ლიონელ მესიმ "Audi A7 Sportback" შეარჩია, რომლის ფასიც 70 ათასი ევროა. "Audi Q5" ამჯობინეს ნეიმარმა და ლუის სუარესმა.
ფეხბურთელებს თავად შეეძლოთ მოდელის არჩევა შეთავაზებული სიიდან. მოთამაშეებს შორის ყველაზე პოპულარული 2 მოდელი გახდა: Audi A7 Sportback და Audi Q7.
"Audi Q7" მოიხდინა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. იგივე მოდელი შეარჩიეს ჩავიმ, ანდრეს ინიესტამ და ჟერარდ პიკემაც.