რამდენიმე თვეა გაიხსნა ფორუმი, და საკმაოდ განვითარდა
რიგითი სტუმრები და მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად ინფორმაციაც მატულობს.
მატულობს ასევე ე.წ. "OFF ტოპიკები" არასწორად გახსნილი თემები, არასწორად შერჩეული სათაურები, ცუდათ დადებული სურათები და ასე შემდეგ
დადგა დრო ამ ყველაფერს კონტროლი გაუწიოს მოდერატორებმა
საბჭოს გადაწყვეტილებით ფორუმს დაენიშნა ჯერჯერობით 1 მოდერატორი
არჩევანის გაკეთებისას ყურადღება მივაქციეთ
- პოსტების რაოდენობას
- ფორუმზე გატარებული დროის ხანგრძლივობას
- რამდენად ინფორმაციულ პოსტებს აკეთებს
- რამდენად იცავს წესრიგს
ყურადღება. ჩვენი მოდერატორი
- mambu
2. ადმინისტრაციის და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, კლუბის სპორტულ განვითარებას გაუძღვება:
Shotagulo

რომლის მოვალეობა იქნება:
- დაგეგმილი შეჯიბრების კლუბისთვის გაცნობა.
- დაგეგმილი შეჯიბრების ანალიზი, რამდენად სასარგებლო იქნება კლუბისთვის მიიღოს მონაწილეობა.
- პერიოდულად კლუბის წევრების სურვილიდან გამომდინარე ჩატარდეს ვარჯიშები.
- შეჯიბრების ჩატარების წინ გაეცნოს სარბოლო გზაზ და რჩევები გაუზიაროს კლუბის წევრებს, რათა შედეგი იყოს მაქსიმალურად სასარგებლო კლუბისთვის.
წარამტებები შოთას ამ საქმეში.
3. ადმინისტრაციის და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე კლუბს ჭირდება საგარეო ურთიერთობების განვითარება. კლუბი იზრდება, წინ მიდის და დროა ამ სფეროსაც მივხედოთ.
საგარეო ურთიერთობებს გაუძღვება:
Goshkage

რომლის მოვალეობა იქნება:
- კლუბს რეკლამა და პიარი გაუწიოს საზღვარგარეთ.
- მეტად ცნობადი გახდეს კლუბი როგორც საზღვარგარეთ მყოფი ქართველისთვის და ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის
- ფორუმი უზრუნველყოს ინფორმაციით სხვადასხვა სტატიების მხრივ. გაუწიოს რეკლამირება სხვა ქვეყნის კლუბს ჩვენს ფორუმზე, მათ გამოცდილებას და ასევე ინფორმირმაციით მოამარაგოს სხვა ქვეყნის ფორუმები ჩვენი კლუბის განვითარებით, გამოცდილებით და ივენთების ინფორმაციულობით.
- გააკეთოს სტატიები მათ ფორუმებზე და ასევე მათი სტატიები ჩვენს ფორუმებზე.. რაღათქმაუნდა სხვა ქვეყნის კლუბების ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე. რადგან მოხდეს უცხოელი მომხმარებლის შემოსვლა ჩვენს ფორუმზე და ფორუმის მეტად განვიტარება.. (სტატიები გაკეთდეს უცხო ენაზე, რადგან უცხოელ მომხმარებელმა შეძლოს მისი წაკითხვა და მოყვეს აქტიურობა. კერძოდ რუსული.. ჯერჯერობით
)
წარმატებებს ვუსურვებთ გოშას.
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბის ადმინისტრაცია.