ერთმანეთის მიყოლებით 5 თუ 6 კლუბელის თერმოსტატმა ჩაილურის წყალი კი არა და ანტიფრიზი დალია

ამის მერე მგონი ყველამ გამოცვალეთ თერმოსტატი, ერთი მე დავრჩი თავმოუბმელი და აი დადგა ის დრო, როცა მეც უნდა გამოვცვალო,
თორემ ზამთარი მოდის და შარშანდელივით 15-20 წუთი ლოდინს ვეღარ გადავიტან

ყველაფერი მზად მაქვს, ყველაფერი ნაყიდია, ხელოსანთანაც შეთანხმებულია ყველაფერი, ასე რომ ვაშა!

მაგრამ სანამ ხელოსნამდე მივალ, გადავწყვიტე თვითონ გავნათლებულიყავი აღნიშნულ საკითხში, გადავხედე სხვადასხვა საიტებს
და მოპოვებული ინფორმაციის შეჯამების შედეგად წარმოგიდგენთ ამ ინსთრაქშნს!!!

რაც შეეხება ტავმოუბმელობას, ეს გარკვეული ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული... პირველი ის, რომ B6-ზე არც ისე მარტივად
იცვლება ეს ნაწილი როგორც B5-ზე... ბევრი რაღაცის მოხსნაა საჭირო იმისათვის რომ თერმოსტატამდე მზის სინათლემ მიაღწიოს

ამაში თქვენც დარწმუნდებით როცა ჩემს მიერ შემოთავაზებულ DIY-ს გაეცნობით...
ასევე მეორე ობიექტური მიზეზი ის არის რომ ძვირია ეს დედააფეთქებული

B6-ისას ძალიან საყვარელი ფასი ადევს!

შევიძინე 150 ლარად,ისიც ნახევარსაათიანი ტვინის ბურღვა დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ფასად მოეცათ.. ხონ აქვე იმასაც დავამატებ, რომ
ორიგინალი თერმოსტატის ნაწილის კოდი არის 06B 121 111 K... რავი იქნებ დაგჭირდეთ ვინმეს რამეში...
მოკლედ შევუდგეთ საქმეს...
პირველ რიგში აუცილებლად ჩახსენით აკუმულატორი (მასა), იმიტომ, რომ მოგვიწევს დინამოს მოხსნა
დავცალოთ სისტემა ანტიფრიზისაგან.ამისთვის უნდა მოვხსნათ G83 სენსორი, რომელიც მდებარეობს მარცხენა მხარეს, რადიატორის ძირში...
ეს სენსორი ასევე არის ასე ვთქვათ სითხის გამოსაშვები ერთგვარი საცობი...
წინასწარ მომარაგებულ ჭირჭელში ჩავასხათ ჩამოცლილი სითხე და სამუშაოს დასრულების შემდეგ შეგვიძლია ჩავაბრუნოთ ის სისტემაში. ნუ ეხლა თუ გინდათ
ახალი ანტიფრიზე ჩაასსხით, უბრალოდ მე ახალი შეცვლილი მაქვს და არ ვაპირებ ამის გაკეთებას

ცნობისათვის დავამატებ, რომ ნახსენები G83 დაჩიკი პროპელერის ჩართვა-გამორთვის ამბვავს არეგულირებს... შევხედოთ სურათს:

ამის შემდეგ მოვხსნათ რადიატორის ზედა შლანგი(#1) და ასევე ე.წ. "რასშირიწელნი ბაჩოკის" შლანგი(#2)

მზადაა

ვხსნით ასევე დროსელთან მიერთებულ ამ შლანგს

შემდეგ ვხსნით თვითონ დროსელს,როსთვისაცა საჭიროა მოიხსნას ეს ოთხი ბოლტი და ასევე დაჩიკი

ესეც შედეგი:

შემდეგ უნდა ჩავხსნათ დინამოს რემენი. ამისთვის ფრთხილად მოვუშვებთ წითლად აღნიშნულ დამჭიმის ბოლტს ისრის მიმართულებით,რის შედეგადაც რემენი დასლაბდება და ფრთხილად ჩავხსნით
