''ბარსელონას'' პირველი გუნდის ფეხბურთელებმა, ''ბარსას'' სპონსორისგან -''აუდისგან'' ახალი მანქანები მიიღეს. ''აუდი'' ყოველი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებს მანქანებს ჩუქნის. ''ბლაუგრანას'' ფეხბურთელები ამ სიურპრიზით ნასიამოვნები ჩანდნენ, მათ მანქანის გასაღებები ''აუდის'' ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გადასცათ. ფეხბურთელებმა ასევე მიიღეს მოსაწვევი სპორტული რალის კურსებზე, სადაც შეეჩვევიან აუდის ახალი მოდელების მართვას. მანქანებს შორის საუკეთესო ''Audi A7 sportback'' იყო, რომელიც პიკემ, ჩავიმ, პედრომ და ბუსკეტსმა აირჩიეს. მანქანების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ სანდრო როსელი და ''აუდის'' ესპანეთის ფილიალის დირექტორი მანუელ კაბალიერო. მან რამდენიმე სიტყვა თქვა ''ბარსელონას'' ფეხბურთელებთან დაკავშირებით: '' ჩემთვის სასიამოვნოა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. ''ბარსელონა'' საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და მისი სპონსორობა დიდი პატივია".
ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს:
წყარო: MANQANA.GE
This post has been edited by Mr ika: 27 October 2010 - 15:12