ამ ტიპის შეჯიბრი 3 წლის წინ ჩატარდა ბრენდმოლის სპოსნსორობით, რომელშიც თქვენთვის ნაცნობ პირთაგან მონაწილეობა მივიღეთ: მე, LEX022(bmw კლუბი),ბაჩო(მერსედესის კლუბი), painkiller და შოთა (სუბარუს კლუბი), აგრეთვე byauto.ge ს პრეზიდენტმა და სხვ.
მოკლედ რაში მდგომარეობს შეჯიბრი: იქმნება რამოდენიმე ეკიპაჟი (პილოტი+შტურმანი) სავარაუდოდ თითოეული კლუბიდან რამოდენიმე, თითეულ ამ ეკიპაჟს გადაეცემა ე.წ. "ლეგენდა" სადაც მოცემულია მათი მარშრუტი, ოღონდ დაშიფრულად, ანუ არ იცი სად მიდიხარ, წერია მხოლოდ რამდენ მეტრში საით უნდა გაუხვიო და მინიშნებები (ძეგლი, შუქნიშანი და სხვ)და დრო რომელშიც უნდა ჩაეტიო,ამ ყველაფერს შტურმანი გკარნახობს, მთელი მარშრუტის განმავლობაში არის 5 პიტსტოპი, სადაც გარკვეული დავალება უნდა შეასრულო, სესრულების ან არ სესრულების სემთხვევაში გერიცხება გარკვეული ქულები, აგრეთვე ჯარიმაა პიტსტოპზე დროზე ადრე ან დაგვიანებიტ მისვლაზე, მოცემული მარშრუტიდან გადახვევა ან რომელიმე ნიშნულის გამოტოვებაზე,ბოლოს ფინიში ისევ სტარტის ადგილასაა, სადაც ჯამდება ყველა ეკიპაჟისქულები და ვლინდება გამარჯვებულები. შეჯიბრი ტარდება ქალაქში ყოველგვარი გზის გადაკეტვის ან მოძრაობის შეფერხების გარეშე, არის საკმაოდ საინტერესო და აზარტული. დაინტერესების შემთხვევაში უფრო დეტალურად გაგარკვევთ+ გაცვენებთ"ლეგენდის" ნიმუშს
ეხლა მივწერე ამ აზრის შესახემ ბაჩოს მერსდესში, თუ მოხერხდა შეჯიბრის ორგანიზება იმედია აუდი კლუბი ერთერთი ორგანიზატორი იქნება, სპონსორებიც საკმაოდ დაინტერესებულნი არიან მსგავსი შეჯიბრით რადგან ქალაქში დადიან მანქანები მათი სტიკერებით, გამორიცხული არაა სხვადასხვა პრიზის გარდა კონკრეტულმა ბენზოგასამართსადგურმა ბენზინითაც დაასპონსოროს მონაწილეები ბრენდის რეკლამირების მიზნით
ეს მე ერთერთ pitstop ზე

