



მოკლედ ეს თემა გავხსენი მსგავსი, უცხოური, საიტების ანალოგიის მიხედვით, სადაც ასეთი თემები ძალიან პოპულარულია, და მინდა რომ აქ დავწეროთ თუ ვის რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ ერთმანეთს უანგაროდ.

მე მაგალითად შემიძლია ჩემთვის ხელსაყრელ დროს, ნებისმიერ თქვენგანს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ადგილზე მისვლით და უმისოდ, დავეხმარო სხვადასხვა პრაქტიკული რჩევებით, ა/მანქანების ექსპლუატაციის პერიოდში წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე აუდი-ფოლცვაგენის და მათ "ოჯახში" შემავალ ა/მანქანების კომპიუტერული დიაგნოსტიკით, კიდევ ვიმეორებ სრულიად უანგაროდ (და გთხოვთ ამ თემაზე ნუ ვიხუმრებთ აცრილი ვარ), მგონი კარგი და სასარგებლო თემა უნდა გამოვიდეს

შენ რით შეგიძლია რო დაეხმარო "ფორუმ"-ელს???
ყველას და განსაკუთრებით მოდერს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს
