
თავად ავტომობილი მართლაც ძალიან პატარაა, თუმცა რიცხვი 500,000 ნამდვილად არის ცოტა, მით უმეტეს როცა ეს გაყიდვებს ეხება. მოკლედ რომ ვთქვათ ინგოლშტადური ბრენდი Audi ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ 1998 წლიდან დღემდე, ნახევარი მილიონი TT გამოუშვეს. ამ იუბილესთან დაკავშირებით Audi, TT-ს სპეც ვერსიას, სახელწოდებით "TTS Competition-ს" გამოუშვებს. თუ სახელის მიხედვით ვიმსჯელებთ, სპეც ვერსია სტანდარტულზე მეტად უნდა იყოს ტრეკზე ფიკუსირებული, თუმცა სხვაობა მხოლოდ საღებავში და ინტერიერის მასალებშია. TTS Competition–ის ექსტერიერს ფიქსირებული სპოილერი და 19 დიუმიანი სპორტული დისკები აქვს დამატებული. გარდა ამისა მყიდველს საშუალება ექნება არჩევანი ნაცრისფერ ან ყვითელ ფერს შორის გააკეთოს. რაც შეეხება ინტერიერს, Competition–ის სალონი კიდევ უფრო გემოვნებიანათ არის შესრულებული, მაღალი ხარისხის ტყავით და ალუმინის დეტალებით. როგორც აუდიში აცხადებენ, სპეც TTS–ის პროდუქცია 500 ეგზემპლარამდე იქნება შეზღუდული, რაც თავის–მხრივ ავტომობილს ექსკლუზიურობას შემატებს. TT–ს მოყვარულებს შეგახსენებთ, რომ მალე ამ მოდელის ახალი მესამე თაობა გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეც ვარიანტი "TTS Competition" უკანასკნელი ექსკლუზივია ამ კონკრეტული მოდელისთვის.





