
კლუბის შეხვედრებიდან გამოჩნდა რომ, საკმაოდ ბევრ ადამიანს ებადება კითხვები ტავიანთ ავტომობილების გამართული მუაობასთან დაკავშირებით. ხშირად მეც დამბადებია, და გამორკვევების შემდეგ მივსულვარ ძრავის ლოგების ანალიზამდე. წინასწარ ვიტყი - სპეციალისტი არ ვარ. ზოგი მომენტი ვიცი, ზოგი არა. რაც არ ვიცი, ვკითხულობ რუსულ და ამერიკულ ფორუმებზე.
ეს თემა შევქმენი იმისათვის, რომ დავდოთ და ერთად გავაანალიზოთ ჩვენი ლოგები.
ასე თუ ისე გამოცდილების გაზიარება გამოგვივა, ზოგ პრობლემასაც აღმოვაჩენთ. მოკლედ მგონი სასარგებლო იქნება.
პირველ რიგში მინდა დავწერო თუ რა არის ლოგირება, რა შეუძლია, და (რაც მტავარია) როგორ კეთდება?!
1. რა არის ლოგ-ფაილი?
ლოგ ფაილი არის ტექსთური (CVS) ფაილი, რომელშიც არის ჩაწერილი ამა თუ იმ ჯგუფის მონაცემები (მაგალითად: ტემპერატურა, ბრუნების რაოდენობა, წნევა, ძაბვა და ა.შ.).
2. რისთვის არის საჭირო ლოგირება?
ლოგირებით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა რეგიმებში და რა პარამეტრებით მუშაობს ჩბენი ძრავები. მაგალითად, შეგვიძლია ვნახოთ რა წნევას აწვდის ტურბინა, და რა წნევას ითხოვს ECU. ან, რა ჩვენება მოდის ლამდა ზონდიდან, ან რა ჩვენება მოდის წყლის ტემპერატურის დაჩიკიდან.
ყველაზე კარგი ის არის, რომ ლოგი შეგიძლიათ მოხსნათ ქუთაისში ან ბათუმში, და გადაუგზავნოთ სპეციალისთს თბილისში ან ჩიკაგოში. ან კიდე ამ ფორუმზე დადოთ

3. როგორ კეთდება ლოგირება?
პირველ რიგში გვჭირდება პროგრამა VAG-COM და რამე k-line კაბელი, რომლითაც დავუკავშირდებით ავტომობილის დიაგნოსტიკურ სისტემას. აქედან მე ჩავთვლი როm VAG-COM ის გამოყენება იცით. თუ არ იცით, დააჭირეთ >აქ[მალე იქნება]<
მდგომ:
- ვუკავშირდებით ძრავს "Engine"

- შევდივართ "Meas Blocks - 08"
- შეგვყავს სამ არხამდე (Group), რომლებზეც გვინდა ლოგების მოხსნა. აქვე ავღნიშნავ, ყველა ძრავისთვის არხევს თავისი დანიშნულება აქვს. მაგრამ ზოგი არის ერთნაირი. მაგ: 001 არხძე მოდის:
1 ველი: ბრუნები წამში
2 ველი: ანტიფრიზის ტემპერატურა
3 ველი: ლამდას მაკორექტირებელი მნიშვნელობა
4 ველი: საწვავის მაკორექტირებელი მნიშვნელობა

- ვაჭერთ ღილაკს "Log"
შეგვყავს ფაილის სახელი, და ვაჭერთ ღილაკს "Start".

- ახლა ლოგირება დაწყებულია, მაგრამ, ჩვენ გვინდა ყველა რეჯიმის შემოწმება. ამისათვის, გვჭირდება ასეთი რამ.
ვეძებთ ცარიელ გზას, სადაც შეგვიძლება მე2 სიჩქარით ავწიოთ ბრუნები 1000-დან ბოლომდე (ანუ 7000-მდე), გაზის პედლუს აშვების გარეშე.
აუცილებელია გაზის ბოლომდე დაჭერა, და არაშვება. უმჯობესია თუ მე3 სიჩქარეზე იზამთ ამას, უფრო მეტი ანათვალი აიღება. თუმცა საშიშია მე3-ში რომ დაატრიალოთ 7000-მდე. ძალიან აჩქარდებით, არაფერს დაეჯახოთ

ანუ, ჩავაჭირეთ. ახლა მნიშვნელოვანი მომენტი: უნდა დავაჭიროთ ღილაკს "Done/Close" რომ ფაილი შეინახოს. თუ დააჭერთ "Stop" დაკარგავთ ფაილს.
სულ ეგ არის. ახლა თქვენ გაქვთ ფაილი, რომელშიც არის ჯგუფების ანათვლების ჩანაწერები. დებთ აქ, და ვისაც შეუძლია აანალიზებს

ჩემი ლოგის მაგალითი (001, 002 და 115 ჯგუფები, ვხსნით Microsoft Excel-ში):
LOG-01-001-002-115.csv
ამ ლოგინა მივიღე წნევის შემდეგი გრაფიკი (ოდნავ მახინჯია, მე3-თი ჯობდა ამის მოხსნა):
აქ ჩანს, რომ 1800 ბრუნზე გავდივარ მაქსიმალურ წნევაზე. და 3500-ზე დაბლა ჩადის, რაც ნიშნავს, რომ მაღალ ბრუნებზე კარგავს წნევას. ამას იწვევს კატალიზატორის გაჭედილობა (სხვებმა მითხრეს). ეგ ყველაფერი ჩიპამდე იყო

ლურჯი: რასაც რეალურად უბერავდა ტურბინა
წითელი: რასაც ECU ითხოვდა

ზოგი ჯგუფების აღწერები (რუსულად). მალე ქართულად დავდებ:
Группы VAG-COM.zip
Параметры по группам.zip
error_code_vag.pdf
Группы Измерений.pdf
მალე იქნება ინსტრუქცია თუ როგორ სად და რამდენად აიღოთ:
1. VAG-COM პროგრამა
2. VAG-COM კაბელი
ასევე მოვიძიებ და დავდებ შემდეგ ინფორმაციას:
რა ძრავს, რა პრობლემის გაანალიზებისთვის რა ჯგუფების ლოგირება არის საჭირო, და რა ჩვენებები უნდა იყოს. ასევე, როგორ გავიგოთ რა ჩვენების გადახრა რა პრობლემას გულისხმობს.
იმედი მაქვს გამოგადგებათ ეგ ინფორმაცია

This post has been edited by imap: 11 April 2010 - 23:25