მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმზე, მაგრამ მაინც 'გავკადნიერდი' და გადავწყვიტე ახალი თემის - ხელოსნები და სახელოსნოები-ის შექმნა.
საქმე იმაშია, რომ მე ორიოდე კვირის წინ შევიძინე ჩემი პირველი Audi (მანამდე სულ მერსოები მყავდა) და საერთოთ გაგნებაში არ ვარ რომელ ხელოსანთან (ან სახელოსნოში) ღირს მისვლა და რომელთან არა... არადა ჩემი წინა (მერსოს) გამოცდილებიდან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა - როგორც ყველაფერში ცხოვრებაში, ხელოსნებშიც ბევრია უხარისხო (პრაფანი - არსებულ პრობლემებს იმდენს და ისეთს ახალს დაუმატებენ რომ,.. არადა ხელოსნის ცემაც დიდი არაფერი სიამუვნებაა, თან ეხლა ისეთი დროა სხვანაირად გაიგებენ

პირველი რაც მინდა გავაკეთო არის იმ ხელოსნების და სახელოსნოების ნუსხა დავწერო რომელზეც 'რამე' გამიგია აუდისთან მიმართებაში და თუ ვინმემ რაიმე იცით მათ შესახებ და თქვენს კომენტარს გააკეთებთ მგონია ბევრს (და მათ შორის მეც) დაეხმარებით. ისიც მესმის, რომ ყველა ხელოსანი ყველაფერში მაგარი ვერ იქნება, ხოდა მაგიც მივუწეროთ ვინ არის მაგარი ხადავიკი და ვინ ელექტრიკი - და ვინ კიდე პრარაბი!

მოკლედ, მე ასეთი ნუსხა მაქვს:
1. ვინმე "ვანო" წერეთელზე (სუკონის არკაში პროფილაქტიკაში) აუდის ამბავში მამააო?!
2. აღმაშენებლის ძეგლთან, ძველი საპატრულოს გვერდზე ბენზინ-გასამართ სადგურთან -- ვინმე კახა (ხადავიკია, მგონი აღდგენებზე ჩალიჩობს)?
3. თეგეტაში საერთოდ ღიირს რამეზე მისვლა?
4. ტელევიზიასთან ვინმე "ნოდარი"
5. და აუდის ცენტრი??
6. ელექტროობის ამბაში, ფოლცვაგენის ცენტრში ვინმე "ზაზა" (მონიტორებზე და აუდიო/ვიდეო სისტემებზე ჩალიჩობსო)?
მოკლედ ნახეთ, თუ ვინმეს რაიმეს თქმა ან რჩევა შეგიძლიათ - ღირს მგონი ამის გაკეთება.
