Audi Club Georgia: Botchora - Viewing Profile

Jump to content

Botchora's Profile User Rating: -----

Reputation: 5 Neutral
Group:
Members
Active Posts:
61 (0.02 per day)
Most Active In:
ტექ. დახმარება (41 posts)
Joined:
06-February 15
Profile Views:
2,936
Last Active:
User is offline Apr 11 2017 20:57
Currently:
Offline
Icon   Botchora has not set their status

Topics I've Started

  1. იშლება Audi S4 B7

    Posted 20 Apr 2016

    გაუმარჯოს ბიჭებს, ავარია მომივიდა თან საკმაოდ სერიოზული, მოკლედ კაპიკებს მაძლევენ მანქანაში აფერისტი დამშლელები და მირჩევნია ჩემით მოვაწყო დაშლილები საკუთარ ეზოში, თუ ვინმეს რამე ნაწილი გჭირდებათ შემეხმიანეთ, ძრავი და კოლოფი იდეალურია, რეკაროს სავარძლებიც გადარჩენილია მოკლედ აქ რა ჩამოწერს მთელს სიას, შემეხმიანეთ კარგ ფასებში დავარიგებ.

    555-738-150.
  2. ATF Replacement on A4 B6/B7 ; S4 B6/B7

    Posted 24 Sep 2015

    პირველ რიგში მოგესალმებით ყველას.
    მსგავსი თემა ჩვენს ფორუმზე ვერ ვნახე ამიტომ ფლორიდელი პროფის ახსნა-განმარტების კოპირება მომივიდა აზრად (ნათარგმნია და ნაწვალებია AL Janinny_ის მიერ) , იმისთვის რომ არავინ დარჩეს მოტყუებული ჩვენი არაპროფესიონალი მექანიკოსების გადამკიდე, იქნება ეს ელიავაზე თუ აუდის ცენტრში. (უბრალოდ მინდა რო ხელოსნებმა აღარ ამოგვაძრონ სული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანქანას გადასაგდებს რომ ხდიან, არაპროფესიონალობის პიკია საქართველოში, თან ისეთ ფასს მოგიხევენ .....).

    ავტორი თემას ხსნის მსგავსი მოწოდებით: Disclaimer: you are using this DIY at your own risk. This is for information ONLY and does not replace any Manufacturer approved documentation/procedure (მოკლედ ყოველი შემთხვევსთვის თავს იზღვევს და ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის თავიდან).

    პირველ რიგში რამდენად ძვირიც არ უნდა იყოს ATF (ტრანსმისიის ზეთი), კატეგორიულად გამოიყენეთ მხოლოდ OEM Fluid (ორიგინალი ზეთი),
    არასდროს ენდოთ ელიავას (და ა.შ) კატალოგებს, უამრავი ნაწილის თუ ზეთის კოდი შეიძლება შეცდომით მოგაწოდონ, ყოველთვის შეეცადეთ ორიგინალი Part Number იპოვნოთ.

    ნაწილების კოდები რომლებიც დაგვჭირდება:
    G060162A2 ATF fluid (ტრანსმისიის ზეთი) 6 ლიტრი (გადაამოწმეთ ATF_ის კოდი თქვენი VIN კოდით. არასწორი კოდის ზეთი დააზიანებს თქვენს ტრანსმისიას)
    09L321371 Pan Gasket (პრაკლატკა)
    09L325429 Pan Filter (ფილტრი)

    Posted Image

    ეს პროცედურა აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულიად ცივ ძრავზე.

    Posted Image
    აუცილებლად თარაზოში უნდა იყოს გასწორებული მანქანა (მაგ: პადიომნიკზე)
    Posted Image
    წითელი ისარი მიუთითებს თუ საიდან ვასხავთ ზეთს, ხოლო ლურჯი თუ საიდან ვაქცევთ.
    Posted Image
    Posted Image
    Posted Image
    Posted Image
    მოვხსნათ ძველი ფილტრი და მივაყენოთ ახალი:
    Posted Image
    Posted Image
    მივაყენოთ ახალი პრაკლატკა და დამცავი, და დავუჭიროთ ჯვარედინად თითოეულ ბოლტს 10 ნიუტონ/მეტრით (იმედია როდესმე შემოვა საქართველოში ის შეგნება როდესაც სვეჩებიდან დაწყებული ბოლტებამდე დამთავრებული ნიუტომეტრიანი "კლუჩებით" დაუჭერენ, როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება, წესისა და კანონის მიხედვით)
    Posted Image

    შემდეგში ვაერთებთ VagCom კაბელს რათა ვაწარმოოთ მონიტორინგი ATF_ის ტემპერატურის (აუცილებელი პროცესია)(ამ ადამიანთან P.M საუბრისას, კატეგორიულად მიხსნიდა რომ VagCom_ით უნდა ვაკონტროლოდ, წინააღმდეგ შემთვევაში შეუძლებელი იქნება ზუსტი რაოდენობის ზეთის ჩასხმა, კარობკებს კიდე ცეცხლის ფასი აქვს ))
    Posted Image

    ჯერ არ დავქოქოთ მანქანა !!! , უბრალოდ გავხსნათ ზამოკი
    დავიწყოთ ზეთის ჩასხმა. ცივზე ჩაიმატებს მიახლოებით 2.5 - 3 ლიტრ ზეთს სანამ გადმოვა, შემდეგ დავლუქავთ, დავქოქავთ მანქანას, ტორმუზის პედალზე გვიდგას ფეხი !!!, და ვრთავთ სიჩქარეებში P_დან S_მდე, და უკან ისევ P_მდე, თითოეულ სიჩქარეში ვაჩერებთ დაახლოებით 15 წამი, ამასობაში ზეთს უკვე აიტანდა სისტემაში, არ ვაქრობთ მანქანას, ვხსნით საცობს და ვამატებთ ზეთს მანამ სანამ არ გადმოვა, თან VagCom_ით ვაკვირდებით რომ ტემპერატურა 40 გრადუსზე დაბლა იყოს (თუ ტემპერატურა 40_ს გადაცდა ზეთს დაღვრის მანქანა), კვლავ ვიმეორებთ სიჩქარეების გადართვას P_დან S_ამდე და უკან P_მდე, იმდენჯერ რამნდეჯერაც მოვასწრებთ სანამ ზეთი 40 გრადუსამდე ავა. როდესაც 40 გრადუსს მიაღწევს დავხურავთ საცობს სასწრაფოდ რადგან ზეთი არ ჩამოაქციოს. ვაქრობთ ძრავს ვაცდით რომ ზეთი გაგრილდეს 30 გრადუსამდე (VagCom_ით ვაკვირდებით) და ვქოქავთ მანქანას, ვამატებთ ისევ ზეთს სანამ გადმოსვლას დაიწყებს, ისევ ვრთავთ სიჩქარეებში P_დან S_მდე და ისევს P_მდე სანამ მიაღწევს 40 გრადუსს, ისევ ვამატებთ გადმოსვლამდე (თუ ჩაიმატებს), ვხურავთ საცობს და ვაქრობთ ძრავს (დავიმახსოვროთ რომ საცობს ძრავის ჩაქრობამდე ვუკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზეთს დავღვრით), თუ ამ პროცესს სწორად გავაკეთებთ/ გავაკეთებინებთ უნდა დაგვჭირდეს 5 - 5.5 ლიტრი ზეთი. კარტერის ბოლტები მოჭრილი უნდა იყოს 80ნიუტონ/მეტრის ძალით. და მორგებისას აუცილებლად ჯვარედინად უნდა ჯდებოდეს ბოლტები, ასე რომ ზეთის გამოცვლა ისე არ ხდება როგორც ელიავაზე, აიღე და დოუშვი შიგნით რაფერს ტაშტში (ელიავას გაძაგებისთის ბოდიში მანდაც არიან პროფები მაგრამ ერთეულები).
    ავტორი წერს რომ ასეთი ზუსტი პროცესის შემდეგ გაატარა მანქანა და არანაირი დარტყმები და დაგვიანებები არცერთ სიჩქარეში აღარ შეუნიშნავს.

    ვიმეორებ ამ პოსტის შედგენასა და თარგმნაში უდიდესი წილი შეიტანა AL Janinny_მ )) მადლობ ალექს :***

    იმედია სასარგებლო თემა გამოვიდა. თორე კარობკებს ცეცხლის ფასი აქვს )))
  3. ავტომობილის მასა

    Posted 2 Jul 2015

    მოგესალმებით

    ეს ჩემი პირველი და იმედია საინტერესო პოსტი იქნება, არამგონია ტუნინგს ეს საკითხი პირდაპირი მნიშვნელობით უკავშირდებოდეს, მაგრამ ყოველშემთხვევაში ტუნინგის დროს უნდა ვითვალისწინებდეთ.

    ესეიგი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის "მასას" საწვავის წვაზე, გაწევაზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ.

    დავიწყებ უსაფრთხოებით. "IIHS" აშშ_ს საგზაო უსაფრთხოების ინსტიტუტი, შეისწავლოს ამერიკის გზებზე მომხდარ ავტოავარიებს. "IIHS"_ს კვლევამ დაამტკიცა რომ რაც უფრო დიდი მასის მქმონე არის ავტომობილი მით უფრო უსაფრთხოა. მაგრამ მასასაც ააქვს მინუსები, მაგალითად ის რომ გასაჩერებელი მანძილი იზრდება მასის ზრდასთან ერთად და კიდევ ძალიან ბევრი ქვემოთ ხსენებული. (აუდის მოყვარულთა სასიხარულოდ #1 ავტომობილი რომლის ავარიასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია ეს არის Audi A4/S4 B7). ამიტომ მერსედესი ყველაზე უსაფრთხოა და მსგავსი თეორიები მოძველდა.

    რაც შეეხება წვას. The EPA_ს განცხადებით ავტომობილიდან ამოღებულ ყოველ 100 Pounds_ზე (45 კილორამზე) წვის ეკონომია იზრდება 5-10 პროცენტით (საკმაოდ შთამბეჭდავი და ლამაზი ციფრია არა?) ესეიგი მაგალითად თუ საწვავის ფასი არის 2.50 GEL, ყოველ ლიტრზე დანაზოგი იქნება 0,25 GEL, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა ეკონომია გამოდის მთლიანობაში. (რაც ყველაზე საინტერესოა ეკონომია კიდევ უფრო მეტია პატარა მანქანების შემთხვევაში). ჩაატარეს ექსპერიმენტი 1.6 ლიტრის მოცულობის ძრავზე, ავტომობილიდან ამოიღეს თავისი მასის 10%, და შედეგად მიიღეს საწვავის ეკონომიის 18%. არც თუ ისე პატარა რიცხვია.

    ახლა რაც შეეხება სისწრაფეს. რაც როგორც ავღნიშნე ტუნინგის დროს განსაკუთრებით გვეხმრება. გაწევის დროს თითოეულ კილოგრამსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგი უკანა სიდენიებს ხსნის ზოგი წინას, ზოგიც ორივეს, ბევრი სრულიად შლის თავის მანქანას, ეგრედწოდებულ "ჩისწიწელების" ბაჩოკშიც კი არ ტორებენ გრამ წყალს. და ბევრი მათგანი სასურველ შედეგს სწორედ წონის მოკლების ხარჯზე იღებს.
    ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საწვავის ავზის გავსება-არ გავსებას. მოკლედ 1 ლიტრი ბენზინი იწონის 0.7 კილოგრამს, ხოლო 1 ლიტრი დიზელი კი 0.9 კილოგრამს. აქედან გამომდინარე 60 ლიტრიანი ბაკის თუნდაც ნახევრად გავსების შემთხვევაში, ჩვენი დანაზოგი იქნება 21 კილოგრამი (არც თუ ისე პატარა რიცხვია, მაგალითისთვის Mercedes-Benz C32 Amg_ის უკანა მთლიანი სიდენია იწონის 25 კილოგრამს). რაიმე ავტომობილთან (ჩვენს ოპონენტთან) თანაბრად სიარულის შემთხვევაში, თუ უმნიშვნელო წონას ამოვიღებთ შედეგს საკუთარი თვალით ვნახავთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რას იწონის ჩვენი ავტომობილის დისკები. მჩატე დისკებს შეუძლია გასაოცარი შედეგი მოგვცეს, ასევე ცნობისთვის საბურავზე 1 კილოგრამი უდრის სალონში 7 კილოგრამს. თამამად შეგვიძლია საქმეს დისკებიდან შევუდგეთ :D
    მოკლედ უამრავი ნიუნასია, მასის მოკლებასთან ერთად ნაკლებად ცვდება ხუნდები, საბურავები, აპორნები, იკლებს წვა, იმატებს გაწევა.

    კიდევ უამრავი რამ შეიძლება დაუკავშირდეს ავტომობილიდან მასის ამოღებას, დანარჩენი უკვე აქვე კომენტარებში გავარკვიოთ იმისდა მიხედვით თუ ვის რა კითხვა დაებადება )
    იმედია საინტერესო გამოვიდა.
  4. which one is faster?

    Posted 30 Apr 2015

    გამარჯობათ. პირველ რიგში გთხოვთ ეს პოსტი არ წაშალოთ, დროებით მაინც. ვეძებე მაგრამ მსგავსი აქ ვერაფერი ვნახე. პახოდუ თუ ვინმეს სურვილი აქვს რაიმე მანქანასთან შედარების ან თუმდაც გატესტვის დაწერს აქ.
    ძალიან მაინტერესება Audi S4 B7 რას შვება სხვა მანქანებთან შედარებით. მაგალითად Bmw M3 E46_თან, C32 Amg_სთან, Bmw 335 turbo(E60, E92)_თთან, Subaru Legacy BL5_თან, E36 M3_ის თავისთავად გაასწრებს. მოკლედ B7_ის ყველა მონაცემი ვიცი 0-100km/h დან დაწყებული 1/4 მილით დამთავრებული. თითქმის ანალოგია მონაცემებით M3 E46_ის და C32 ის. 0-200 ის მერე კი დანაკარგი აქვს. მაგრამ არ ვიცი რა ხდწბა Live_ში. თუ დამდგარხართ ვინმე S4 B7_ით ვინმესთან. რა შედეგი გქონიათ. ან თუ გყავთ ვინმეს S4 B7 მინდა შემოგთავაზოთ გაუტესტოთ C32_ს. ვაპირებ B7 ის ყიდვას და ამიტომ მაინტერესებს დაწვრილებით ყველაფერი. ოღონც არ დამიწეროთ ეხლა S4 , M3 ს და C32 ის კლასი ვერ გადის . მაგათი დონე არააო. ძაანაც კარგად არის . დამოკიდებულია რა ხოდზეა S4.
  5. Audi S4 B7 (Manual)

    Posted 6 Feb 2015

    გამარჯობა, აუდი ქლაბზე ახალი ვარ, გთხოვ თ ცოტა ხანი ეს პოსტი არ წამიშალოთ, მსგავსი ვერაფერი ვნახე არადა ინფორმაცია მჭირდება. მინდა ვიყიდო Audi S4 B7 მექანიკა, ეს მანქანა რო მომწონს ამ ეტაპზე არცერთი სხვა შემცვლელად არ წარმომიდგენია, 4.2 მექანიკა სასწაული ეგზაუსტით, როგორ ფიქრობთ 2005-2007 ჩამოყვანით ან ადგილზე გამბაჟებიანად 7000-8000 დოლარად არ გამოვა?? ეს კითხვა კაი ხანია მაწუხებს, მანქანის ყიდვას ივლისისთვის ვაპირებ ცოტა ფული მაკლდება, ამიტო ვიფიქრე მანამდე რჩევების აგროვება არ მაწყენდა. წინასწარ მადლობა

My Information

Member Title:
ახალბედა
Age:
27 years old
Birthday:
October 7, 1994
სქესი:
მამრობითი
ქალაქი:
თბილისი
Audi:
S4
კოლოფი:
TipTronic
წამყვანი:
Quattro
ძრავი:
4.2
ცხენის ძალა:
250 WHP
გამ. წელი:
2007
ნომერი:
HB-793-BH

Contact Information

E-mail:
Private
Website URL:
Website URL  http://https://www.facebook.com/VTTTPerformance

Friends

Botchora hasn't added any friends yet.

Comments

Botchora has no profile comments yet. Why not say hello?


Free Page Rank Tool
"));