
Audi-მ DTM–ში Mike Rockenfeller–ის ტრიუმფის აღსანიშნავად, A5–ის სპეც ვერსია, "DTM Champion Special Edition" წარმოადგინა. მოგეხსენებათ DTM–ის წლევანდელ სეზონში, პირველი ადგილი ინგოლშტადურმა კონცერნმა დაიკავა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. ამის აღსანიშნავად გამოსული მოდელი, მხოლოდ 300 ეგზემპლარად გამოვა ან მიიღებს ამ პაკეტს, რომელიც 1,900 ევრო ეღირება. პაკეტის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი DTM–ის ლოგოები იქნება, რომლებიც ფეხის დასადგმელზე და კანტებზე იქნება მოთავსებული. გარდა ამისა მოდელს ექნება ფიქსირებული უკანა ფრთა, გვერდითი სარკეების ალუმინის ბუდე და 20 დიუმიანი სპორტული დისკები. ახალი სპეც ვერსია რომელიც მომავალი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი, შეიღებება მხოლოდ თეთრ, ნაცრისფერ და წითელ ფერებში. რაც შეეხება ძრავების ვარიანტებს, სპეც ვერსიის კაპოტს, 2 ლიტრიანი TDI ტურბო დიზელის 177 ცხენისძალიანი ძრავა, 3 ლიტრიანი TDI ტურბო დიზელის 245 ცხენისძალიანი ძრავა, 2 ლიტრიანი TFSI ბენზინის ტურბირებული 225 ცხენისძალიანი ძრავა და ყველაზე მძლავრი 3 ლიტრიანი TFSI ტურბირებული 272 ცხენისძალიანი ძრავა დაამშვენებს.
