საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინა
კლუბის წევრობა შეუძლია ყველა მსურველს მიუხედავად იმისა ყავს თუ არა Audi
კლუბის წევრობის მსურველი აუცილებლად უნდა იყოს ფორუმზე დარეგისტრირებული!
კლუბის ადმინისტრაციას შეუძლია უარი თქვას კონკრეტული პიროვნების წევრობაზე
- კლუბში გაწევრიანება ფასიანია და შეადგენს 45 ლარს!
- ოფიციალური წევრი ვერ გახდება ის პიროვნება ვინც არ აქტიურობს ფორუმზე.. სასურველია ზოგჯერ მაინც მოდიოდეს კლუბის შეკრებაზე.
- კლუბის წევრობის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 10 ლარს! გადახდა ხდება კლუბის საბანკო ანგარიშზე
- გამოგზავნეთ ფოტოსურათი 3X4-ზე
- სახელი გვარი, ნიკნეიმი ფორუმზე, ავტომობილის ნოემრი.
- მოგვწერეთ საკონტაქტო მონაცემები
მანდილოსნები



თანხის გადახდა ხდება ნებისმიერ საქ.ბანკის ფილიალში.
ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000941690800
რას მიიღებს კლუბის წევრი?!
- იდება ხელშეკრულება კლუბსა და წევრს შორის!
- კლუბის წევრი მიიღებს ინვენტარს!
- Audi Club Georgia-ს ლოგო/სტიკერი ავტომობილზე გასაკრავად
- Badge: კლუბის წევრობის დამატასტურებელი მოწმობა (ამავდროულად ფასდაკლების ბარათი)
- მაისური: მაისურზე დაბეჭდილია "Audi Club Georgia"-სა და "Audi"-ს ოფიციალური ლოგო - არ შედის 45
კეპი: "Audi Club Georgia"-სა და "Audi"-ს ოფიციალური ლოგო - არ შედის 45 ლარში
ბრელოკი: "Audi Club Georgia"-ს ოფიციალური ლოგო - არ შედის 45 ლარში
ჭიქა: "Audi Club Georgia" ლოგოთი - არ შედის 45 ლარში
- Audi Club Georgia-ს ლოგო/სტიკერი ავტომობილზე გასაკრავად
- ფასდაკლებებს სხვადასხვა ავტონაწილების მაღაზებსა და სერვისებში!
- ევაკუატორი (გასაჭირის დროს)
- ITA (იბერია ტექ. ავტომოტივი)
- Premium Autoparts ("პრემიუმ ავტონაწილები" თქვენი აუდისთვის)
- კლუბი გთავაზობთ ფასდაკლებას ყველანაირ ნაწილსა და საპოხ მასალაზე თქვენი ავტომობილისთვის რაც შეიძლება შეიძინოთ თბილისში.
მთავარია გვითხრათვ რა გსურთ და ჩვენ გეტყვით შეგიძლიათ მისი ყიდვა თუ არა, ან რა ფასადაა შესაძლებელი და თქვენ გაქვთ საშუალება გადაამოწმოთ რეალური ღირებულება ამა თუ იმ ნაწილის. რათა დარწმუნდეთ კლუბის ეფექტიანობაში და რეალურ ფასდაკლებაში.
- მონაწილეობას მიიღებს სპორტულ ღონისძიებებში
[list] - ბილიარდი
- ფეხბუთი
- PaintBall
- კარტინგები
- და სხვა გასართობ შეჯიბრებები
- ევაკუატორი (გასაჭირის დროს)
- მონაწილეობას მიიღებს ტურისტულ გასვლებში
- გუდაური (ზამთრის ტური) Quattro Power
- ბაკურიანი (ზამთრის ტური) Quattro Power
- ქალაქთან ახლოს კოჯორი (ზამთრის ტური) Quattro Power
- გასვლები საქართველოში არსებულ ისტორიული ძეგლების სანახავად
- და სხვა
- გუდაური (ზამთრის ტური) Quattro Power
- Audi Club Georgia აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სხვა ავტო/მოტო კლუბებთან
- Volkswagen Club Georgia
- Subaru Club Georgia
- BMW Club Georgia
- Mercedes Club Georgia
- Off Roaders Club Georgia
- MyMoto
სპორტული შეჯიბრებები სისტემატიურად ეწყობა სხვა კლუბებთან!
- Volkswagen Club Georgia
არაოფიციალური წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კლუბის ოფიციალურ ღონისძიებებში.
არაოფიციალური წევრები ვერ მიიღებენ ფასდაკლებას, ავტონაწილებსა და ავტოსერვისებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 555068080 ან [email protected]
თუ მომხმარებელმა გადაწყვიტა კლუბიდან გასვლა, მაშინ უკან უნდა დააბრუნოს კლუბელობის დამადასტურებელი მოწმობა (პირველადი შენატანი 45 ლარი უკან არ ბრუნდება)
პატივისცემით "საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი"-ს ადმინისტრაცია
კლუბში გადახდილი საწევროდან ყოველი თეთრი იხარჯება კლუბის განვითარებაზე, ფორუმისა თუ კლუბის სხვა საქმიანობაზე, მატერიალური ბაზის შექნაზე და ა.შ, რომელსაც თან ერთვის ყველანაირი ხარჯთაღრიცხვები და სხვა საჭირო საბუთები თუ სად და როგორ იხარჯება ეს თანხა. აღნიშნული დოკუმენტაცია ინახება კლუბის ბუღალტერიასა და არქივში (საცავში), ასე რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ოფიციალური კლუბის წევრი მაქვს მხედველობაში), ვისაც უნდა გაიგოს სად მიდის მის მიერ გადახდილი თანხა, შესაძლებლობა აქვს დამიკავშირდეს და მივცემ დაშვებას ამ დოკუმენტაციასთან, რა თქმა უნდა ჩემი მეთვალყურეობით. აქვე შეგახსენებთ, რომ „საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბი“ წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე და ამ მოგებას ვერ გაანაწილებს კლუბის წევრებსა, დამფუძნებლებს თუ სხვა პირებს შორის. ამის დასტურია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25–ე მუხლის მე–5 ნაწილი და 36–ე მუხლი. კანონის ნორმების უგულვებელყოფა ისჯება კანონით.
(„მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
მუხლი 36. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება (14.12.2006 N3967)
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.“.)