საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბის მიზანია საქართველოში «აუდის» მარკის ავტომობილების პოპულარიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად კლუბი აქტიურად საქმიანობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ყოველწლიურად კლუბის ინიციატივით ან მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოში ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება _ სპორტული შეჯიბრებები, ავტორბოლები, სამოყვარულო ტურები, სხვადასხვა ფორმატის შეკრება და შეხვედრა.
ჩვენი კლუბის წევრები არიან მოყვარული და პროფესიონალი მძღოლები, სპორტული და აგრესიული ტარების მოყვარულები _ ექსტრემალები. კლუბის წევრები სისტემატურად მონაწილეობენ ავტომოყვარულებსა და ავტოკლუბებს შორის გამართულ შეჯიბრებებში და იმარჯვებენ. კლუბის თითოეული წევრი ყოველთვის მზად არის, აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის ორგანიზაციებთან, გაიზიაროს მათი გამოცდილება, ხელი შეუწყოს ამ გამოცდილების საქართველოში დანერგვას, დაუმეგობრდეს ადამიანებს, რომლებმაც იციან, რა არის ხარისხი და რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბის ინიციატივით გამართული ღონისძიებები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ კლუბის წევრები, სხვა საავტომობილო კლუბები, ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები და, უბრალოდ, ავტომობილის მოყვარულები, გარდა მთავარი მიზნისა _ «აუდის» მარკის ავტომანქანების პოპულარიზაცია, სხვა მიზნებსაც ემსახურება. ესენია: აუდის მოყვარულთა გაერთიანება, აუდის მარკის ავტომობილების ტექნიკური და სხვა მახასიათებლების გამოვლენა და მათ შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კლუბის წევრების მიერ საკუთარი სიტყვის თქმა ქართულ და მსოფლიო სამოყვარულო ავტოსპორტში.
საქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კლუბის მიზნები და მისწრაფებები.

კლუბის ოფიციალური ლოგო:

განახლებული ლოგო:

ბრენდის ლოგო:

ოფიციალური საიტი: http://www.audiclub.ge
ოფიციალური პირველი სატელევიზიო გადაცემა :
http://www.myvideo.ge/?video_id=647636
კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას!