Posted 04 October 2016 - 12:47
გამარჯობა ხალხო,
Audi A4 Quattro მყავს, 1999-იანი. წინა კვირას მაგარი წვიმა რომ იყო წყალი შემოვიდა სალონში და რომ ჩავაქვრე ვეღარ დავქოქე, აკუმულატორის პრობლემა იყო, მეორე დღეს ჩემით ვიჩალიჩე და აკუმულატორი გავაკეთე, მაგრამ ელექტრობამ აურია და დაქოქვისას გაზის გარეშე არ ქოქავს, აბაროტსაც ვერ იჭერს და 1,6x-მდე რომ ამყავს ბრუნები რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემს, თითქოს ჰაერის ნაკადს უშვებს, "თუხთუხებს" რა : )) მოკლედ ძალიან დიდი ალბათობით დროსელის ბრალია, ადრეც ეგრე გამიკეთა და მერე კომპიუტერზე გავასწორებინე.
ვინმე კარგი ტიპი ხომ არ იცით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე რომ იყოს, ან გამოძახებით რომ დადიოდეს, რომელსაც კომპიუტერით რეგულირების გაკეთება შეუძლია? დიდ მანძილს ვერ გავივლი უბრალოდ და ცენტრალური უბნებისკენ იქნებ იცოდეთ ვინმე, ან როგორ ფიქრობთ, ის რაღაც კაბელი რომ ვიყიდო, ჩემით შევძლებ რეგულირებას? Vag-com-ით.
მადლობა