შესავლის მაგივრად
კომპანიის დაბადება
აუდის ისტორია და მისი შექმნა მთლიანად დაკავშირებულია ერთ, ფრიად საინტერესო და იმ დროისათვის ნოვატორი ადმიაიანის სახელთან.... მისი სახელი და გვარია ავგუსტ ჰიორხი( August Horch)

ავგუსტ ჰიორხი ( August Horch)-კომპანიის დამაარსებელი
იგი დაიბადა 1868 წლის 12 ოქტომბერს რკინის მჭედელის ოჯახში, ბავშვობიდან ძალიან აინტერესებდა იმ დროისათვის ჯერ კიდევ უფორმო და ბევრისთვის ამოუხსნელი შიდაწვის ძრავი.
ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა რამოდენიმე საკონსტრუქტორო ბიუროში, კონსტრუქტორად მაგრამ ეს ყველაფერი მას არ აკმაყოფილებდა მას უფო მეტი უნდოდა.
1896 წელს იგი შეამჩნია კარლ ბენცმა და მიიწვია თავისი მოტოციკლეტების ქარხანაში Benz & Сie, მაგრამ ჰიორხს და კარლ ბენცს შორის ყოველთვის უთანნხმოება სუფევდა, რადგან ბენცს არ მოსწონდა ავგუსტის ნივატორული იდეები და მისი მიდგომა ახალი კონსტრუქციების შექმნის დროს. ამ სიტუაციით უკმაყოფილო ჰიორხი 1899 მიდის ქარხნიდან და გადაწყეტილებას იღებს საკუთარი საქმის დაწყების შესახებ და კიოლნში ქმნის Horch & Cie კომპანიას, რომელიც ძირითადად ავტომობილების შერემონტებასა და ტექმომსახურებაზე მუშაობდა. ხოლო 1901 წლიდან კომპანია იწყებს საკუთარი ავტომობილების წარმოებას მაგრამ ფინანსების უქონლობით კომპანია კრახის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ ჰიორხმა თავისი ყველა ნახაზი და იდეები ჩაალაგა ჩემოდანში და დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების ძიება.
საქსონიაში მან აღმოაჩინე ერთე-რთი მეწარმე რომელიც თანახმა იყო მისი იდეების და საქმის დაფინანსებაზე, მაშინ 1902 წელს ჰიორხი თავის მანქანა დანადგრებით გადაბარგდა ჯერ რაიხენბახში ხოლო 1904 წელს კი ცვიკაუში. 5 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ 1909 წელს აქციონერებს შორის მოხდა განხეთქილება და ავგუსტ ჰიორხი კვლავ მიდის წარმოებიდან.
მაგრამ ყველანაირი დაბრკოლეებების გათვალისწინებით მის შემოქმედებითი წყურვილი არ იქნა გატეხილი.
მაშინ ავგუსტი მიდის თავის მეგობარ ვინმე ფრანც ფიკენჩერთან რომელიც იმ დროს ძალიანმ ავტორიტეტული მეწარმე გახლდათ და მისი დახმარებით კვლავ ხსნის ახალ წარმოებას რომელსაც არქმევს Horch-ს მაგრამ იმავდროულად წარმოიშვა ერთი პრობლემა ასეთი სახელით კომპანია უკვე არსებობდა და მან სასამართლო პროცესი წააგო და იძულებული გახდა მოეფიქრებინა კომპანიისთვის ახალი სახელი.....
აქ ყველაზე საინტერსო ამბავი იწყება ,ერთ დღეს , ფრანც ფიკენჩერთან შეკრებილი მეგობრები ძალიან ბევრს დაობდნენ და გამართული ჰქონდათ დებატები კომპანიის სახელთან დაკავშირებით განიხილებოდა ყველა შესაძლო და აბსურდული ვარიანტებიც კი. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ფიკენჩერის 3 გიმნაზისტი ვაჟი მათ შორის იყო 10 წლის გენრიხ ფიკენჩერიც რომელმაც გააოცა უფროსები და მათ შესთავაზა გენიალური იდეა, რომლითაც პრობლემა გადაწყდა: Hören, Horchen- გერმანულად მოსმენას, ყურის დაგდებას ნიშნავს. ხოლო მისი ლათინური თარგმანი ასე ჟღერს „audire" ხოლო ამ სიტყვის ბრძანებითი კილო კი გერმანულად „horch!"(მომისმინე) შესაბამისად მისი ლათინური შესატყვიცი კი ასე „audi!" გეცნობათ??? დიახ ბატონებო აუდი ნიშნავს მომისმინეს


ეს გახლავთ ფინჩერების ოჯახის ფოტო სადაც გამოკვეთილად ჩანს ის პატარა ბიჭი ვინც მოიფიქრა კომპანია აუდის სახელი.
გენრიხ ფინჩერი
ამის შემდეგ კომპანიას სულ რამოდენიმე წელი დასჭირდა დიდების და სახელის მოსახვეჭად მისი წარმოებული ავტომობილები რამოდენიმე წელი ზედიზედ იგებდა ტურნირებს, რომელიც ალპებში იმართებოდა და იმ დროისათვის სატრანსპორტო საშუალებების უდიდეს გამოცდად ითვლებოდა.
This post has been edited by datosepar: 19 March 2010 - 17:35