ძალიან მჭირდება გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანების რჩევა აღნიშნულ მოდელთან დაკავშრებით. რევიუებით და უცხო ფორუმებით როგორც გავარკვიე, 4.2 (და ზოგადად ბენზინი) ძრავი მეტად პრობლემატურია, ვიდრე დიზელი (როგორც მწყობრიდან გამოსვლით, ისე სერვისითაც საჩალიჩოაო, მარტივი რამის შეცვალს ძრავის დაშლა ჭირდებაო); თან ძალიან ბევრს წვამს სავარაუდოდ, 17-18-ზე ქევემოთ არამგონია ჩამოვიდეს. ამიტომ, ვაპირებ, რომ ჩემი ახლობლის დახმარებით (გზის და იქ საბუთების პონტში დამეხმარება), გერმანიიდან წამოვიყვანო 3.0 დიზელი, 2007-09 წლის მოდელი. ძალიან მაინტერესებს, სერვისი როგორია ზოგადად ამ მოდელების და კონკრეტულად დიზელზე? ვიშოვი ისეთ ნაწილებს, როგორიცაა მაგ: ფარსუნკა? დიზელის ტოპლივა ნასოსი და ა.შ (დიზელის მაინტერესებს, ბენზინების ვნახე რომ არის ასე თუ ისე); სავალი ნაწილების გაკთებაც რა ფასებში მერყეობს, მაგალითად სრულად რომ შეცვალო პერედოკი ნორმალური ნაწილებით თავის ხელობიანად?
ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.
თუ ცუდ გზას ვადგავარ, ეგეც მითხარით
