
/// კვირას! 21 ივლისს! 1 საათზე! რუსთავის ავტოდრომზე!
BMW Club Georgia აწყობს 3 ეტაპიანი დრაგის მეორე ღონისძიებას!
საქართველოს და ჩვენი მეზობლების უსწრაფესი ავტომობილები ერთ ადგილას!
დრაგის გვერდი საქართველოში: Georgian Drag Racing Series
ღონისძიების FB ბმული: EVENT LINK
ბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პრო-ფოტოგრაფების და ტელევიზიის აკრედიტაცია ადგილზე: 598 33 88 77 ნიკა.
დუელები იქნება ქრონომეტრაჟის (დროის ათვლის) სისტემით.
საქართველოში დროები გვექნება ტაბლოზე!
დროებთან ერთად მონიტორზე იქნება LIVE კამერა სტარტიდან!
ისევ პირველად საქართველოს დრაგის ისტორიაში დროებს დაემატება რეაქციის დრო, რაც დრაგის აზრის მთავარი პრინციპია და რითიც გამოვლინდება გამარჯვებული!
დრაგი გადაღებული და დამონტაჟებული იქნება კლასებად, ანუ ყველა დადგომის ვიდეო დაიდება!

კლასები იყოფა შემდეგნაირად: (როგორც პირველ ეტაპზე)
A) 0 - 2500cc (RWD+FWD)
B) 2501cc - 3500cc (RWD+FWD)
C) 3501cc - 4400cc (RWD+FWD)
D) RWD+FWD Absolut
E) AWD Absolut
კოეფიციენტები:
VTEC, ///M (გარდა ამერიკული E36-ისა), Compressor, Rotary - 1.3 / Turbo - 1.8
RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4
აქვე მონაწილეებისთვის დავწერთ სეზონის გამარჯვებულთათვის პრიზებს, რაც გვაქვს და რაც დაემატა!
▪ ავტონაწილების ფირმა PremiX–მა დააწესა უდიდესი პრიზები: 5–ვე კლასის მე2 ადგილზე გასულ მრბოლელებს - 1 წლიანი ვაუჩერი საუკეთესო ზეთზე! (ENEOS Sustina 0w50), ხოლო მე3 ადგილზე გასულ 5ვე მრბოლელს – 250 ლარიანი ვაუჩერები PremiX–ის პროდუქციაზე!
▪ ასევე ჩვენი სპონსორია კომპანია GT Performance, რომელიც ერთერთ მონაწილეს საჩუქრად გადასცემს ჩიპ–ტუნინგის 400$–იან ვაუჩერს! ასევე ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.gtp.ge
▪ C და D კლასების გამარჯვებულთათვის - უფასო დინო-ტესტი! გურიჩასგან და ფირმა EME-სგან!
▪ აბსოლუტ კლასის გამარჯვებულებს - მედალი, დიპლომი, (1500 ლარის ღირებულების) Samsung Galaxy S4-ები. (ან სურვილისამებრ 1000 - 1000 ლარი).
▪ 1ლ ადგილზე გასულებს - (B და C კლასებში) მედალი, დიპლომი, 500-500 ლარი + საპრიზო ფონდის 50%.
▪ მე2 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, ENEOS SUSTINA 0w50 - სპორტული ზეთის 1 წლიანი უფასო შეცვლის ვაუჩერი (მაქს 4-ჯერ) + საპრიზო ფონდის 30%.
▪ მე3 ადგილზე გასულებს - (B, C, D და E კლასებში) მედალი, დიპლომი, 250 ლარიანი ვაუჩერები (PremiX-ში) + საპრიზო ფონდის 20%.
▪ A კლასის პრიზიორები მიიღებენ დიპლომებს, მედლებს და საპრიზო ფონდს პროპორციით 50% /30% /20%
▪▪▪ პრიზები ნელნელა ემატება და საბოლოო ჯამში ძალიან შთამბეჭდავი და თქვენთვის დიდი სტიმული იქნება!
განლაგება ავტოდრომზე:

სპონსორობით ან პრიზების დაწესებით დაინტერესებული ფირმებისთვის:
ღონისძიების სარეკლამო სივრცე:
▪ GDS-ზე 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
▪ ექსკლუზიურად GDS და სხვა ტელევიზიები გააშუქებენ ამ ღონისძიებას.
▪ ინტერნეტ სივრცეში Facebook-ზე 500 000 ადამიანის კედელზე დაიდება ღონისძიების ინფო თუ მედია მასალა.
▪ მთელს თბილისში BCG-ს კოლონით და ლამაზი გოგონებით დარიგდება 20 000-მდე ფლაერი ღონისძიების ინფოთი.
▪ დრაგის დროს შესაძლებლობა გექნებათ შეფუთოთ ღონისძიება თქვენი სტილისტიკით ან მოაწყოთ სარეკლამო აქციები.
▪ MyVideo.ge-ს მთავარ გვერდზე პრომოში (დიდად) დაიდება ჩვენი ღონისძიების ვიდეო-რგოლი.
მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!
რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები:
რეგისტრაცია შაბათს: 19:00-20:00 რესპუბლიკურის პარკინგზე - 70 ლარი,
VIP რეგისტრაცია კვირას (ადგილზე) – 100 ლარი.
VIP რეგისტრაციის ვადები: A კლასი 12 სთ–მდე / B კლასი 12 სთ–მდე / C კლასი 2 საათამდე / D კლასი 3 საათამდე / E კლასი 4 საათამდე.
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა. სპეციალურადაა გაზრდილი თანხა და გაიოლებული რეგისტრაცია, რომ შაბათს დავაწყოთ სია და მოვამზადოთ ტაბლოსთვის.
აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
3) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
დანარჩენ დეტალურ ტექნიკურ რეგლამენტს ადგილზე რეგისტრაციისას მიიღებთ...
შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება:
სქემა #1

რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს (მაგ.: C15, რაც ნიშნავს C კლასში მე15 ნომერს), რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
ყველა კლასის ავტომობილი რეგისტრაციის გავლისთანავე აკრობს სასტარტო ნომერს მარცხენა (მძროლის მხარეს)
და გადადის დახურულ პარკში, სადაც ელოდება ტექნიკურ შემოწმებას...