1.ავატარის დაყენება (ავატარი ესაა პატარა ზომის ფოტო, რომელიც ჩანს თქვენს ყველა პოსტთან, ხელმარცხნივ):
ამისათვის შევიდეთ პროფილში, რომელიც თქვენს ნიკზე (ზედა მარჯვენა კუთხეში იპოვით მას) დაჭერისთანავე ჩამოშლილ მენიუში გამოჩნდება - ავირჩიოთ ჩემი პარამეტრები/My Settings, (N1 სურათზე) გადავიდეთ ჩანართზე პროფილი/Profile (N2 სურათზე) აქ კი მოვნახოთ ავატარის შეცვლა/Change Avatar (N3 სურათზე) გაიხსნება გვერდი, სადაც უკვე შეგიძლიათ ავატარის დაყენება.
ავატარის დასაყენებლად გაქვთ ოთხი გზა: 1. აირჩიოთ სასურველი ფოტო, თქვენი კომპუტერიდან Choose ღილაკის მეშვეობით; (N4 სურათზე) 2. ველში მიუთითეთ ინტერნეტ მისამართი/Enter a URL to an online avatar image შეიყვანოთ სადმე ატვირთული ფოტოს URL მისამართი, ე.წ. “ლინკი“ (N5 სურათზე) 3. ველში -ან- მიუთითეთ Gravatar ელ. ფოსტის მისამართი/-or- enter your Gravatar e-mail address ჩასვით Gravatar-ის ბმული (იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ Gravatar-ით (N5 სურათზე). 4. აირჩიეთ ავატარები ფორუმის გალერეიდან, ნახეთ ველში ჩასატვირთი ავატარები/Pre-installed avatars (N7 სურათზე). ამ ოპერაციების დასრულების შემდეგ დააჭირეთ ცვლილებების შენახვას/Save changes.
გთხოვთ გაითვალისიწინოთ:
თქვენი ავატარის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 90x90 პიქსელს.
ატვირთული ავატარი არ უნდა აღემატებოდეს 50 KB-ს.
დასშვებია შემდეგი ტიპის ფაილები: gif,jpg,jpeg,png

2.ხელმოწერის დაყენება (ხელმოწერა ესაა წარწერა, ან ფოტო რომელიც ჩანს თქვენი ყველა პოსტის ბოლოს):
ამისათვის შევიდეთ პროფილში, რომელიც თქვენს ნიკზე დაჭერისთანავე ჩამოშლილ მენიუში გამოჩნდება - ჩემი პარამეტრები/My Settings, (N1 სურათზე) გადავიდეთ ჩანართზე პროფილი/Profile(N2 სურათზე) აქ კი მოვნახოთ
ხელმოწერის შეცვლა/Change Signature (N3 სურათზე) აქ ტექსტის რედაქტირების ფანჯარაში შეგიძლიათ შეიყვანოთ სასურველი ტექსტი, შეუცვალოთ ზომა, ფერები და სხვ. სურათის ჩასმა შეგიძლიათ სადმე ატვირთული სურათის ბმულის საშუალებით, ამისათვის გაუკეთეთ კოპირება ასატვირთი საიტის მიერ მოცემულ ბმულს, დააჭირეთ ღილაკს Insert Image (N4 სურათზე) და ჩასვით ბმული (ლინკი) გამოსულ ფანჯარაში. ყურადღება: თუკი თქვენ ასატვირთად გამოიყენებთ pix.ge -ს ეს ღილაკი აღარ დაგჭირდებათ, რადგან საიტი თავად გაძლევთ img ტეგებიან ბმულს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
თქვენი ხელმოწერა შეიძლება შეიცავდეს:
1 სურათს
სურათი უნდა იყოს 400 x 50 პიქსელი
1 ლინკს
7 ხაზს

3. პირადი ფოტოს დაყენება: ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ავატარისაგან განსხვავებული ფოტო, რომელსაც მხოლოდ თქვენს პროფილში შემოსული ფორუმელი იხილავს.
ამისათვის შევიდეთ პროფილში, რომელიც თქვენს ნიკზე დაჭერისთანავე ჩამოშლილ მენიუში გამოჩნდება - ჩემი პარამეტრები/My Settings, (N1 სურათზე) გადავიდეთ ჩანართზე პროფილი/Profile (N2 სურათზე) აქ კი ავირჩიოთ სურათის შეცვლა/Change Photo (N3 სურათზე) და ატვირთეთ ფოტო თქვენი კომპიუტერიდან Choose ღილაკის დახმარებით (N4 სურათზე) - შეინახეთ ცვლილებები (N5 სურათზე).
გთხოვთ გაითვლისწინოთ:
სურათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 50 Kb-ს.
სურათის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 150-დან 150 პიქსელს.

4. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მცირე ინფორმაცია თქვენს შესახებაც, ეს უნდა გააკეთოთ ველშიპროფილის ინფორმაციის შეცვლა/Change Profile Information[/b] აქ შეგიძლიათ შეცვალოთ შემდეგი პარამეტრები, მაგ: თუკი ვინმემ კომენტარი დაგიტოათ პროფილში, როგორ გაცნობოთ სისტემამ ამის შესახებ, გაცნობოთ ეს ემეილით, PM (პირადი შეტყობინება) -ის მეშვეობით, თუ სულაც არ გაცნობოთ. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები მეგობრების დამატება ან ჩვენების შესახებ.
აქვე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი დაბადების თარიღი, სქესი, სკაიპი, მსნ-ი, თქვენი საიტის მისამართი, ინტერესები და სხვ. თუ ამის სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა.

5. პაროლის შეცვლა:
ამისათვის შევიდეთ პროფილში, რომელიც თქვენს ნიკზე დაჭერისთანავე ჩამოშლილ მენიუში გამოჩნდება - ჩემი პარამეტრები/My Settings, (N1 სურათზე) გადავიდეთ პარამეტრები/Settings ველში (N2 სურათზე) და ვიპოვოთ პაროლის შეცვლა/Change Password(N3 სურათზე). პაროლის შესაცვლელად უნდა მივუთითოთ მიმდინარე პაროლი(N4 სურათზე), შემდეგ 2-ჯერ გავიმეოროთ ახალი პაროლი(N5 სურათზე) და შევინახოთ ცვლილებები(N6 სურათზე).

6. ელ.ფოსტის შეცვლა:
ამისათვის შევიდეთ პროფილში, რომელიც თქვენს ნიკზე დაჭერისთანავე ჩამოშლილ მენიუში გამოჩნდება - ჩემი პარამეტრები/My Settings, (N1 სურათზე) გადავიდეთ პარამეტრები/Settings ველში (N2 სურათზე) და ავირჩიოთ ელ. ფოსტის შეცვლა/Change Email Address (N3 სურათზე) ჩაწერეთ ელ ფოსტის ახალი მისამართი, გაიმეორეთ იგივე მისამართი(N4სურათზე), ჩაწერეთ პაროლი, რომლითაც შემოდიხართ ფორუმზე(N5 სურათზე), შემდეგ გადაწერეთ სურათზე ნაჩვენები კოდი (ეს კოდი ყოველთვის სხვადასხვაა)(N6 სურათზე) და შეინახეთ ცვლილებები(N7 სურათზე).

7. პოსტიში ვიდეოს ჩასმა:
ვიდეოს კოპირებული ბმულის ჩასასმელად, პოსტის რედაქტირების ფანჯარასთან დააჭირეთ მედია/Insert Media ღილაკს, (N1 სურათზე) ჩასვით პატარა გახსნილ ფანჯარაში ბმული(N2 სურათზე), დააჭირეთ ღილაკს მედია/ Insert Media (N3 სურათზე) და ბმული ჩაჯდება პოსტში, გამოხმაურება/Post-ზე დაჭერის შემდეგ ვიდეო გამოჩნდება პოსტში(N4სურათზე) .

8. პოსტში სურათის ჩასმა:
სურათის კოპირებული ბმულის ჩასასმელად დააჭირეთ სურათის ჩასასმელ ღილაკს (N1სურათზე), პატარა გახსნილ ფანჯარაში ჩასვით ბმული (N2სურათზე), დააჭირეთ სურათის ჩასმა/Insert Image-ს (N3სურათზე), ბმული IMG ტეგებში მოექცევა და გამოხმაურება/ Post-ზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება პოსტში (N4სურათზე).

9.ნებისმიერი ტექსტის ციტატის სახით ჩასმა:
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კოპირებულ და პასუხის ველში ჩასმულ ტექსტს მისცეთ ციტატის სახე, იქნება ეს ფორუმელის პოსტი, თუ რომელიმე საიტიდან ამოღებული ტექსტი. ამისათვის ჩასვით კოპირებული ტექსტი პასუხის ველში, შემდეგ მონიშნეთ ეს ტექსტი და დააჭირეთ ციტატაში ჩამის ღილაკს (N1 სურათზე)
თქვენი ტექსტი ჩაჯდება Quote ტეგებში, ხოლო გამოხმაურების შემდეგ გამოჩნდება ციტატის სახით.

11. ბმულის (ლინკის) ჩასმა პოსტში, ისე, რომ დავფაროთ ბმული:
ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს, ჩავსვათ ბმული ისე, რომ არ ჩანდეს ღია ბმული, არამედ ჩანდეს სათაური: მაგ მიყევუთ ბმულს, დააჭირე და სხვ. ამ სიტყვაზე დაჭერის შემდეგ კი, მომხმარებლები გადავლენ თქვენს მიერ ჩასმულ ბმულზე.
ამ ოპერაციისათვის დაგვჭირდება ღილაკი ჩასვით ბმული/Insert Link , (N1 სურათზე), მასზე დაჭერის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც ველში URL უნდა ჩასვათ კოპირებული ბმული (N2 სურათზე), ხოლო ველში ბმულის ტექსტი/Link text (N3 სურათზე) ჩაწერეთ სასურველი ტექსტი და დააჭირეთ ბმულის ჩასმა/Insert Link-ს (N4 სურათზე). გამოხმაურების შემდეგ, ბმული დაიფარება, მის ადგილას გამოჩნდება ტექსტი, რომელზე დაჭერის შემდეგაც გადავლენ ბმულზე.

12.რამოდენიმე სასარგებლო ღილაკი, პოსტის რედაქტირების ველში:
№1 სურათზე: წინა მოქმედების ანულირება, გაუქმება - Undo;
№2 სურათზე: ანულირებული, გაუქმებული მოქმედების დაბრუნება - Redo;
№3 სურათზე: BB კოდების ცნობარი;
№4 სურათზე: პოსტის რედაქტირების ფანჯრისათვის ზომის მომატება (მოსახერხებელია, როცა დიდ პოსტს წერთ);
№5 სურათზე: სურათზე: პოსტის რედაქტირების ფანჯრისათვის ზომის შემცირება;
№6 სურათზე: აბზაცის შექმნა, ეტქსტის შეწევა ;
№7 სურათზე: ტექსტის გაწევა მარცხნივ (ეს ფუნქცია ავტომატარადაა არჩეული თავიდანვე);
№8 სურათზე: ტექსტის გაწევა ცენტრში;
№9 სურათზე: ტექსტის გაწევა მარჯვნივ;

როდესაც შემოვდივართ ფორუმზე გვხვდება აუდის ლოგოს ფერების რამდენიმე ვარიანტი:
1. როდესაც აუდის წარწერა გაწითლებულია და მკვეთრი ფერი აქვს:


ეს ნიშნავს იმას, რომ იმ განყოფილებაში გვაქვს წაუკითხავი ოთახები, სადაც ან სულ არ შეგვიხედია ან სისტემატურად ვკითხულობთ მაგრამ იმ მომენტისათვის არის ახალი, წაუკითხავი პოსტი..
განყოფილებაში წაუკითხავ ოთახს ასევე აღნიშნავს საქაღალდის მკვეთრი ფერი:


2. როდესაც აუდის წარწერა გაუფერულებულია და არ აქვს მკვეთრი ფერი:


ეს ნიშნავს იმას, რომ ამ განყოფილებაში ყველა ოთახი წაკითხული გვაქვს.
განყოფილებაში წაკითხულ ოთახს აღნიშნავს საქაღალდის გაუფერულებაც:


BB კოდების უმრავლესობა საწერ დაფაზეა მოთავსებული

- ტექსტის გამუქება Bold
- ტექსტის ზომები
- სმაილიკები
- ბმულის ჩასმა link
- სურათის ჩასმა [IMG ] [ /IMG]
- ტექსტის ფერის შეცვლა
- e-Mail-ის ჩასმა
- ციტატაში ჩასმა
- ვიდეოს ჩასმა მაგ.: youtube [media ] http://www.youtube.c...h?v=YHatkYs5htU[/media]
- ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა
სხვა დანაჩენში თავად გაერკვევით
! ! ! შენიშვნა
Opera ბრაუზერიდან, ტექსტურ რედაქტორში არ მუშაობს შემდეგი Shortcut-ები: Ctrl + X / C / V
ცალკე Ctrl + V მუშაობს -უკვე მუშაობს
სკინების ამბავი მთლად მაგარი იქნება, როცა არჩევის საშუალება გვექნება
===============
სკინის არჩევა

უუუუუუუუუმაგრესი ფუნქცია!
ე.წ. '+1 ხმა ჩემგან'
ხშირია როცა კამათობენ, ეს ფუნქცია აჩცენებს რამდენია ამ პოსტის მომხრე/წინააღმდეგი.
დაწერილი რიცხვი მიუთითებს აბსოლუტურ უმრავლესობას!

This post has been edited by Mr ika: 25 November 2011 - 10:38