
სალამი ფორუმელებს.
მოკლედ გადაწყდა ბაკურიანში წასვლა. სასტუმროს ფასებს და ყველანაირ მონაცემებს დავწერ.. მაგრამ დეტალური ინფორმაციის დაწერამდე, მჭირდება სავარაუდო რაოდენობა წამომსვლელების.
წასვლის დრო: პარასკევი, 13 თებერვალი.
უკან დაბრეუნების დრო: კვირა, 15 თებერვალი.
თუ თოვლი არ იყო, ან შეიქმნა რამე პრობლემა, წასვლა გადაიწევს ერთი კვირით.
რა თქმა უნდა, რამდენი ავტომობილიც იქნება, იმდენ ავტომობილში გადავნაწილდებით და ხარჯიც განაწილდება.
რაც შეეხება საჭმელს და დანარჩენ დეტალებს სასტუმროსთან დაკავშირებით დავწერთ ცოტახანში.
ან ისევ ჩვენ წავიღებთ საჭმელს და გავამზადებინებთ ან სასტუმროს კვებას გამოვიყენებთ. ყველანაირ დეტალებს და ფასებს დავწერთ.
დაწერეთ ვინ მოდის და ვინმეს თუ მოყავს მეორე ადამიანი.
სასტუმროს ოთახები გადანაწილდება წამომსვლელების რაოდენობიდან გამომდინარე
პ.ს. მინდა შეგახსენოთ კლუბის დავალიანება.
პატივი ვცეთ ერთმანეთს და ნუ ხდება ისე რო ნაწილი იხდის დ ანაწილი არა..
მომდევნო თვიდან დავალიანების მქონდე ყველა წევრზე უქმდება ფასდაკლება და წყენის გარეშე ფასდაკლებაზე უარის მიღების შემდეგ არ ჩამოუშვათ ცხვირები. პატივი ვცეთ ერთმანეთს!
დავალიანების სანახავად გადადით ბმულზე: დავალიანებების ლინკი
ვინ მოდის:
1. Mრ იკა +1