უსწრაფესი ავტომობილები ერთ ადგილას!
დრაგის გვერდი საქართველოში: Georgian Drag Racing Series
ღონისძიების FB ბმული: EVENT LINK
ბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)

პირველად საქართველოში კლასები იყოფა ცხენის ძალებით (საბურავზე) შემდეგნაირად:
A) 0-150 WHP (RWD+FWD)
B) 151-230 WHP (RWD+FWD)
C) 231-300 WHP (RWD+FWD)
D) RWD+FWD Absolut
E) AWD Absolut

RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4
რეგისტრაციის ღირებულება: (შაბათს) 70 ლარი, დაგვიანებულის (კვირასვე) 100 ლარი.
რეგისტრაცია მოხდება შაბათს 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში – რუსთავის ავტოდრომზე, სადაც
2–2 გარბენს გაივლის ყველა დინო–ტესტზე...


აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა.
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
დანარჩენ დეტალურ ტექნიკურ რეგლამენტს 1 კვირაში დავდებთ...

თითო მონაწილიდან 20 ლარი ავტომატურად გადადის საპრიზო ფონდში, რომლის
გამარჯვებულიც გამოვლინდება 3ვე დრაგის ჯამით!
ასევე დაემატება პრიზები ჩვენი სპონსორებისგან საქონლის სახით და
Samsung Galaxy S4–ებს მოიგებენ C, D და E კლასის ჩემპიონები (თითოს ფასი 1500 GEL)




0

#2 User is offline   ტატო profile Icon

  • Advanced Member
  • PipPipPip
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • Group: Members
  • Posts: 879
  • Joined: 19-December 12
  • ქალაქი:თბილისე
  • Audi:S4
  • Car:Audi
  • კოლოფი:Manual
  • ნომერი:TAT550

Icon ტატო Blue Power Icon ტატო Blue Power Posted 30 April 2013 - 18:31

რაკამ ისეთს ვსტარტავ გავარტყი გტრს :laughing:

(zedmetebisgareshebijo) :laughing:

This post has been edited by ტატო: 30 April 2013 - 18:31

я не вкурсе ребята
0

#3 User is offline   მარი profile Icon

  • Advanced Member
  • Icon
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • Group: Audi Clubber
  • Posts: 2,779
  • Joined: 08-February 13
  • ქალაქი:Rustavi
  • Audi:A4 B6
  • კოლოფი:Manual
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:1.8 T
  • გამ. წელი:2001

Posted 30 April 2013 - 20:44

Quote

აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა.


:huh:

Quote

შუშების მაგივრად დასკოჩვა,

:blink:

Quote

3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.

:shok: :shok:

ეს მესამე პუნქტი რას ნიშნავს კონკრეტულად? :mellow:

This post has been edited by მარი: 30 April 2013 - 21:05

Posted Image




კაით ხოო :((( ჩემით გავალ კუხნაში..... :D :D :D :P
0

#4 User is offline   Red Bull profile Icon

  • OOOOშნიკი
  • PipPipPip
  • Insert nick to fast reply form
  • Quote selected text to fast reply form
  • Group: Members
  • Posts: 14,230
  • Joined: 24-March 10
  • ქალაქი:ქუთაისი
  • Audi:A4
  • კოლოფი:TipTronic
  • წამყვანი:Quattro
  • ძრავი:3.0
  • ცხენის ძალა:მე მყოფნის
  • გამ. წელი:2002
  • ნომერი:KPK

Posted 03 May 2013 - 01:15

კლასები იყოფა შემდეგნაირად:
A) 0 - 2500cc (RWD+FWD)
B) 2501cc - 3500cc (RWD+FWD)
C) 3501cc - 4400cc (RWD+FWD)
D) RWD+FWD Absolut
E) AWD Absolut

კოეფიციენტები:
VTEC, VVTi, MIVEC, ///M, Compressor - 1.3 / Turbo - 1.8
RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4

რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები:
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
დუელები იქნება ქრონომეტრაჟის (დროის ათვლის) სისტემით.
დრაგი გადაღებული და დამონტაჟებული იქნება კლასებად, ანუ ყველა დადგომა გამოჩნდება!
შაბათს რესპუბლიკურის პარკინგზე - 70 ლარი,
კვირას ადგილზე 11:00-მდე (დაგვიანებული) 100 ლარი.
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა.

სიტუაცია და ცვლილებების მიზეზები:
დინო-ტესტის მომავალის არცოდნის და მაქინაციების კონტროლის დაბალი შესაძლებლობის გამო WHP გამოირიცხა!
წინა კლასების მოძველების და მონაწილეების გაზრდის მიზნით შევცვალეთ კლასიფიკაცია!
მოკლედ ვიტყვი და ყველასთვის გასაგებ ენაზე:
ჩვენ ვრისკავთ 15 ათასს ლარს, ჩვენ ვიდგავთ წელზე ფეხს (სხვის მაგივრად) და ჩვენ ვაკეთებთ ისევ მაქსიმუმს (სხვის მაგივრად),
რომ ეს სახეობა არ ჩაძაღლდეს და ახალი ნათების დონეზე არ დარჩეს!
კარგად ვიცით თუ რას ნიშნავს იდეალური დრაგი 3 კლასით! მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ესაა ჩვენთვის ოპტიმალური!
უკეთესი შეუძლია ვინმეს? ან უფრო მეტი უფიქრია? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, რომ ჩაგეტარებინოთ!


აქვე მონაწილეებისთვის დავწერთ სეზონის გამარჯვებულთათვის პრიზებს, რაც გვაქვს და რაც დაემატა!
▪ ყველა მონაწილედან 20 ლარი გადადის კლასის საპრიზო ფონდში.
▪ აბსოლუტ კლასის გამარჯვებულებს - მედალი, დიპლომი, (1500 ლარის ღირებულების) Samsung Galaxy S4-ები. (ან სურვილისამებრ 1000 - 1000 ლარი).
▪ 1ლ ადგილზე გასულებს - (B და C კლასებში) მედალი, დიპლომი, 500-500 ლარი + საპრიზო ფონდის 30%.
▪ მე2 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, სპორტული ზეთის 1 წლიანი უფასო შეცვლის ვაუჩერი (მაქს 4-ჯერ) + საპრიზო ფონდის 20%.
▪ მე3 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, 250 ლარიანი ვაუჩერები (Premium Auto Parts-ში) + საპრიზო ფონდი.
▪ A კლასის პრიზიორები მიიღებენ დიპლომებს, მედლებს და საპრიზო ფონდს პროპორციით 50% /30% /20%
▪ ნებისმიერი BMW E36, რომელიც გავა საპრიზო ადგილზე კომპ-ტუნინგის ფირმა MMT-სგან მიიღებს უფასო მომსახურებას.
▪▪▪ პრიზები ნელნელა ემატება და საბოლოო ჯამში ძალიან შთამბეჭდავი და თქვენთვის დიდი სტიმული იქნება!


აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
დანარჩენ დეტალურ ტექნიკურ რეგლამენტს ადგილზე რეგისტრაციისას მიიღებთ...

სპონსორობით ან პრიზების დაწესებით დაინტერესებული ფირმებისთვის:
ღონისძიების სარეკლამო სივრცე:
▪ GDS-ზე 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
▪ ექსკლუზიურად GDS და სხვა ტელევიზიები გააშუქებენ ამ ღონისძიებას.
▪ ინტერნეტ სივრცეში Facebook-ზე 500 000 ადამიანის კედელზე დაიდება ღონისძიების ინფო თუ მედია მასალა.
▪ მთელს თბილისში BCG-ს კოლონით და ლამაზი გოგონებით დარიგდება 20 000-მდე ფლაერი ღონისძიების ინფოთი.
▪ დრაგის დროს შესაძლებლობა გექნებათ შეფუთოთ ღონისძიება თქვენი სტილისტიკით ან მოაწყოთ სარეკლამო აქციები.
▪ MyVideo.ge-ს მთავარ გვერდზე პრომოში (დიდად) დაიდება ჩვენი ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
▪ ყველა კინოთეატრში, ყველა სეანსის წინ 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს ჩვენი ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
0

Page 1 of 1
  • You cannot start a new topic
  • You cannot reply to this topic

1 User(s) are reading this topic
0 members, 1 guests, 0 anonymous users


Free Page Rank Tool
"));