ტუნინგზე და არა ტურბოს ტექნიკურ გაუმართაობებზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნება ცალკე გამოიყოს თემა სადაც საუბარი იქნება მხოლოდ პრობლემებზე და არა განავაროტებაზე...
ასე რომ კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, აქ ვსაუბრობთ მხოლოდ პრობლემებზე, მეორე თემაში მხოლოდ upgrade-ზე.
შევეცდბი მოვიძიო ყველა ის პოსტი, სადაც ამ საკითხზეა ლაპარაკი და მოვათავსო ამ თემაში...
ეხლა რაც შეეხება ჩემს პრობლემას, რომელიც უმეტესობამ კარგად იცით, ზოგმა კი - არა...
მოკლედ ჩემმა მანქანამ დაიწყო ზეთის ჭამა. 5000 კმ-ზე დავამატე 2 ლიტრი.... მივიყვანე ახლობელ მატორისტთან. არი ორი ვარიანტი, ან ძრავი ან ტურბო...
მატორისტმა მითხრა ესეთი რაღაცა: გამოვრეცხავ რადიატორს, შლანგებს, ტურბინას და ა.შ. ბენზინითო, გამოვცვალოთ ზეთიო, დავინიშნოთ რამდენი კილომეტრის
შემდეგ ჩამოვა მინიმუმზეო, მერე ისევ ვნახოთ რადიატორის და საჰაეროს შლანგებიო და თუ ისევ ბლომად ზეთი იქნა შიგნიტ ესე იგი ტურბინააო, თუ არა და მაშინ ძრავიო..
ამ აზრს შეიძლება ვინმე დაეთანხმოს, ვინმე არა მაგრამ ნუ მე დავუჯერე და ორი დღის წინ ჩავხსენით შლანგები და რა და როგორ დამხვდა ფოტოებზე კარგად ჩანს.



ეს კი უკვე რადიატორი, სადაც საკმაოდ ზეთი დაგვხვდა:



ეს კი უკვე გამორეცხვის შემდეგ :


მოკლედ ეხლა ველოდები როდის ჩამოვა ზეთი მინიმუმზე, რის შემდეგაც შევხედავთ რა სიტუაცია იქნება რა...