
16 თებერვალს, საბილიარდო კლუბ "ბულდოგში" (სტრიპტიზ–კლუბ "დივას" გვერდით) გაიმართება ბილიარდის ჩემპიონატი ავტო–მოტო კლუბებს შორის!
იქნება კარგი პრიზები, რომლითაც დაჯილდოვდება I, II და III ადგილები.
ასევე იქნება დაბალი სასტარტო შენატანი: გუნდზე – 60 ლარი. გუნდი შედგება 4 მონაწილესგან.
გამოსვლა შეუძლია ნებისმიერ ცნობად ავტო–მოტო კლუბს!
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოყვარულებს!
არამოყვარულის ჩუმად დარეგისტრირებისას დაიბლოკება მთლიანად კლუბი (სამომავლოდაც) და სასტარტოც არ დაუბრუნდებათ! (გადავამოწმებთ)
1 კლუბიდან შესაძლებელია განაცხადოთ, რომ გსურთ 2 გუნდით გამოსვლა და თუ იქნება საშუალება 2–ვეს დავარეგისტრირებთ – თუ არა და 1–ს!
დასაწყისი 12 საათზე! 11–იდან იწყება 1 საათიანი ვარჯიში, წესების ახსნა და რეგისტრაცია!
ოფიციალურად ვეპატიჟებით შემდეგ კლუბებს / გუნდებს:
(ვინც გამოგვრჩა და გსურთ მონაწილეობა – მოგვმართეთ!)
BMW Club Georgia
BMW Club Georgia - რუსთავი
BMW Club Georgia - ქუთაისი
BMW Club Georgia - ფოთი
BMW E36 Club Georgia
BMW E30 Club Georgia
VW Club Georgia
Audi Club Georgia
Subaru Club Georgia
Mercedes Club Georgia
Mercedes Club Georgia
MyMoto.ge
Off-Roaders Club Georgia
Mitsubishi Club Georgia
JDM Club Georgia
Slide Empire
Drift Factor
Georgian Automobiles Club (GAC)
Tramp Drifters
Outlaw Racing
ეს კლუბებიც გაგვიგია და არვიცი ამჟამად არსებობთ თუ არა:
Honda Club Georgia
Honda Fit Team Georgia
Mustang Club Georgia
თამაშის წესები:
1) 8–იანის დარტყმისას თეთრის ჩავარდნა - წაგება (თუ შავიც ჩავარდა).
2) დაშლისას შავის ჩაგდება - ცენტრში იდება შავი და იგივე მონაწილე აგრძელებს.
3) ბურთის (არათეთრი) გადავარდნისას მაგიდიდან - ჩაგდებულად ითვლება და სვლა გადადის.
4) ყველა ბურთი არის შეკვეთით.
5) ნებისმიერი კიდურით ან აქსესუარით – ნებისმიერი ბურთის შეხებისას ინიშნება FOUL.
6) როდესაც თეთრი და დასარტყმელი ბურთი არის ცარცზე პატარა მანძილით - ირტყმება მინიმუმ 45 გრადუსიანი კუთხით ან ისე რომ თეთრი არ გაყვეს.
7) დაშლისას თეთრის ჩავარდნისას - თეთრი ირტყმება ნებისმიერი ადგილიდან.
8) სანამ აირჩევა (ზოლიანი / მთელი) მანამდე შეიძლება ზოლიანით მთელის ჩაგდება და პირიქით (8–იანითაც კი).
9) თუ თეთრი მოხვდება ბურთს და მერე რომელიმე ბურთი არ შეეხება ბორტს - ითვლება FOUL-ად
10) თუ თეთრი ბურთი დარტყმისას (სანამ მეორეს მოხვდება) ახტება - ითვლება FOUL-ად
11) დარტყმის დროს ოპონენტისგან ან გულშემატკივრისგან აკრძალულია ანეგდოტების მოყოლა თუ სხვა არასპორტული საქციელი.
12) შარების დამშლელი ირჩევა პირადი შეთანხმებით ან ბურთების ბორტთან გაგორებით, ხოლო მომდევნო პარტიას შლის წინა ხელის გამარჯვებული
ააააბა ბიჭებო მოიფიქრეთ და გამაგებინეთ


ნუუ უმეტესი წასულები ვიქნებით მაგრამ, მაინც.