წესები
შ ე ს ა ვ ა ლ ი
უპირვეკლეს ყოვლისა გაცნობებთ, რომ ფორუმი არის ურთიერთობის საშუალება და ფორმა. ფორუმით შესაძლებელია გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და სასარგებლო ინფორმაცია. ფორუმის გამართულ მუშაობას ზედამხედველობს ადმინისტრაცია (საამისოდ უფლებამოსილი პირები). ადმინისტრაცია უქმნის ფორუმის მონაწილეებსა და სტუმრებს ხელსაყრელ პირობებს, რომ მოხდეს ამა თუ იმ თემის მაქსიმალურად სრული და ამომწურავი შესწავლა-შეფასება, რათა გაზიარებულ იქნეს სასარგებლო ინფორმაცია, გამოცდილება და ჩამოყალიბდეს კვალიფიციური მიდგომა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს ფორუმზე. გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და ფორუმის ზოგად წესებს.
ფ ო რ უ მ ი ს წ ე ს ე ბ ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. აუდის ფორუმი განკუთვნილია გამოცდილების გაზიარებისთვის, განხილვისათვის და ფართო სპექტრის საკითხების მოგვარებისათვის.
2. ფორუმზე მთელი ძირითადი ურთიერთობა მიმდინარეობს შეტყობინებათა გადაცემის (პოსტინგის) რეჟიმში.
3. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს. ვიდრე გააგზავნით პირველ შეტყობინებას ფორუმზე თქვენ ვალდებული ხართ ყურადღებით გაეცნოთ ფორუმის წესებს.
4. სანამ შექმნიდეთ (გახსნიდეთ) ახალ თემას, დარწმუნდით იმაში, რომ თემა იხსნება სათანადო ადგილას (ოთახში) და მსგავსი თემა არ არსებობს ფორუმზე. თემის გახსნისას, დაასათაურეთ თემა ისე, რომ ნათელი იყოს თემის არსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება განიხილება დარღვევად.
5. აუდის ფორუმი წარმოადგენს ფორუმის მფლობელთა საკუთრებას, რომლებიც კლუბის ან საკუთარი ფინანსებით ინარჩუნებენ და ამუშავებენ მას. ამიტომ, ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია, ანუ ფორუმის პირდაპირი მართვა მისი წევრების მიერ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორუმის მფლობელები არ ითვალისწინებენ მომხმარებელთა რჩევებს. პირიქით, ისინი მიესალმებიან ახალ მომხმარებლებს და მათ ახალ რეკომენდაციებს. მაგრამ მოხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბოლო სიტყვის უფლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში ყოველთვის რჩებათ ფორუმის მფლობელებს. მომხმარებლები არ უნდა მოითხოვდნენ მათი წესებით თამაშს და სხვის მონასტერში მისვლას თავიანთი წესდებით.
6. ფორუმის წესებს განსაზღვრავენ ფორუმის მფლობელები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები-ფორუმის ადმინისტრატორები.
7. ფორუმის წესები წარმოადგენს აუდის ფორუმის მთავარ და ძირითად დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მუშაობის წესებს და მონაწილეობას ფორუმში
8. ნებისმიერი წესის მთავარი ამოცანაა ფორუმზე, ფორუმებსა და თემებში მეგობრული, სასიამოვნო სიტუაციის შექმნის უზრუნველყოფა პრობლემების მოგვარებისათვის ან მოხმარებლებს შორის ურთიერთობებისათვის. ამისათვის წესებში მაქსიმალურად და ადვილად გასაგებად არის გადმოცემული საერთო რეგულაციები, რეკომენდაციები და აკრძალვები.
9. წესები არ არის არც მკაცრად ნებადამრთველი (ანუ ის ყველაფერი, რაც წესების მიხედვით არაა ნებადართული, ესე იგი აკრძალულია) და არც მკაცრად შემზღუდველი (ანუ ის ყველაფერი, რაც წესებით არ იკრძალება, არის ნებადართული). იმ სიტუაციების დროს, რომლებსაც წესები ვერ არეგულირებს, ან თუ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს წესების ინტერპრეტაციასთან, მაშინ მომხმარებელს შეუძლია კითხვით მიმართოს ფორუმის ადმინისტრაციას.
10. ფორუმის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც (თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას ფორუმის წესები
11. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას მისი მომხმარებლები უცხადებენ სრულ ნდობას ფორუმის ადმინისტრაციას მათდამი მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება წესების ინტერპრეტაციისა და აღსრულების უზრუნველყოფის საკითხებს.
12. თქვენი მონაწილეობა ფორუმში ავტომატურად გულისხმობს სრულ და უპირობო თანხმობას მის წესებთან. წესებთან არდათანხმება არ შეიძლება იმის საფუძველი იყოს, რომ ადმინისტრაციას პრეტენზიები წაუყენოთ მის მიერ ფორუმის მოდერირებასთან დაკავშირებით შესრულებადი ფუნქციების მიმართებით. თუ თქვენ არ ეთანხმებით ფორუმის წესებს, შესაბამისად, არ ღირს თქვენი მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში.
13. შეიძლება მოხდეს ფორუმის წესების შევსება ან მათში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებელი პირობაა, მოხდეს ფორუმის მონაწილეთა ინფორმირება ამის თაობაზე განცხადების გამოქვეყნების გზით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ ფორუმზე გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გზავნილი, შეტყობინება, პოსტი, პოსტინგი, მესიჯი - ფორუმის მონაწილე პირის მიერ, ფორუმზე დატოვებული შეტყობინება.
ბ) თემა, ტოპიკი - საწყისი შეტყობინება, მისი პასუხები და გაკეთებული კომენტარები.
გ) თემის სახელწოდება - თემის სათაური, დასახელება, რომლითაც იგი ხილული და იდინტიფიცირებული იქნება თემების ჩამონათვალში.
დ) ფორუმის მონაწილე - ნებისმიერი პირი, რომელიც შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ უფლებამოსილია გააგზავნოს შეტყობინებები ფორუმზე.
ე) ზედმეტსახელი, ფსევდონიმი, ნიკი, ნიკნეიმი - სახელი, რომლითაც მონაწილე რეგისტრირდება და გზავნის შეტყობინებებს ფორუმზე.
ვ) სტატუსი (მონაწილის) - წარწერა, რომელიც თემების გვერდებზე მოჩანს თემაში მონაწილეთა ნიკნეიმების ქვეშ და რომელიც გვაუწყებს ნებისმიერი მონაწილის სტატუსს შეტყობინების გაგზავნის მომენტში.
ზ) ინფო (მონაწილის) - ინფორმაციული გვერდი ფორუმის მონაწილის შესახებ, რომელზე მოხვედრაც შესაძლებელია "ინფო" ბმულზე გადასვლისას. იგი მდებარეობს ფორუმის მონაწილეთა ყოველი გზავნილის მარცხენა ზედა კუთხეში.
თ) არარეგისტრირებული მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაციის პროცესი ფორუმზე.
ი) ფორუმის სტუმარი - ადამიანი, რომელიც კითხულობს ფორუმის თემებს, მაგრამ არ შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა.
კ) მოდერირება, მოდერაცია - ფორუმის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ზომები მიმართული ფორუმზე წესრიგის შენარჩუნებისაკენ, ანუ ფორუმების და ცალკეული თემების მოქმედი წესების შესრულების უზრუნველყოფა და დაკვირვება.
ლ) თვითმოდერირება (ნებაყოფლობითი მოდერირება) - ვითარება, როდესაც ფორუმის მონაწილე, რომელიც არ არის არც ადმინისტრაციის წევრი და არც მოდერატორი, აძლევს საჯარო შენიშვნას სხვა მომხმარებელს იმის გამო, რომ მისი ქცევა არ შეესაბამება ფორუმის წესებს.
მ) ბანი - ფორუმის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის დროებითი ან მუდმივი დაბლოკვა და მათთვის პოსტინგების გაკეთების შესაძლებლობის შეზღუდვა ან ჩამორთმევა.
ნ) ბანდადებული - მონაწილე-მომხმარებელი, რომელსაც ფორუმზე პოსტინგების გაკეთების უფლება აკრძალული აქვს (გარკვეული დროით ან მუდმივად).
ო) გაფრთხილება, ვორნი - მოდერატორის მიერ მომხმარებელზე გამოტანილი გაფრთხილება წესების დარღვევის გამო. კონკრეტული მომხმარებლის გაფრთხილებათა სრული სიის ნახვა შესაძლებელია მის პირად „ინფო“-ში. მისი ნახვის საშუალება აქვს მხოლოდ მას და ფორუმის ადმინისტრაციას.
პ) ფორუმის ადმინისტრაცია - ფორუმის მფლობელები და ადმინისტრატორები, ფორუმების მოდერატორები.
ჟ) მოდერატორი - ფორუმის ადმინისტრატორთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს ოპერაციები თემებსა და პოსტებზე (მაგალითად, ჩასწორება, გზავნილების და თემების წაშლა, მათი გადატანა სხვა ფორუმებში და ასე შემდეგ.),, ასევე გააფრთხილოს მონაწილეები მისდამი მინდობილ ფორუმში.
რ) ადმინისტრატორი - ფორუმის მფლობელთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს მოდერატორების ყველა ფუნქცია უკლებლივ ყველა ფორუმში, გარდა ამისა, რეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშების (აცცოუნტს) გაუქმებისა და მათი ბაზიდან წაშლის შესაძლებლობა. აგრეთვე, მას აქვს უფლება, შეცვალოს ფორუმის მოქმედი კანონმდებლობაც.
ს) ფორუმის მფლობელი - პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთა პირად საკუთრებაშიც იმყოფება ფორუმი. მათ აქვთ ფორუმის ფარგლებში ნებისმიერი კანონიერი ქმედების განხორციელების უფლება, მათ შორის ფორუმის ლიკვიდაციისაც.
ტ) ოფტოპიკი - შეტყობინება, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ მიეკუთვნება დისკუსიის საგანს.
უ) ოვერქვოთინგი - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ".
ფ) ფლუდი - ნაკლებად აზრიანი ან უაზრო შეტყობინება, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას; ლაყბობა ათასგვარ სისულელეზე, პრაქტიკულად არაფერზე. როგორც წესი, მსგავსი შეტყობინებები ადვილად ექვემდებარება წაშლას ისე, რომ დისკუსიას ამით არანაირი ზიანი არ ადგება. მაგალითისათვის, მათ მიეკუთვნება შემდეგი ტიპის მოკლე, ერთხაზიანი ფრაზები: „გეთანხმებით“, „პკპკ“, „ლოლ“...ან ისეთი შეტყობინება, რომელიც შეიცავს მარტო სმაილაკს.
ქ) ჩატი, ჩეთი - რეალური დროის რეჟიმში მონაწილეების მიერ ფლუდური ხასიათის მოკლე გზავნილების უსწრაფესი მიმოცვლა.
ღ) კროს-პოსტინგი - ერთი და იგივე შეტყობინების დატოვება სხვადასხვა თემებში. ფორუმზე მსგავსი რამ აკრძალულია.
ყ) სმაილი, სმაილაკი - პატარა (როგორც წესი, გრაფიკული) გამოსახულება, რომლის ჩასმაც ხდება გზავნილის ტექსტში იმ მიზნით, რომ გადმოცემულ იქნეს გზავნილის ავტორის ემოციური მდგომარეობა, მაგალითად, სმაილაკი სმილე.გიფ ანუ მიანიშნებს, რომ გზავნილის ავტორი კარგ ხასიათზეა და ის იღიმება.
შ) ორმაგი რეგისტრაცია – ერთსა და იმავე ფორუმის მონაწილის მიერ ფორუმზე ორი ან მეტი რეგისტრაციის გავლა და „ნიკი“-სა და პაროლის მინიჭება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ტერმინები არ არის ამომწურავი. იმ ტერმინების მნიშვნელობა, რომლებიც არ არის ასახული ამ წესებში, განიმარტება საზოგადოებაში დამკვიდრებული და გავრცელებული მნიშვნელობის შესაბამისად.
მუხლი 3. განსაკუთრებული გარემოებები
1. ფორუმზე დადებული ყველა მასალა (მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, რომ ეს მასალები არის სრული, სასარგებლო ან/და ჭეშმარიტი.
2. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ ან თქვენმა საკუთრებამ განიცადოს ფორუმზე არსებული მასალების გამოყენების-გამოუყენებლობის ან ინფორმაციის დაკარგვის გამო და ა.შ.
3. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფორუმის გვერდებზე გაკეთებული სარეკლამო ხასიათის მასალების შინაარსზე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) ან იმ მასალებზე, რომლებიც ვებ-საიტზე არ არის
4. ფორუმზე განთავსებულ შეტყობინებათა ავტორები იღებენ სრულ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე.
5. ფორუმის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ფორუმის მონაწილეთა პირად მონაცემებსა და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის IP მისამართსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს), თუ ის შესაბამისი წესით დაცულია ფორუმის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).
6. ფორუმისა და მასში წარმოდგენელი მასალების ნებისმიერი სახით გამოყენებით, თქვენ მოცემული დოკუმენტის პირობებს აღიარებთ და ეთანხმებით.
7. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ასევე, რომ თქვენს მიერ შექმნილი თემა წარმოადგენს ფორუმის საკუთრებას, და არა თქვენს პირად საკუთრებას. თქვენ არ შეგიძლიათ მასში თქვენი პირადი წესების ჩამოყალიბება, მათ შორის, არ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ ფორუმის რომელ მონაწილეს შეუძლია მანდ პოსტვა და რომელს - არა. თქვენს თემაში თქვენ ასევე არ შეგიძლიათ შეასრულოთ და იკისროთ მოდერატორული ფუნქციები - ეს ფორუმის მოდერატორის (თუ ისინი არსებობენ) და ფორუმის ადმინისტრაციის საქმეა.
მუხლი 4. რეკომენდირებული გარემოებები
1. არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. თუ თქვენი ნიკნეიმის მეშვეობით ვინმე უხეშად დაარღვევს წესებს, მაშინ ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს სწორედ რომ თქვენი, როგორც დამრღვევის, ანგარიშის მიმართ.
2. ფორუმზე არაა ნებადართული ერთი მომხმარებლის (ანუ ერთი ადამიანის) მიერ ერთზე მეტი ნიკნეიმის გამოყენება.
3. ის, რომ თქვენ დაარეგისტრირეთ თქვენი ნიკნეიმი, იმას არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად იარსებებს ფორუმზე. თუ თქვენ არ იაქტიურებთ არ მოინახულებთ ფორუმებს, მაშინ შესაძლებელია რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ „ნიკნეიმს“ წაშლიან მონაცემთა ბაზიდან და გამოათავისუფლებენ მას სხვა მომხმარებლისათვის. „ნიკნეიმების“ მოქმედების ვადა დამოკიდებულია მომხმარებელთა სტატუსზე და მათ მიერ გაკეთებული გზავნილების რაოდენობაზე.
4. კიდევ რამდენიმე მახასიათებლის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენა უნდა გქონდეთ:
5. თუ თქვენ დაუშვით შეცდომა, მაგალითად, შეტყობინების დუბლირება მოახდინეთ, შემთხვევით სხვაგან დატოვეთ გზავნილი, მაშინ არ გაგზავნოთ დამატებითი გზავნილები თხოვნით, რათა გამოასწორონ შეცდომა, მონაწილეთა მიმართ მობოდიშება და ა.შ. უმჯობესია შეეცადოთ შეცდომის გამოსწორებას თქვენით, გზავნილის ჩასწორებით ან წაშლით. ("ჩასწორების" ოპციის მეშვეობით გზავნილის ზედა მარჯვენა მხარეს). თუ ამის გაკეთება არ გამოგივიდათ, მაშინ მოდერატორების ყურადღება მიიქციეთ.
მუხლი 5. აკრძალვები და შეზღუდვები
1. ფორუმზე კატეგორიულად იკრძალება:
ა) ერთი და იგივე თემის განთავსება ერთდროულად სხვადასხვა ოთახში, ან ისეთ ოთახში, სადაც მსგავსი თემები არ განიხილება. თუ თქვენ შეცდომით გახსენით თემა სხვა ოთახში, ნუ გააკეთებთ მის დუბლირებას, დაუკავშირდით ადმინისტრაციას ან ფორუმის მოდერატორს პრობლემის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საქციელი განიხილება დარღვევად და გატარდება შესაბამისი ზომები გაფრთხილების გარეშე.
ბ) ორმაგი რეგისტრაცია. ასევე ადმინისტრაცია უფლებამოსილია გააუქმოს იმ მომხმარებლის (რეგისტრაციის) «ნიკი», რომელსაც დარეგისტრირებული 1 (ერთ) თვეზე მეთ ხანს და პოსტების რაოდენობა ექნება 1 (ერთი ან ნაკლები), ასსეთ შემთხვევაში მისი «ნიკი» გათავისუფლდება ხელახალი რეგისტრაციისთვის.
გ) დაუშვებელია უცენზურო ტერმონოლოგიის გამოყენება
დ) სხვა ფორუმის მომხმარებელთა შეურაცხყოფა, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მიზეზით.
ე) უმოკლესი პასუხები «არა», «მადლობთ», «კი» და ა.შ. გარდა ზოგიერთი ოთახისა (მაგალითად: «OFF TOPIC» და სხვა).
ვ) მოდერატორების ან/და ადმინისტრაციის ნებისმიერი საქციელის განხილვა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოდერატორი აჭარბებს თავის უფლებამოსილებების ფარგლებს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას). ასეთ შემთხვევას დაუყოვნებლივ მოყვება სათანადო რეაგირება.
შენიშვნა:
განხილვის ქვეშ იგულისხმება:
1. ფორუმის მოდერატორებთან ან ადმინისტრაციასთან მიმოწერა. (მაგალითად: მათი გზავნილების ციტირება თხოვნებთან, გაფრთხილებებთან, შენიშვნებთან ან დასჯებთან დაკავშირებით, მათზე გამოპასუხება).
2. „საქმის გარჩევები“ (მაგალითად: "მე არ დამირღვევია წესები, თქვენი შენიშვნა უსაფუძვლოა! და ა.შ.).
3. თხოვნები. (მაგალითად: „გთხოვთ, გახსენით ეს თემა!“და ა.შ.)
4. კითხვები. (მაგალითად: „რატომ წაშალეთ თემა?“და ა.შ.)
5. კომენტარები. (მაგალითად: „აი, მივიღე გაფრთხილება, მადლობა ამისთვის მოდერატორს!“და ა.შ.)
6. პროვოკაციული კითხვები (რომლებზეც პირდაპირ პასუხებს ერთმნიშვნელოვნად მივყავართ წესების დარღვევასთან). (მაგალითად: „რისთვის მივიღე შენიშვნა?“; „გაფრთხილება მოგცეს?“ და ა.შ.).
ზ) ადმინისტრაციის უმოქმედობის განხილვა. (მაგალითად, „რახან ეს მონაწილე მოდერატორებმა არ „დაბანეს“, ე.ი. ისინი ერთად არიან!“ და ა.შ.).
თ) რაიმეს რეკლამირება, სარეკლამოდ განთავსება ან სხვა მსგავსი ქმედება ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.
ი) ფორუმისა თუ კლუბის სხვადასხვა ფინანსური სფეროს განხილვა (გარდა ადმინისტრაციის მიერ საამისოდ გახსნილი ოთახისა (განყოფილებისა)).
კ) იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში შემდეგის გამოყენება:
კ.ა) უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
კ.ბ) ვებ- საიტების მისამართების სახელწოდებები.
კ.გ) გრამატიკული შეცდომებით( განზრახ) დაწერილი გამონათქვამები.
კ.დ) ასოების ან ციფრების უაზრო, ალოგიკური კომბინაცია.
კ.ე) თუ „ნიკნეიმი“ შედგება 8 ან მეტი სიმბოლოსგან და მათი 70%-ზე მეტი დაწერილია დიდი ასოებით.
ლ) ისეთი „ნიკნეიმების“ რეგისტრაცია, რომლებიც ფალსიფიცირების მიზნით იქმნება და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფორუმის სხვა მონაწილეების ნიკნეიმებს.
მ) „ნიკნეიმის“ გადაცემა სხვა პირისთვის, ან ერთი ნიკნეიმის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ.
ნ) „ნიკნეიმების“ მიტაცება, ანუ რეგისტრაცია იმ მიზნით, რომ სხვების მიერ არ მოხდეს მათი გამოყენება.
ო) ახალი თემების გახსნა:
ო.ა) ფორუმებში, რომლებიც არ შეესაბამება თემატურად.
ო.ბ) ერთდროულად რამდენიმე ფორუმში (კროსს-პოსტინგი).
პ) ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ სხვადასხვა ბრენდის, მოდელის ავტომობილის მოყვალურ, სხვადასხვა ავტო კლუბებს შორის, სხვადასხვა ეროვნების, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შექმნის მცდელობები.
ჟ) ეროვნული პატივმოყვარეობის შელახვა ან კონკრეტული ეროვნების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება შეუფერებელი ფორმით.
რ) მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება ან ცილისწამება.
ს) თემებში ჩატის მოწყობა (გარდა საამისოდ გამოყოფილი თემისა), ანუ მოკლე ფლუდური შეტყობინებების სწრაფი მიმოცვლა რეალური დროის რეჟიმში.
უ. ფორუმებისა და თემების წესების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან მათი დარღვევის შემთხვევაში.
ფ.
მუხლი 6. ფორუმების მოდერირება (მოდერატორი)
1. ფორუმებში წესრიგზე და წესების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან ფორუმების მოდერატორები.
2. ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნებისმიერი საჯარო თხოვნა ან მოთხოვნა ფორუმზე მოქცევასთან დაკავშირებით, მკაცრად უნდა შეასრულოთ, არ უნდა შეხვიდეთ საჯარო პოლემიკაში.
3. ყველა კითხვა, წინადადება, შენიშვნა, აპელაცია ფორუმის ადმინისტრაციასთან და მოდერატორებთან უნდა იქნეს განხილული პირადი მიმოწერის (PM-ის) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით (თუ თქვენ არ გაქვთ PM-ით სარგებლობის უფლება)
4. თუ ფორუმის მოდერატორმა ან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შენიშვნა მოგცათ ან გაგაფრთხილათ და ამან თქვენში პროტესტის გრძნობა გააჩინა, გაგიჩნდათ კითხვები ან მოგინდათ კომენტარების გაკეთება, მაშინ უმჯობესია პირადი მიმოწერის (PM-ის) საშუალებით გასცეთ პასუხი (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუ თქვენთვის ხელმიუწვდომელია PM-ის სერვისით სარგებლობა), და არა თემის საშუალებით. მხოლოდ ფორუმის მოდერატორსა და ადმინისტრაციას აქვს იმის უფლება, რომ მონაწილეებს მისცენ საჯარო შენიშვნები.
მუხლი 7. სანქციები
1. წესების დამრღვევზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სახის სანქცია:
ა) გაფრთხილება (ანუ მონაწილეების შეტყობინება, შეხსენება იმის თაობაზე,
რომ მათ წესები დაარღვიეს);
ბ) გზავნილის ჩასწორება ან წაშლა. თუ გზავნილში აღინიშნება წესების უხეში დარღვევა (მაგალითად, უცენზურო გამონათქვამები ან შეურაცხყოფა), მაშინ ის შეიძლება მთლიანად იქნეს წაშლილი (და არა ჩასწორებული) იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა მასში ღირებული ინფორმაცია;
გ) თემის დახურვა;
დ) თემის წაშლა;
ე) ცალკე პოსტინგის სახით გაკეთებული გაფრთხილება.
ვ) მონაწილისათვის მთელს ფორუმზე პოსტინგის გაკეთების უფლების ჩამორთმევა (დროებით ან სამუდამოდ);
ზ) მონაწილისათვის ფორუმზე შესვლის უფლების წართმევა;
თ) IP ბანი მონაწილეს (გარკვეული ხნით ან მუდმივად);
ი) მონაწილის გზავნილების წაშლა;
კ) ფორუმის მონაწილის სარეგისტრაციო მონაცემების წაშლა (ანგარიშის გაუქმება);
ლ) მოდერატორის ან ადმინისტრაციის შეხედულებით, სხვა სანქციები.
2. ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები კონკერეტული მონაწილისადმი ან თემისადმი პირდაპირ არის დამოკიდებული:
ა) დარღვევის სიმძიმის ხარისხზე;
ბ) აღნიშნული ტიპის დარღვევაზე მონაწილისთვის ადრე გაკეთებული გაფრთხილებების რიცხვსა და სიხშირეზე;
გ) თემის სარგებლიანობაზე;
დ) ფორუმისათვის მონაწილის ან განსახილველი თემის ღირებულებაზე;
ე) მოდერატორის მიერ გათვალისწინებულ სხვა გარემოებებზე.
3. მოდერატორი კითხულობს თემას და რეაგირებს ყველა იმ გზავნილზე, სადაც აღინიშნება წესების დარღვევა. ამიტომ, თუ თქვენ დაარღვიეთ წესები სამ გზავნილში, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით მოდის, მაშინ პირველი გზავნილისთვის შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილების მიღებით შემოიფარგლოთ, მეორესთვის - გაფრთხილება „ვორნ“-ის პროცენტების მომატებით, მესამესთვის კი მოდერატორს შეუძლია „ბანი“ მოგცეთ და აგიკრძალოთ პოსტვის უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
4. შეტყობინებისთვის,რომელიც არღვევს ფორუმის წესებს,მომხმარებელს შეიძლება მიეცეს გაფრთხილება „ვორნ“-ის პროცენტების მომატებით. თუ მომხმარებელი არ იღებს ახალ გაფრთხილებებს, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ საჯარიმო პროცენტების საერთო რიცხვიდან (ჯამიდან) ხდება იმ პროცენტული მაჩვენებლის ჩამოკლება, რომელიც ბოლო დარღვევისას იქნა მიღებული. თუ იქნა მიღებული რამდენიმე გაფრთხილება, მაშინ საერთო პროცენტიდან შესაბამისი პროცენტების დაკლება მოხდება თანდათანობით, ერთი მეორის მიყოლებით, დაწყებული უახლესი დარღვევიდან.
მუხლი 7. ადმინისტრაციისათვის (მოდერატორისათვის) მიმართვა
1. რეკომენდებული პროცედურა ადმინისტრაციის ქმედებების აპელირებისათვის:
ა) გაუგზავნეთ შეტყობინება, რომელშიც მიუთითებთ:
ა.ა.) იმ გზავნილის ან შენიშვნის ბმულს, რომელიც გახდა გაღიზიანების ან კითხვების დასმის საფუძველი;
ა.ბ.) მიზეზები, თუ რატომ არ ეთანხმებით ფორუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ან დასვით თქვენი კითხვა.
2. გზავნილი, რომელიც მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს, შესაძლებელია არ იყოს განხილული ფორუმის ადმინისტრაციის მიერ.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებები
1. ეს წესები აღიარებულია და მხარდაჭერილია ფორუმის ადმინისტრაციის მიერ რაც აძლევს მას ლეგიტიმურ საფუძველს მოაწესრიგოს ამ წესებში მითითებული ურთიერთობები.
2. ეს წესები ვრცელდება ფორუმის მონაწილე ყველა პირზე.
3. ყველა ის საკითხი, რომელიც არ არის სახელდებით განხილული ამ წესებში, წყდება ადმინისტრაციის მიერ.
4. ფორუმის წესები ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტისთანავე.
ტექსტი დამუშვების პროცესშია