
Green Car Journal–მა წარმოადგინა 2014 წლის ყველაზე მწვანე ავტომობილის ხუთი ფინალისტი. ჩამონათვალი ნამდვილად არ არის ისეთი როგორსაც მოელით, რადგან მასში არ არის შესული არც ერთი ელექტრო ავტომობილი, მაგალითად ისეთები, როგორიცაა Tesla Model S, BMW I3 და ასე შემდეგ. ელექტრო ავტომობილების მაგივრად, სიაში შესულია დიზელის Audi A6 TDI, BMW 328d, ერთადერთი ჰიბრიდი Honda Accord, Mazda 3 და Toyota Corolla Eco. საინტერესოა რამდენად ეთანხმებით ჩამონათვალში შესულ კანდიდატთა სიმწვანეს და რომელ მათგანს მიიჩნევთ 2014 წლის ყველაზე მწვანე ავტომობილად. რაც შეეხება გამარჯვებულს, მისი ვინაობა ჩვენთვის Las Angeles Auto Show–ს შემდეგ გახდება ცნობილი.



