ძლივს, პირველად საქართველოში გამოჩნდა
Audi A4 B6 2.7T ძრავით. როგორც იქნა ჩემი და სანის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

. საინტერესო პროექტია ნამდვილად, თუმცა ძალიან ბევრ ძალისხმევასაც საჭიროებს, მაგრამ ღირს (ჩემი აზრით). მე ასე ვიტყოდი: ეს შესაძლებელია ცოტა რისკის, დროის და ფინანსების ფასად

. ვისაც აინტერესებს - SWAP-ის პროცესში მნიშვნელოვანია ორი ძირითადი მომენტი. 1. მექანიკური ნაწილი და 2. ელექტრული ნაწილი. (ჩემთვის პირადად მექანიკური ნაწილი ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ელექტრული.) არის უამრავი დეტალი, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია (გადაკეთება, შეერთება, მორგება და ა.შ.), თუმცა ამ პროექტის შესახებ დეტალური საუბრისა და ილუსტრირებისაგან ამჟამად შეგნებულად თავს ვიკავებ (ამ ფორმატში, ჯერჯერობით) რასაც გააჩნია თავისი მიზეზი, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, იმ დახმარების გარეშე, რაც ბიჭებმა (უამრავმა ადამიანმა) გამიწიეს პირადად მე, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ.
პროექტის იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელია ბატონი სანი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატივცემულ სეფარას, იმ ყველაფრისთვის რაც მან და ფოლცვაგენის კლუბა გააკეთა ჩემთვის და ამ პროექტისთვის (ეს პროექტი მის გარეშე ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის).
დიდი მადლობა ფოლცვაგენის კლუბისა და ბოქსების ბიჭებს (განსაკუთრებით გაგრას და ორივე გიორგის)
დიდი მადლობა ჩემს მეგობარ ივას, რომელიც ჩემთან ერთან იყო ბოლომდე.
დიდი მადლობა თორნიკეს, ძალიან დამეხმარა და ყველანაირად გვერდძე მედგა.
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარებასთან ერთად მამხნევებდა, მგულშემატკივრობდა და ინტერესდებოდა. ასეთები საკმაოდ ბევრია. (ჯეპეტე, ჯაბა, წერტილა, მირონა, შოთი, მიშა, ბატონი ირაკლი, კობრიკა, ალექსა, ალექსა (ჯანიაშვილი), კოქსი და კიდევ ბევრნი). ბოდიშს გიხდით თუ ვინმე გამომრჩა ამ მომენტში.
აუდის კლუბზე აღარ მაქვს საუბარი, ისედაც გასაგებია ალბათ ყველაფერი.
ასევე უდიდესი მადლობა ზაზას ყველაფრისთვის და მის მიერ გაწეული სამსახურისთვის.
ერთი სიტყვით, ცოტა გავცდი ფორმატს, მაგრამ ეს მინდოდა მეთქვა. დანარჩენი შეფასებები, აზრები და ა.შ. პირადად, როცა ავღნიშნავთ, მაშინ.
